x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ცოტნე გამსახურდია:გამშვები პუნქტი, 24 საათის განმავლობაში, ყოველ წუთს, მთელი წლის მანძილზე განუწყვეტლივ, ერთ (ცოტა მეტს) კაცს ატარებს?

image

შსს-ს ინფორმაციით 2016 წელს საქართველოში ტურისტების მაჩვენებელმა ექვს მილიონს მიაღწია, რაც ქვეყნისათვის რეკორდული მაჩვენებელია.(უფრო ზუსტად 6.351 მლნ ტურისტი, რომელიც წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.6%-ით აღემატება.)ამ ფაქტს ცოტნე გამსახურდია სოციალური ქსელით ეხმაურება:



"არაჩასაფრებული და არა სარკაზმული პოსტი!
- უბრალოდ ვეღარა ვგოიმდები პოსტია! :) :)
6 000 000 (ექვსი მილიონი) რომ გავყოთ 365 დღეზე, ტოლია 16 438 "ტურისტისა" - გვაქვს 3 (სამი) საერთაშორისო აეროპორტი და 5 საერთაშორისო გამშვები პუნქტი; სადახლო, წითელი ხიდი, ვალე, სარფი და დარიალი! ასევე ორი პორტი, ბათუმი და ფოთი! ანუ სულ, საზღვრის ოფიციალურად გადაკვეთის 10 პუნქტი! ესე იგი 16 438 "ტურისტი" უნდა გავყოთ 10 -ზე და მივიღებთ 1644 ტურისტს ყოველ დღე, ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე! ეს გავყოთ 24 საათზე და მივიღებთ; საათში 68 "ტურისტს" ანუ წუთში ერთ კაცზე ცოტა მეტს, 24 საათის განმავლობაში!


- და თქვენ, "ნეტარმორწმუნენი", კიდევ გჯერათ, რომ საქართველოს ათივე გამშვები პუნქტი, 24 საათის განმავლობაში, ყოველ წუთს, მთელი წლის მანძილზე განუწყვეტლივ, ერთ (ცოტა მეტს) კაცს ატარებს?


image

გუშინ ტურისტს, რომელიც საქართველოში შემოსული ექვსი მილიონი ტურისტიდან ბოლო იყო, განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყვეს. ჰოლანდიელ ჯასპერს გიდობა პრემიერმინისტრმა გაუწია.
უცხოელ მოგზაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ღვინო გადასცეს და სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ავტომობილი და მძღოლი დაახვედრეს.


ჯასპერს აგრეთვე გადაეცა წერილი, სადაც ეწერა, რომ ის განსაკუთრებული სტუმარი იყო და სიურპრიზები ელოდა.სპეციალურმა ესკორტმა ჯასპერი დანიშნულების ადგილამდე მიაცილა, სადაც მას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ელოდა.პრემიერმა ჰოლანდიელ ტურისტს გიდობა გაუწია, ქართული სიმღერისა და მუსიკის ფონზე რესტორანში უმასპინძლა და ქვეყნის სამზარეულოც გააცნო.

1
423
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
423
  
2017, 11 მარტი, 10:24
აუ, მევასება ეს კაცი! ყოველთვის "ჯანსაღ" პოსტებს დებს :))
0 1 1