x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
ნარევი, რომელიც ერთნაირად სასარგებლოა როგორც გულ-სისხლძარღვთა პრობლემების, ისე ათეროსკლეროზის, ანემიისა და დაბალი იმუნიტეტის დროს

image


არის რეცეპტი, რომელიც ამა-თუ იმ ორგანოს გაწმენდის ან ნორმალური ფუნქციონირებისთვის გამოიყენება. არის ისეთიც, იმუნურ სისტემას რომ ამაღლებს და ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. მაგრამ, ეს... ნამდვილად ოქროს რეცეპტი არის(!), რომელიც ერთნაირად სასარგებლოა როგორც გულ-სისხლძარღვთა პრობლემების, ისე ათეროსკლეროზი და ანემიის დროს. ის ასევე ამაღლებს იმუნიტეტს და კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა, მთელი რიგი დაავადების წინააღმდეგ.


შემადგენლობა:


* ზეთი – 1/3 ჭიქა
* თაფლი – 250 გრ.
* ლიმონი – 3 ცალი
* შავი ქლიავის ჩირი – 100 გრ.
* ქიშმიში – 100 გრ

* გარგრის ჩირი (კურაგა) – 100 გრ.
* ნიგოზი – 100 გრ.
* კუნელი – 50 გრ.
* ასკილი – 50 გრ.
* ლეღვის ჩირი – 4 ცალი
* სეზამი თესლი – 50 გრ.
* აკაჟუ (თხილი კეშიუ) – 100 გრ.
* ნუში – 100 გრ.


მომზადება:

I. გარეცხეთ და გაამშრალეთ ინგრედიენტები (თხილეულის გარდა).

II. კუნელი და ასკილი ჩოფერში დაანაწევრეთ ან დანით დაჭერით > დაფქვით ყავის საფქვავში.

III. ლიმონი, ჩირი და თხილეული გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.

IV. მიღებულ მასას დაამატეთ ზეთი, ასკილის და კუნელის ფხვნილი > ყველაფერი კარგად შეურიეთ.

V. ნაზავი ქილებში მოათავსეთ > დააყენეთ 10 დღის მანძილზე ბნელ ადგილზე.

ამის შემდეგ, უკვე შეიძლება მისი სამკურნალო და პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება. შენიშვნა: სასურველია, თუ ქილას, მოხმარების მომენტში, შემოხვეული ექნება კილიტი (ფოლგა)!
მიიღეთ უზმოზე, ყოველდღე, 1 ს. კ. (ძალიან გემრიელია, აქვს მომჟაო-მოტკბო გემო), საუზმემდე 20-30 წთ-ით ადრე.

0
3510
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0