x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ შევნიღბოთ სახეზე არსებული დეფექტები? ნამდვილად გამოგადგებათ
ლამაზი სახის კანი სილამაზის ერთ–ერთი მთავარი პირობაა, თუმცა გარკვეული ფაქტორების, ამინდის, დაავადებების, გენეტიკისა და კვების რაციონის გავლენით ხშირად ზიანდება და ის მუდმივ სტრესშია. კარგათ ვიცით, რომ დღეში ერთხელ მაინც მას დაბანა და შესაბამისი სტრუქტურის კრემები და დამატენიანებლები ესაჭიროება, თუმცა გარკვეულ მიზეზებს ხშირად ვერცერთი საცხებელი ვერ ფარავს და დაგეგმილი წვეულება შესაძლოა სწორედ ამ მიზეზის გამო ჩაგვეშალოს, მოკლე დროში კი სასწაულმოქმედი ეფექტი არ მიიღწევა. სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა გასწავლოთ მარტივი ხრიკები, გარკვეული პრობლემები სახის კანზე როგორ შევნიღბოთ ერთჯერადათ მაინც.


image



როგორ მოვახდინოთ შენიღბვა? (კორექტირება)


უმჯობესია თუ შენიღბვას მოახდენთ ბოჭკოს სინთეზის შედეგად მიღებული ფუნჯით, ასევე თითებით– თვალის ირგვლივ და ქვეშ, რომელიც ნაზ მოძრაობას საჭიროებს ამ ადგილებში ყოველგვარი გაჭიმვის გარეშე.





ყველა პრობლემას გააჩნია თავისი კორექტორი, როგორ შევარჩიოთ ის?


ყველა მიზეზის შემთხვევისთვის ერთი კორექტორი არ არსებობს, სწორედ ეხლა განგიმარტავთ გარკვეული მიზეზების დროს რა ფერის კორექტორი გამოვიყენოთ.


მუქი ჩრდილები თვალის ქვეშ– ამ შემთხვევაში უსახელო, არა თითის წრიული და მსუბუქი მოძრაობით ფრთხილად ვაკეთებთ შენიღბვას კანის ან ყვითელი ფერის კორექტორით.


შეშუპება თვალის ქვეშ– როდესაც დილით იღვიძებთ და ხედავთ ჩანთებს თვალის ქვეშ, მეტად არასასიამოვნო ფაქტია, თუმცა დრო დაველოდოთ მის ჩაცხრობას, ძირითადად არ გვაქვს. ამ დროს არანაირი კორექტორის გამოყენება არ ღირს, რადგან თქვენს ჩანთებს უფრო გაამკვეთრებს, ამიტომ დაიტანეთ ნათელი კორექტორი მხოლოდ შესიებულ ადგილებსა და ლოყის თავებზე.


სიწითლე სახეზე და ასევე წითლად გამოკვეთილი კაპილარები– ამ პრობლემას წამში მოაგვარებს მწვანე კორექტორი.


პიგმენტური ლაქები, ჭორფლი და სისხლჩაქცევები– ამ დროს საუკეთესო ეფექტი მიიღწევა ვარდისფერი ან იასამნისფერი კორექტორით.


● დაღლილი და ფერმკრთალი სახე– მსგავს შემთხვევაში კი კანს ფერს დაუბრუნებს ვარდისფერი ან ატმისფერი ტონალური კრემი.


ნაწიბური სახეზე– ნაწიბურის შემთხვევაში კი უნდა გამოვიყენოთ მკვრივი ტექსტურის მქონე ტონალური კრემი, რომელიც შეავსებს ხარვეზს.




P.S. როგორც ხედავთ კოსმეტიკის საშუალებით ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. კანზე არსებული ხარვეზების შენიღბვა კი ჩვენი კარგი განწყობის საწინდარია. გისურვებთ მუდამ იყოთ ლამაზები და ჯანმრთელები.




იხილეთ აგრეთვე:


4 პროდუქტი, რომელიც აფუჭებს სახის კანს- ამოიღეთ ისინი რაციონიდან!

როგორ მოვიშოროთ სახიდან მსგავსი თეთრი ლაქები?

სახიდან და სხეულიდან "პაპილომების" (ხორცმეტი) მოცილების ყველაზე ეფექტური მეთოდი

სხეულის ნაწილის ამ 5 რაღაცას არასოდეს შეეხოთ! რადგან...

ჩვეულებრივი სოდა დაიტანეთ ქუთუთოებზე და ნახეთ რა მოხდება– საოცარია

"გასახდომად, კანის გასაწმენდად და თმის აღსადგენად" გამოიყენეთ მხოლოდ ბრინჯიანი წყალი

როგორ მოვიშოროთ ცხვირიდან შავი წერტილები?


4
239
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
239
  
2017, 12 მარტი, 14:07
გასაგებია, მგრძნობიარე კანი გქონია, თუმცა არც ეგაა პრობლემა ;)
2017, 12 მარტი, 13:29
ტონალურსა და პუდრებზე მაქვს ალერგია :D არაფერს გუობს :D
2017, 12 მარტი, 12:34
რატომ ლეელ? არ გაქვს სახის ცუდი კანი ისედაც,
2017, 12 მარტი, 11:39
რჩევები ნამდვილად კარგია, მაგრამ მე პირადად ალბათ ვერასოდეს გამოვიყენებ :/
0 1 4