x
image
ლეელ
ჭარბი ოფლიანობა (მკურნალობა კარაბადინიდან)
დღეს-დღეობით, ადამიანის უმეტესობას აღარ სურს მიიღოს წამლები, სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკები, რომლებიც არც თუ ისე სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ბიოლოგიურად აქტიურ მცენარეებს.

ამ სტატიაში კი ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ჭარბ ოფლიანობას.

image


ჭარბი ოფლიანობა საკმაოდ გავრცელებულია ადამიანებში. უამრავი ადამიანი უშედებოდ ებრძვის ამ მეტად უხერხულ მოვლენას. იმისათვის, რომ მომზადებულნი შევხვდეთ ზაფხულს და თავიდან ავიცილოთ ოფლიანობით გამოწვეული უხერხული სიტუაციები: უსიამოვნო სუნი, სისველე ტანსაცმელზე... ამისათვის თვალი გადავალოთ კარაბადინს და გავეცნოთ მარტივ, მცენარეულ რეცეპტს...

ერთი თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ სალბის ფოთლის ნაყენი: image

1ს/კ სალბის ფოთლებს დაასხით 400 მლ (2ჩ/ჭ) მდუღარე წყალი. დააყოვნეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში. image



ექიმის კომენტარი: სალბს აქვს ადგილობრივი ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, ქსოვილის აღმდგენი თვისებები. მის ნაყენს იყენებენ, აგრეთვე, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს, კუჭისა და ნაწლავების სპამებისას. სალბი ამცირებს ოფლის გამოყოფას. მის ამ თისებას იყენებენ ხოლმე კლიმაქსურ პერიოდში ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდაც.



პ.ს. გისურვებთ ჯანმრთელობას!




2
404
5-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
404
  
2021, 31 მარტი, 19:09
ყველაფერი გასაგებია მაგრამ მიშველიის ხელების და ფეხების ოფლიანობა მაქვს ასევე სიმხურვალე ფეხის გულებზე და ტერფებზე ასევე მაქვს ხელის გულებზე და ხელის ტერფებზე როცა სითბოა მაშინ გამომდის ოფლი ან როცა ტელეფონი მიჭირავს ხელში და მიშველის თუ არა ეს რჩევა?
2021, 19 იანვარი, 21:14
მიშველის ეს რჩევა რა აღარ ვცადე და არ მიშველა და რამდენხანში მომცემს შედეგს
0 1 2