x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ყველაფერი სწორედ ბათუმიდან დაიწყება..."-ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

image


ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი მის წინაწარმეტყველებებს აქვეყნებს, რომელიც ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხება და რომლის შესახებაც წინასწარმეტყველი სხვადასხვა წლებში წერდა:


"მეგობრებო, გუშინ, მას შემდეგ რაც ბათუმში ცნობილი მოვლენები განვითარდა, ქალბატონი ლელას სახელზე ბატონმა გიორგი მსხილაძემ დავით კვირკველიას შემდეგი შინაარსის გზავნილი აახლა:
"ბატონო დავით, ბოდიში, რომ ასე გვიან გაწუხებთ. მაგრამ არ შემეძლო, არ მომეწერა: ქალბატონი ლელას ნათქვამი დამიდგა თვალწინ, ყველაფერი სწორედ ბათუმიდან დაიწყებაო...
დიდი პატივისცემით, მოკითხვა ქ-ნ ლელას. იმედია, რაც დაიწყება, ყველაფერი საქმის სასიკეთოთ და მშვიდობით დასრულდება“.
სწორედ ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ორიოდე წინასწარმეტყველებას შეგახსენებთ, რომლებიც, რაღა თქმა უნდა, წარსულში წარმოითქვა და ასევე წარსულში არაერთხელ გამოქვეყნდა გაზეთებშიც და ქალბატონი ლელას სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) გამოცემულ წიგნებშიც.
გამომდინარე იქიდან, რომ მავანმა წაქეზება და ცეცხლზე ნავთის დასხმის მცდელობა არ დაგვწამოს, ადმინისტრაცია თავს იკავებს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების შესახებ ჩაწერილი წინასწარმეტყველებების თავიდან გავრცელებისგან. თუმცა ყველაფრის ნახვა და ყველა წინასწარმეტყველების წაკითხვა თავად შეგიძლიათ საიტზე lelakakulia.ge რუბრიკაში "გაზეთები", სადაც ყველა ნომერია განთავსებული.


1999 წელი, 19 იანვარი, დილის 10 საათი.
აჭარაში მოულოდნელი ამბოხება იქნება. თბილისიდან აჭარაში მორბენალი მთავრობის წარმომადგენლები, ისინი, ვისაც კარიერა აინტერესებს, ორმაგ თამაშებს თამაშობენ და ზუსტად ეს თამაში გამოიწვევს აჭარაში არეულობებს და ამბოხებებს. ეს ყველაფერი ლამაზადაა დაგეგმილი!!!
2004 წელი, 26 ოქტომბერი, კუს ტბა, სამშაბათი, დილის 9 საათი.
ვხედავ, აჭარაში სიტუაციები უკიდურესად დაიძაბება და ყოველივე დაიწყება აქედან. თუ ხალხი მასიურად გამოვა გარეთ, არის ბრძანება: "დაშალეთ!" ძალას მიმართავენ, ცრემლსადენ გაზსაც გამოიყენებენ და სხვა ყველაფერსაც!
2005 წელი, 13 იანვარი.
ვხედავ ტერორებს. საპატრულო მანქანები ფეთქდება. არავინ ნებდება და აღარც არავის ეშინია. ბევრი პოლიციელი დაშავდება...
2012 წელი, 15 ოქტომბერი.
საქართველოში ბევრი არაფერი იცვლება. ანუ ის, რაც საჭიროა ქართველი ხალხისთვის და ქვეყნისთვის, ზუსტად ის პოლიტიკა კი გატარდება, მაგრამ ფრთხილად, დემოკრატიის თამაშში უდიდეს შეცდომებს ვხედავ!!!
* *
ხალხმა ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ ისწავლა. ფრთხილად!!!
ხალხი გადაღლილია, ამას ვინ ჩივის, მშიერია, გაძარცულია და მოითხოვს დღესვე მიიღოს ის ყველაფერი, რასაც მთავრობა მათ დაპირდა. სხვა არაფრის გაგონება არ სურთ! ყველაფერი ირევა _ თხოულობენ იმას, რაც არ ეკუთვნით. ასეა, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ბევრი მოინდომებს. აქვე ვაფრთხილებ მათ: ფრთხილად, არაფერი გამოგივათ! გაიხსენეთ ძველი გამონათქვამი, "სოფელი ერთ დღეში არ აშენებულა!"
და საერთოდ, ყველაფერი კანონის სახელით გაკეთდება. თუ კანონით გეკუთვნით, მიიღებთ, თუ არადა, არაფერსაც არ მიიღებთ!!!
ოპოზიციამ ... ბრწყინვალედ შეისწავლა 9 წლის განმავლობაში ადამიანის ფსიქოლოგია და კარგად ესმით, თუ როგორი გასავლელია ეს რთული პერიოდი და რა ხდება ამ დროს. ჰოდა, ჩასაფრებულ პოზიციაში არიან, რათა ახალ მთავრობას დარტყმა მიაყენონ..."image
image
"ვხედავ, უწმიდესის მოშორება სურთ-ანუ მოწამლონ!"-რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ პატრიარქსა და საპატრიარქოზე-"უჭირს ქართულ ეკლესიას... შიგნით დიდი ვაჭრობა და უმსგავსობა სუფევს..."

2
8219
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
8219
  
2017, 13 მარტი, 12:57
ამ ქალს ყველა მოვლენაზე ჰქონია წინასწარმეტყველება და რად გვინდა ამდენი სამინისტრო,დავეყრდნოთ ლელას...
ნუ პირდაპირ სიტყვები არ მყოფნის, მაგარია რა. ყველაფერსაც გამოიყენებენო,ცრემლსადენ გაზსაცო, რამხელა სიბრძნეა ჩადებული,გაოგნებული ვარ .
0 1 2