x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ათეროსკლეროზის ადრეული სიმპტომები: დაეხმარეთ თქვენს სისხლძარღვებს

image

ბოლო წლებია უფრო და უფრო ხშირად სვამენ ათეროსკლეროზის დიაგნოზს. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ამ დაავადების გაახალგაზრდავება. სწორედ ათეროსკლეროზი იწვევს ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევების უმეტესობას.
ათეროსკლეროზის პირველი სიმპტომებია:მოთენთილობა, ძილის დარღვევა, გულმავიწყობა. შეიძლება გამოვლინდეს სმენის და მოძრაობის კოორდინაციის უმნიშვნელო დარღვევა.ეს სიმპტომები თავის, კისრის და ტვინის სისხლით მომარაგების დარღვევას უკავშირდება.
კიდევ ერთი სიმპტომია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მოშლა, რაც ასევე სისხლის მიმოქცევის დარღვევას უკავშირდება. არტერიების შევიწროება იწვევს ჰორმონალური სისტემის პრობლემებს. შედეგად ვითარდება ჭარბი ოფლიანობა, ცხიმოვანი ფენა მუცელზე და ტკბილეულისადმი ლტოლვა.
სისხლძარღვების შევიწროება იწვევს სიმძიმის შეგრძნებას და შეშუპებას ქვედა კიდურებში.
შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს მუცლის მოვლით ტკივილს, რომელიც თანდათან მძაფრდება.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს ამ სიმპტომების არსებობისას

0
472
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0