სხვა 10 საგულისხმო ფაქტი «ფორთოხლის სამეფოს» შესახებ 2019, 25 აპრილი, 8:53 ისინი არ აგდებენ პურს და ნიჟარაში არ ასხავენ ცხელ წყალს. რას არ აკეთებენ მაროკოელები თვითონ და ამის გაკეთებას სხვებსაც არ ურჩევენ? გთავაზობთ 10 ფაქტს «ფორთოხლის სამეფოზე»*, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, აფრიკულ-არაბულ ეკზოტიკური სამყაროს შესახებ, თუ იქ მოგზაურობას გადაწყვეტთ (ქვეყანაში ყოველწლიურად 10 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩადის). «ფორთოხლის სამეფო»* – მაროკოს კლიმატი იდეალურია ფორთოხლის, ლიმონის, მანდარინის და სხვა ციტრუსოვანი კულტურებისთვის (გვარში 40-მდე სახეობა). მაროკოში ამ მცენარეების სამრეწველო მიზნით კულტივირება 1921 წლიდან დაიწყო და დღეს ქვეყანაში, წელიწადში, 2 მლნ. ტონა ციტრუსი მოჰყავთ. სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის ეს დარგი პრიორიტეტულია და 2020 წელისთვის, წარმოების გაზრდას 3, 20 მლნ. ტონამდე აპირებენ. ქვეყნიდან ხილის ექსპორტის უდიდესი ნაწილი ფორთოხალზე მოდის, რადგან მისი წარმოება, სახეობათა მრავალფეროვნების გამო (Navel; Salustiana; Sanguines; Maroc late...), პრაქტიკულად, მთელი წლის მანძილზე ხდება. ხოლო, ექსპორტი, ძირითადად, ნოემბრიდან – ივლისამდე ხორციელდება. მაროკო, ამერიკის და ევროპის ქვეყნებში, ციტრუსის ძირითადი მიმწოდებელია.პურის გადაგდება
მაროკოელები ძალიან ბევრ პურს მოიხმარენ: მას დღეში ერთხელ ან 2-ჯერაც კი ყიდულობენ, რომ სუფრაზე ყოველთვის ახალი პური იყოს. ხშირად, დიასახლისები პურს სახლშიც აცხობენ. და ყველა ოჯახში — სტატუსის და მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად — პურს დიდი პატივისცემით ეპყრობიან. ამიტომ, მორჩენილ პურს ცალკე აგროვებენ და მას საქონელს აჭმევენ. ხოლო, თუ საქონელი არა ჰყავთ, სპეციალურ პუნქტებში აბარებენ და სანაცვლოდ, სარეცხ საშუალებებს იღებენ. უკიდურეს შემთხვევაში, პურს ცალკე პაკეტით, ნაგვის ურნასთან ტოვებენ. ნიჟარაში ცხელი წყლის ჩასხმა
როგორც ამბობენ, პროზაულიდან მისტიკურამდე — ერთი ნაბიჯია. ეს საინტერესო აკრძალვა არანაირ კავშირში არ არის მილების ხარისხთან და ტექნოლოგიებთან. უბრალოდ, ადგილობრივებს სჯერათ სულების, ჯინების და სხვა, არამიწიერი არსებების – არსებობს მოსაზრება, რომ თუ ცხელ წყალს ნიჟარაში ჩაასხავენ, იქ მობინადრე სულები გაბრაზდებიან. ამიტომ, ნიჟარაში ცხელი წყლის ჩასხმისას, წყალის გასაგრილებლად, ცივი წყლის ონკანსაც აღებენ. საგზაო მოძრაობის წესების მკაცრი დაცვა
მაროკოს ქუჩები ტრანსპორტით არის გადატვირთული. იქ სატვირთოსაც ნახავთ, ტაქსისაც და სკუტერსაც. მაგრამ, გზაჯვარედინებზე შუქნიშანი ყველა მიმართულებაზე არ არის. სიტუაციას ფეხით მოსიარულეებიც ართულებენ, რომლებიც ქუჩას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე კვეთენ. როგორც ადგილობრივი მძღოლები ამბობენ, იმისთვის, რომ მაროკოში ავტომობილის მართვა შეძლო, ადგილობრივ ქაოსს უნდა შეერიო. მეჩეთში შესვლამეჩეთი მაროკოში — ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია: გარედან მონუმენტური და მკაცრი, მის შინაგან ფუფუნებას, ორგანულად ერწყმის. თუმცა, მეჩეთების უმრავლესობის ინტერიერის ნახვას ვერ შეძლებთ, რადგან სხვა რწმენის ადამიანებისთვის, მისი კარი დახურულია. გამონაკლისს ჰასან II მეჩეთი წარმოადგენს, კასაბლანკაში. მისი დათვალიერება ლოცვისგან თავისუფალ დროს შეიძლება.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |