x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97326
  • ვიდეო:344153
  • სურათი:459306
რატომ ეძახიან საკრედიტო დაწესებულებას «ლომბარდს», სიმსივნეს – «კიბოს»... და რატომ «მიდიან ინგლისელები დაუმშვიდობებლად»?

საიდან «მოვიდა» ტერმინი «ლომბარდი»?


image


პირველი ლომბარდები საფრანგეთში XV ს. გაჩნდა, ლუი XI მეფობის (1461-1483) დროს. მას, ძირითადად, იტალიელები ხსნიდნენ, რომლებიც, უმეტესწილად, ლომბარდიის მხარიდან იყვნენ. სწორედ ამიტომ დაერქვა საკრედიტო დაწესებულებას, რომელიც უკვე 5 საუკუნოვან ისტორიას ითვლის, ეს სახელი.



რატომ მიდიან დამშვიდობების გარეშე ინგლისელები?


image


ადამიანების ქმედებაზე, რომლებიც წვეულებიდან ან სხვა თავშეყრის ადგილებიდან, დამშვიდობების გარეშე მიდიან, ამბობენ, «ინგლისურად წავიდაო». სინამდვილეში, ასეთ საქციელს არანაირი კავშირი არა აქვს ინგლისელებთან და გამოთქმა სულ სხვა მიზეზით დამკვიდრდა.

როგორც ირკვევა, ბრიტანეთ–საფრანგეთის 7 წლიანი ომის დროს (1756 — 1763), ინგლისელებთან ტყვედ ჩავარდნილი ფრანგები, ლოკაციის ადგილს გაუფრთხილებლად, უფლების მიღების გარეშე ტოვებდნენ (იპარებოდნენ). ასე გაჩნდა ინგლისურ ენაში ფრაზა – «ფრანგულად წასვლა». ფრანგებს არ მოეწონათ ეს გამოთქმა და უკვე ისინი, «ინგლისურად წავიდაო» იმ ადამიანებზე ამბობდნენ, ვინც მეჯლისს, მეგობრების გაუფრთხილებლად ტოვებდა. ხოლო, საფრანგეთიდან ეს გამოთქმა ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.



რატომ ჰქვია მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ნამცხვარს და კანფეტს «ჩიტის რძე»?


image


კანფეტს – სუფლეს შოკოლადის მინანქრით, «ჩიტის რძე» (პოლ. ptasie mleczko) პოლონელებმა დაარქვეს და ის მაღაზიის დახლებზე 1936 წ. გამოჩნდა. ხოლო, მოგვიანებით, მინანქრიან სუფლეს ბისკვიტიც დაუმატეს და იგივე სახელით ტორტიც გაჩნდა.
სახელის დარქმევის ისტორია კი ასეთი იყო: ძველ საბერძნეთში ჩიტის რძე სიმდიდრის და ფუფუნების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მხარეზე სადაც ყველაფერი იყო, ამბობდნენ, რომ იქ ჩიტის რძის შოვნაც კი შეიძლებოდა. ასე, რომ ტერმინი და სიმბოლო ძველთაგანვე არსებობდა და პოლონელი კონდიტრების წყალობით, «ჩიტის რძეზე» უცხო მხარეში წასვლა საჭირო აღარ არის, – მისი ყიდვა უკვე მაღაზიაში შეიძლება.



რატომ ეძახიან ონკოლოგიურ დაავადებას «კიბოს»?


image


ჯერ კიდევ ანტიკურ დროში, არსებობდა ონკოლოგიური დაავადებები და მათ შორის, კანის სიმსივნეს. ძველი ექიმები ამ დაავადების აღწერისას აღნიშნავდნენ, რომ კანი მტკიცე, გლუვი იყო და ვარდისფერი ფერი ჰქონდა. მათ ამ დაავადებას, კიბორჩხალას ჯავშანთან მსგავსების გამო, cancer-ი შეარქვეს, რაც ლათინურად «კიბორჩხალას» ან «კიბოს» ნიშნავს. მოგვიანებით, ტერმინი ონკოლოგიური დაავადების სხვა სახეობებზეც გავრცელდა.



რატომ არის პრესა «ყვითელი»?



image


«ყვითელი პრესა» – ტყუილების, სკანდალების და იაფფასიანი სენსაციების ბეჭვდით დაკავებული ჟურნალ-გაზეთების სინონიმია და ის აშშ-ში გაჩნდა.

1895 წ. ამერიკელმა მხატვარმა და გრაფიკოსმა რიჩარდ აუტკოლტმა ნიუ-იორკის გაზეთში – «The World»-ში, საკუთარი ნახატების სერია გამოაქვეყნა, იუმორისტული ტექსტებით; ყველა ნახატზე ერთი პერსონაჟი (პატარა ბიჭი) მეორდებოდა, რომელსაც ყვითელი პერანგი ეცვა. ხოლო, ამ პერანგის ფონზე, სახალისო გამონათქვამები ეწერა. ნახატები მალე პოპულარული გახდა და გაზეთის ყოველი ნომრის გამოსვლას, უამრავი ადამიანი ელოდა. ხოლო, იუმორისტული ნახატების სერიას, მკითხველებმა «ყვითელი ბიჭი» შეარქვეს. რაც შეეხება გაზეთის ტირაჟს, ის 70 ათასიდან – მილიონამდე გაიზარდა. გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage







0
141
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0