x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საინტერესო ფაქტები ფულის გამყალბებლებზე

image


ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ძველი ყალბი ფული — ძვ. წ. აღრ. VI საუკუნის გაყალბებული ვერცხლის მონეტა არის, რომელიც ბერძნულ კ. ეგინაზე იპოვეს. მონეტა სპილენძის არის და ზემოდან ვერცხლი აქვს გადაკრული.

უახლეს ისტორიაში, ყალბი ფულის გამოშვება სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი, იმ მიზნით, რომ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ეკონომიკისთვის ზარალი მიეყენებინათ. მაგ., ნაპოლეონ ბონაპარტი 1812 წელს რუსეთთან ომის დროს, ყალბ რუსულ ფულსაც იყენებდა.


იმისთვის, რომ პირველი ქაღალდის ფული გაყალბებისგან დაეცვათ, მასზე უამრავ ორნამენტებს ბეჭდავდნენ. ხოლო ტექსტი განსაკუთრებული შრიფტით იყო შესრულებული. მაგ., სამხრეთ კაროლინაში, ინგლისურ სიტყვებს ძველებრაული და ძველბერძნული ალფავიტებით წერდნენ.


XIX საუკუნის 60–იან წლებში, ფართოდ იყო გავრცელებული ფულის გამყალბებლებისგან აღჭურვილობის და მასალების შესყიდვის პრაქტიკა. ამერიკის ხელისუფლებამ, ერთხელ, მშვიდად და ზედმეტი ხმაურის გარეშე, 25 ათას დოლარად, მთელი ზარაფხანა იყიდა.


ჰიტლერმა ყალბი ფასიანი ქაღალდებით და ვალუტით მთელი მსოფლიო წალეკა და ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, გერმანიის მთავრობას, საკუთარ ტერიტორიაზე ფულის ბეჭვდის უფლება ჩამოართვა. 1955 წლამდე გფრ-ს ფულს ლონდონში ბეჭდავდნენ — ოფსეტური წესით და ყოველგვარი წყლის ნიშნების გარეშე.


საბჭოთა კავშირში ფულის №1 გამყალბებელი ვიკტორ ბარანოვი იყო, რომელიც ქაღალდის კუპიურებს ორიგინალურზე უკეთესად ბეჭდავდა. მან გამოძიების დროს, თავისი მიღწევები ამ სფეროში, ГОСЗНАК-ს (რუსული ზარაფხანა) გაუზიარა და მას დახვრეტა, 10 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიით შეუცვალეს.

image

image

გამყალბებლები, ყველაზე ხშირად, 50 ევროან კუპიურებს აყალბებენ, ყველაზე იშვიათად – 5, 10 და 500 ევროან კუპიურებს.

imageყალბი ფულის დამზადებისთვის სასჯელი, პრაქტიკულად ყველგან და ყოველთვის მკაცრი იყო. გამსაკუთრებული სისასტიკით დამნაშავეების დასჯა შუა საუკუნეებში ხდებოდა, რადგან იმ დროს ფულის სისუფთავეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მაგ., ევროპაში, ფულის გამყალბებლებს მდუღარე წყალში ხარშავდნენ ან ყელში გამდნარ მეტალს (ჩვეულებრივ — ტყვიას, რადგან სწორედ მისგან ამზადებდნენ ყალბ მონეტებს) ასხავდნენ.


საბჭოთა კავშირში ფულის გაყალბებისთვის, სისხლის სამართლის 1960 წ. კოდექსის მიხედვით, სიკვდილით დასჯა იყო გათვალისწინებული.

0
201
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0