x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საგულისხმო ფაქტი «ფორთოხლის სამეფოს» შესახებ
image


ისინი არ აგდებენ პურს და ნიჟარაში არ ასხავენ ცხელ წყალს. რას არ აკეთებენ მაროკოელები თვითონ და ამის გაკეთებას სხვებსაც არ ურჩევენ? გთავაზობთ 10 ფაქტს «ფორთოხლის სამეფოზე»*, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, აფრიკულ-არაბულ ეკზოტიკური სამყაროს შესახებ, თუ იქ მოგზაურობას გადაწყვეტთ (ქვეყანაში ყოველწლიურად 10 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩადის).


«ფორთოხლის სამეფო»*მაროკოს კლიმატი იდეალურია ფორთოხლის, ლიმონის, მანდარინის და სხვა ციტრუსოვანი კულტურებისთვის (გვარში 40-მდე სახეობა). მაროკოში ამ მცენარეების სამრეწველო მიზნით კულტივირება 1921 წლიდან დაიწყო და დღეს ქვეყანაში, წელიწადში, 2 მლნ. ტონა ციტრუსი მოჰყავთ. სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის ეს დარგი პრიორიტეტულია და 2020 წელისთვის, წარმოების გაზრდას 3, 20 მლნ. ტონამდე აპირებენ.


image


ქვეყნიდან ხილის ექსპორტის უდიდესი ნაწილი ფორთოხალზე მოდის, რადგან მისი წარმოება, სახეობათა მრავალფეროვნების გამო (Navel; Salustiana; Sanguines; Maroc late...), პრაქტიკულად, მთელი წლის მანძილზე ხდება. ხოლო, ექსპორტი, ძირითადად, ნოემბრიდან – ივლისამდე ხორციელდება.

მაროკო, ამერიკის და ევროპის ქვეყნებში, ციტრუსის ძირითადი მიმწოდებელია.



პურის გადაგდება

image


მაროკოელები ძალიან ბევრ პურს მოიხმარენ: მას დღეში ერთხელ ან 2-ჯერაც კი ყიდულობენ, რომ სუფრაზე ყოველთვის ახალი პური იყოს. ხშირად, დიასახლისები პურს სახლშიც აცხობენ. და ყველა ოჯახში — სტატუსის და მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად — პურს დიდი პატივისცემით ეპყრობიან. ამიტომ, მორჩენილ პურს ცალკე აგროვებენ და მას საქონელს აჭმევენ. ხოლო, თუ საქონელი არა ჰყავთ, სპეციალურ პუნქტებში აბარებენ და სანაცვლოდ, სარეცხ საშუალებებს იღებენ. უკიდურეს შემთხვევაში, პურს ცალკე პაკეტით, ნაგვის ურნასთან ტოვებენ.



ნიჟარაში ცხელი წყლის ჩასხმა

image


როგორც ამბობენ, პროზაულიდან მისტიკურამდე — ერთი ნაბიჯია. ეს საინტერესო აკრძალვა არანაირ კავშირში არ არის მილების ხარისხთან და ტექნოლოგიებთან. უბრალოდ, ადგილობრივებს სჯერათ სულების, ჯინების და სხვა, არამიწიერი არსებების – არსებობს მოსაზრება, რომ თუ ცხელ წყალს ნიჟარაში ჩაასხავენ, იქ მობინადრე სულები გაბრაზდებიან. ამიტომ, ნიჟარაში ცხელი წყლის ჩასხმისას, წყალის გასაგრილებლად, ცივი წყლის ონკანსაც აღებენ.



საგზაო მოძრაობის წესების მკაცრი დაცვა

image


მაროკოს ქუჩები ტრანსპორტით არის გადატვირთული. იქ სატვირთოსაც ნახავთ, ტაქსისაც და სკუტერსაც. მაგრამ, გზაჯვარედინებზე შუქნიშანი ყველა მიმართულებაზე არ არის. სიტუაციას ფეხით მოსიარულეებიც ართულებენ, რომლებიც ქუჩას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე კვეთენ. როგორც ადგილობრივი მძღოლები ამბობენ, იმისთვის, რომ მაროკოში ავტომობილის მართვა შეძლო, ადგილობრივ ქაოსს უნდა შეერიო.



