x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სუპერმოდელი კარმენ კასი - ჭადრაკი, პოდიუმი და პოლიტიკა

image

იყო პროფესიონალი მოდელი, გამოდიოდე პოდიუმზე საცვლებით და დაკავებული იყო პოლიტიკით? მოგზაურობდე მსოფლიოს გარშემო, აჩვენებდე ყველაზე ღია კოსტუმებს, ცნობილი პარფიუმის ბრენდის სახე გახდე და ამასთანავე იმარჯვებდე ჭადრაკის ტურნირებში? ეს შეიძლება დაუჯერებელი მოგვეჩვენოს ჩვენს სინამვილეში, მაგრამ სწორედ ასეთია კარმენ კასი - მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი. ესტონელი კარმენ კასი (Carmen Kass) ტალინიდან - მოჭადრაკე, მოდელი და პოლიტიკოსია ერთდროულად. იგი სამოდელო ბიზნესში 18 წლის ასაკიდანაა. ბავშვობიდან დაკავებულია ჭადრაკით.

image

image

კარმენის კარიერა დაიწყო ღია ავანტიურით - ერთხელ სამოდელო სააგენტოს Baltic Models-ს წარმომადგენელმა შეამჩნია ლამაზი გოგონა ჩვეულებრივ სუპერმარკეტში და შესთავაზა მას მილანში მოდის ჩვენებაზე გამგზავრება. კარმენი იმ დროისათვის იყო 14 წლის და დედამისი წინააღმდეგი იყო ამ შეთავაზების. გოგონამ კი გააყალბა დედის ხელმოწერა საბუთებში და მაინც გაემგზავრა იტალიაში.



image

მილანში გოგონას არ გაუმართლა, რომ იტყვიან „ვერ დაიჭირა მომენტი“ და კარმენი დაბრუნდა შინ ესტონეთში. შემდეგ ჯერზე მან თავისი ძალები მოსინჯა სამოდელო კარიერაში უკვე 18 წლისამ - და ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე აეწყო, რომ უკეთესს ვერც წარმოიდგენდა. თითქმის მაშინვე, როგორც კი პარიზში ჩავიდა, კარმენი მოხვდა მაღალი მოდის თავბრუდამხვევ სამყაროში და მისი ფოტოების ნახვა უკვე შესაძლებელი იყო ჟურნალების ყდებზე: Vogue 4 ქვეყანაში, ავსტრალიური Elle, ბრიტანული Image, ფრანგული Madame Figaro და Numero. ამის შემდეგ გოგონას გამო თითქმის ბრძოლა მიდიოდა - ის ღებულობდა მიწვევებს მიწვევებზე, ერთმანეთის მიყოლებით: Dolce & Gabbana, Ralph Lauren, Donna Karan, Anna Wintour, ის ხდებოდა ყველაზე სახელოვანი დიზაინერების სარეკლამო კამპანიების სახე, ისეთების როგორიცაა Calvin Klein, Chanel, Gucci, Versace, Givenchy, Fendi, Max Mara, Valentino და General Motors.




image

image

კარმენი ალბათ ყველაზე კარგად გახსოვთ Christian Dior-ს პარფიუმის "J'adore"-ს მკვეთრი ყვითელი რეკლამიდან. 2007 წელს ის ერთდროულად მონაწილეობდა სხვადასხვა დიზაინერების გაზაფხულ/ზაფხულის ათ კამპანიაში. სწორედ მაშინ გახდა ის Max Factor-ს მუდმივი მოდელი და წარმომადგენელი.

image

ალბათ წარმოუდგენელია, როდესაც გიწევს ამდენი მოგზაურობა, ამდენი ჩვენება, ამდენი ფოტოგადაღება - როდის უნდა მოასწრო კიდევ სხვა საქმის კეთება? და საერთოდ ღირს კი, როდესაც უკვე ყველაფერი გაქვს? მაგრამ ზუსტად მისი დიდების პიკზე კარმენი მიხვდა, რომ მას შეუძლია და რაც მთავარია - მას სურს აკეთოს სხვა საქმე. ასე, რომ 2004 წლიდან 2011 წლამდე კარმენი იყო ესტონეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - და ეს არ იყო უბრალოდ ნომინალური თანამდებობა, ის ამავე დროს არაერთხელ მონაწილეობდა ტურნირებში, რადგან ის ჭადრაკს ბავშვობიდან თამაშობდა - კარმენის მამა ბავშვებს და მოზრდილებს ასწავლის ჭადრაკის თამაშს მის მშობლიურ ქალაქში. 2008 წელს კარმენი კიდევაც ცდილობდა მოეპოვებინა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის ტალინში ჩატარების უფლება. ახლა მან დატოვა ხელმძღვანელის პოსტი და წარმოადგენს ფედერაციის მრჩეველს.

image

image

image

image


2000 წელს VH1/Vogue Fashion Awards-ს ვერსიით კარმენი დასახელდა, როგორც „წლის საუკეთესო მოდელი“. მანამდე ერთი წლით ადრე ის პირველად მონაწილეობდა ცნობილი ქალის საცვლების ბრენდის Victoria's Secret-ს ჩვენებაში და მათთან თანამშრომლობას განაგრძობდა 2008 წლამდე. იმავე დროს კარმენს იღებდნენ ესტონურ ტრილერში „დღეს ჩვენ არ დავიძინებთ“, ასევე ის გამოჩნდა ბენ სტილერის ფილმში „Zoolander“.


image


2004 წლის თებერვალში კარმენი შეუერთდა ესტონეთის რესპუბლიკის მმართველ პარტიას და მოგვიანებით მონაწილეობას ღებულობდა ესტონეთის პარლამენტის არჩევნებში. მას ხმა მისცა 2 ათას ამომრჩეველზე მეტმა, მაგრამ ის პარლამენტში ვერ მოხვდა.

image

ახლა კარმენ კასი 38 წლისაა, რაც საკმაოდ ბევრია სამოდელო ბიზნესისთვის. რათქმაუნდა, შეიძლება მისი დიდების მწვერვალის დღეებმა უკვე გაიარა - მაგალითად, 2002 წელს ის იყო მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი მსოფლიოში, მაგრამ მეორეს მხრივ კარმენი ძველებურად მშვენივრად გამოიყურება და თანაც ისეთი მრავალმხრივი პიროვნება, როგორიც ისაა, ალბათ მოძებნის ადგილს, თუ სად გამოიყენოს თავისი მრავალმხრივი ნიჭი.

image





0
149
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0