x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყავის 15 ნეგატიური თვისება ,რის გამოც თქვენ ახლავე შეწყვეტთ მის მიღებას.


კოფეს


ყავა პოპულარული პროდუქტია, რომელსაც მსოფლიოში მოხმარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია. მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დღის რაციონში ყავას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ხალხი ყავას სხვადასხვა დანიშნულების გამო იყენებს. უმეტეს შემთხვევაში კი ის განტვირთვის საშუალებად
მიიჩნევა. ყავა შეიცავს კოფეინს, რომელსაც დადებით თვისებებთანაც ერთად ახასიათებს უარყოფითი გვერდითი მოვლენები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა მომხმარებელმა.



ზედმეტი


1. 4 ჭიქაზე მეტი ყავის დალევა დღეში ზრდის სიკვდილიანობის რისკს . მაიო კლინიკის კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცები, რომლებიც სვამდნენ 4 ჭიქაზე მეტს ყავას, ასევე რეგულარულად ეწეოდნენ და არ მისდევდენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ჰქონდათ ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები, რაც ზრდიდა მათ სიკვდილიანობის შანსს 21 პროცენტით.



2. კოფეინის გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლოა გაზარდოს არტერიული წნევა, განსაკუთრებით იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც აწუხებთ
ჰიპერტენზია. ადამიანებს, ნორმალური ჰიპერტენზიული მაჩვენებლით, მიაღებინეს 250 გრამი კოფეინი, 2-3 საათის შემდგომ მათ გაცილებით მოემატათ არტერიული წნევა, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული კოფეინის მოხმარებასთან.
მაღალი არტერიული წნევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკ ფატქორია კორონალური დაავადება. თუ თქვენ ხართ ამ რისკ ფაქტორის მატარებელი, ყავის მოხმარებამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას.


3. გულის შეტევის რისკი მოზარდებში- კვლევებმა აჩვენეს, რომ მოზარდებში, ზომიერი
ჰიპერტენზიით, რომლებიც მოიხმარდენ რეგულარულად 4 ჭიქა ყავას, გულის შეტევის რისკი 4ჯერ გაზრდილი იყო.

ყავა





4. მკერდის კიბოს რისკი ქალებში - ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც იღებდენ დღეში 31-250 გრამ ყავას, 2 ჯერ გაზრდილი ჰქონდათ
კისტების განვითარების შანსი მკერდის გარშემო.


5. ყავის მოხმარება იწვევს რეგულარულად უძილობას.


6. კოფეინი იწვევს თავის ტკივილს - კოფეინის განსაზღვრული რაოდენობა ანვითარებს თავის ტკივილისა და თავის დაავადებების რისკს ადამიანებში.კოფენის

გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა ქალებში.


7. ნავადას უნივერსიტეტის კველევებმა აჩვენა, რომ იმ ქალებს, რომლებსაც აწუხებდათ ჰორმონალური დარღვევები და იღებდნენ კოფეინის გადაჭარბებულ დოზას, 27 პროცენტით შემცირებული ჰქონდათ დაორსულების შანსი.


8.ყავის მოხმარება არ არის რეკომენდირებული დიაბეტით დაავადებულებისთვის. ამერიკის დიაბეტეტთა ასოციაციის კველევემა აჩვენა, რომ გლუკოზის მეტაბოლიზმი კოფეინთან ერთად იყო დაქვეითებული დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში.

კოფე 2

9. იმ ადამიანებში, რომლებიც არიან მგრძნობიარენი კოფეინის მოლეკულის მიმართ, ყავის მოხმარება იწვევდა ისეთ ალერგიულ რეაქციებს ორგანიზმში, როგორიცაა ჭინჭრის ციება და ტკივილი.



10.კოფეინის გადაჭარბებული რაოდენობა იწვევს შფოთვას, ნევროზსა და დეპრესიას.

კოფე 3


11.კოფეინი აფერხებს კოლაგენის გამომუშავებას კანში- ეს დამოკიდებულია კოფეინის გარკვეულ დოზაზე, თუმცაღა ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია.


12.ყავის მოხმარება იწვევს კუჭის პრობლემებს.- კოფეინის გადაჭარბებული რაოდენობა იწვევს გასტრიტს, აღიზიანებს წვრილ ნაწლავს, მუცლის სპაზმებს, დიარეას და ზრდის მჟავა რეფლუქსის ( გულძმარვის) რისკს.


13.ალაბამის უნივერისტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც მოიხმარენ ზომაზე მეტ ყავს, 70 პროცენტით განვითარებული აქვთ, შეუკავებლობისა და შარდის ბუშტის დარღვევების რისკი.




14.ყავის გადაჭარბებული რაოდენობა იწვევს კალციუმის დაქვეითებას ორგანიზმში. კოფეინი ხელს უშლის თქვენს სხეულს აითვისოს კალციუმი, რაც შემდგომში იწვევს ძვლოვანი სისტემის დაავადებებს, როგორიცაა ოსტეოპოროზი და სხვა.


15. ყავის გადაჭარბებული მოხმარება ხდის ადამიანებს მასზე დამოკიდებულს. როდესაც კოფეინზე დამოკიდებული ადამიანები წყვეტენ, ან ამცირებენ მის დონეს, მათ ეწყებათ თავის ტკივილები, ტოქსიკოზი და სხვა.

0
736
3-ს მოსწონს
ავტორი:ელი2003
ელი2003
736
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0