მეჩეთში შესვლა


imageimage


მეჩეთი მაროკოში — ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია: გარედან მონუმენტური და მკაცრი, მის შინაგან ფუფუნებას, ორგანულად ერწყმის. თუმცა, მეჩეთების უმრავლესობის ინტერიერის ნახვას ვერ შეძლებთ, რადგან სხვა რწმენის ადამიანებისთვის, მისი კარი დახურულია. გამონაკლისს ჰასან II მეჩეთი წარმოადგენს, კასაბლანკაში. მისი დათვალიერება ლოცვისგან თავისუფალ დროს შეიძლება.



ადგილობრივისთვის სურათის გადაღება, მისი თანხმობის გარეშე



image


«ფორთოხლის სამეფოს» ჩვეულებრივ მოქალაქეებს ნამდვირად არ უხარიათ სხვისი ფოტოაპარატის ობიექტივში მოხვედრა. თუმცა, თუ თავაზიანად სთხოვთ, შეიძლება თანხმობაც მიიღოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტულ ზონებში, ქუჩის მსახიობები და გველის შემლოცველები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, თქვენთან ერთად სურათის გადაღებაზე, ნამდვილად არ იტყვიან უარს. არ არის რეკომენდირებული პოლიციელების გადაღება. ხოლო, მეფის რეზიდენციასთან სურათის გადაღება, საერთოდ აკრძალულია.



გამასპინძლებაზე უარის თქმა


image


მაროკოელები ძალიან სტუმართმოყვარენი არიან. ასე, რომ, ტრადიციულ პიტნის ჩაის, ბაზარში მოვაჭრეც კი შემოგთავაზებთ. ხილო, თუ ისე მოხდა, რომ ადგილობრივის ოჯახში სტუმრად მოხვდით, თავაზიანობა გამოიჩინეთ და მიუხედავად იმისა, მშიერი ხართ, თუ დანაყრებული ბრძანდებით, – სუფრასთან მიწვევაზი უარს ნუ იტყვით და თუნდაც სიმბოლურად, მასპინძლის ტრაპეზა გაიზიარეთ.


«ფეხის ქირა» აუცილებელია


image


მაროკოში წვრილმანი გასამრჯელოს მიცემის პრაქტიკა იმდენად საყოველთაოა, რომ ფაქტიურად, ყოველ ნაბიჯზე, ადამიანს ფულის გაღება უწევს. მცირედი თანხის დატოვება საჭიროა ოფიციანტისთვის და მებარგულისთვის. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს გზის სწავლება სთხოვეთ და დაგაკვალიანათ, ასევე ფული უნდა გადაუხადოთ. ამიტომ, თუ ადგილობრივი დაჟინებით შემოგთავაზებთ თავის დახმარებას, გახსოვდეთ, რომ სანაცვლოდ ის, თქვენგან გასამრჯელოს ელის.


პროდუქტის შეძენა, ვაჭრობის გარეშე


image


ისე, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებში – ვაჭრობა მაროკოს ბაზრებშო ერთგვარი წესია. ის უამრავ ემოცია და შთაბეჭდილებას უკავშირდება, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ შევაჭრების გარეშე, პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, თქვენ, თითქმის, ორმაგი ფასის გადახდა მოგიწევთ.


ქვეყნიდან ადგილობრივი ვალიუტის გატანა


image


მაროკოს კანონის მიხედვით, აკრძალულია ადგილობრივი ვალიუტის (დირჰამი) ქვეყნიდან გატანა. რა თქმა უნდა, თუ სამახსოვროდ, ერთი კუპიურის დატოვებას მოინდომებთ, ამით არაფერი დაშავდება – ეს აკრძალვა მხოლოდ დიდ თანხებზე ვრცელდება.


მეფე-დედოფლის ცუდად მოხსენიება არ შეიძლება


image


მაროკოელები პატივს სცემენ და შეიძლება ითქვას, რომ უყვართ თავიაანთი მმართველი, რადგამ მას, საკუთარი ხალხისთვის, სიკეთის მეტი არაფერი მოუტანია. მუჰამედ VI მეფობის პერიოდს (1999 წლიდან – დღემდე) ემთხვევა სახელმწიფოს წინსვლა ყველა სფეროში. შეუძლებელია, ვერ შენიშნოთ მისი სურათი ყველა ოფისში, მაღაზიაში, კაფეში... სულ პატარა სავაჭრო ჯიხურშიც კი, ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე, თუნდაც პატარა, მაგრამ ჩარჩოში ჩასმული მეფის სურათი უდევთ.
imageimageimageimageimageimageimage













0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0