x
image
ფიქრია ჯიქია
სახლის პირობებში ფანჯრის რაფაზე მოყვანილი ნიორი, რომელიც მთელი წელი გეყოფათ

image

1. იმისათვის, რომ ნიორი გაიზარდოს კომფორტულ პირობებში, შეარჩიეთ 20 სმ სიღრმის ქოთანი სანიაღვრე ნახვრეტებით. იმის გათვალისწინებით, რომ ნივრის ბოლქვები უნდა დარგოთ ერთმანეთისგან 10 სმ დაშორებით და 10 სმ დაშორებით ქოთნის ნაპირებისგან - შეარჩიეთ შესაფერისი ზომის ქოთანი.

2. მოამზადეთ ნიადაგი: შეურიეთ ერთმანეთს ფხვიერი მიწა და ქვიშა თანაფარდობით 3:1

3. ნიორის თავი დაყავით კბილებად. ჩარგეთ ნიადაგში ნივრის კბილები ბრტყელი ბოლოთი ქვემოთ. ეს აუცილებელი პირობაა!

4. კბილების მიწაში მოთავსებით გაითვალისწინეთ, რომ ბოლქვის ზედა ნაწილსა და ნიადაგის ზედა ნაწილს შორის უნდა იყოს 3 სმ მიწა.

5. დადგით ქოთანი ფანჯრის რაფაზე ისე, რომ ნიორს მზის სინათლე ხვდებოდეს 8 საათის განმავლობაში.

6. რეგულარულად მორწყეთ მცენარე: მოათავსეთ ნივრიანი კონტეინერი ნიჟარაში ან სხვა ადგილას, სადაც მორწყვისას გამოსული წყლის ჩადინება იქნება შესაძლებელი. მორწყე ნიადაგი, თანაბრად მოაფრქვიეთ მას წყალი. წყალს აცადეთ ქოთნის ძირზე არსებული ნახვრეტებიდან გამოსვლა.

7. როდესაც ახალი ნიორი გაიკეთებს ამონაყარებს, არ დაგავიწყდეთ მათი ძირში გადაჭრა.

8. მოსავლის აღება - დაახლოებით 9 თვეში, როდესაც ამონაყარები გაყავისფრდება და დაიწყებს ჭკნობას.

აუცილებელია მზარდი ნიორი ხშირად დაინამოს - ეს მცენარე მოითხოვს ბევრ ტენს, მაშინ მოსავალიც ხვავიანი იქნება! მოსარწყავად 15-18 გრადუსიანი თბილი წყალი უნდა გამოიყენოთ, რათა ნივრის თავი მსხვილი გაიზარდოს!

0
3689
3-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
3689
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0