x
image
ალექსანდრე ლექსო
"სუპერფოლადი" ადამიანის ძვლის სტრუქტურით

მეცნიერებმა ფოლადის ახალი სახეობა შექმნეს, რომლის საფუძვლად ადამიანის ძვლების სტრუქტურა გამოიყენეს. სიმყარისა და სიმსუბუქის უნიკალური შეხამება საშუალებას აძლევს ახალ ნივთიერებას გაუძლოს ძალიან დიდ დატვირთვებს და თანაც შეუძლია თავისით შეხორცდეს პატარა ნაპრალები. imageჩვენი ძვლები მყარი და მსუბუქია, ადვილად იტანს დატვირთვას, ამის მიზეზი ძვლების ნივთიერების სტრუქტურაა. ძვლები შედგება ფენებად განლაგებული სხვადსხვა მიმართულებით მიმართული ბოჭკოებისაგან. მყარი და ცარიელი ნაწილების მონაცვლეობა საშუალებას აძლევს ძვალს წინააღმდეგობა გაუწიოს დატვირთვას და არ გაავრცელოს მსხვრევა სხვა მიმართულებით.

დამატებით ფენოვანი სტრუქტურისაგან, რომელიც იმაზეა გათვლილი, რომ დაზიანება არ გავრცელდეს სხვა ფენაზე, მეცნიერებმა შექმნეს შენადნობი, რომელიც სხვადასხვა სიმტკიცის კომპონენტებისაგან შედგება. როცა ბზარი ჩნდება ის არ ვრცელდება სხვა მიმართულებით, მოქნილობის გამო კინეტიკური ენერგია შთაინთქმება და იფანტება. ზოგიერთ შემთხვევაში კი პატარა ბზარები ქრება.

ახალი გამოკვლევები, რომელიც ჟურნალ Science– ში გამოქვეყნდა, აჩვენებს რომ ახალი კომპოზიტური ფოლადი უფრო გამლეა ეგრეთწოდებულ მეტალის "დაღლისაგან" გამოწვეულ ბზარებისაგან, ვიდრე სხვა სახეობის ფოლადი. ეს ყოველივე ინჟინრებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ახალი ფოლადი წარმოების სხვადასხვა დარგში. ხიდების მშენებლობიდან კოსმოსურ ხომალდების დამზადებამდე. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ტექნიკას, რომელიც გამუდმებით დიდ დატვირთვას განიცდის და ერთმა პატარა ბზარმაც კი შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს.


0
85
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0