x
image
გვანცა1234
როგორ ვებრძოლოთ მოშვებულ სახის კანს სახლის პირობებში, ბუნებრივი საშუალებებით!

მაშინაც კი, თუ თქვენი კანი არ ავლენს რომელიმე დაბერების ნიშანს, მაინც უნდა დაიწყოთ ამ საშუალებების გამოყენება, რომელიც არბილებს კანს და ხდის მას მეტად ელასტიურს.
სახის კანის მოდუნება არის უსიამოვნო პრობლემა, რომელიც იწვევს ნაადრევ დანაოჭებას. ეს შეიძლება მიუთითებდეს აუცილებელი საკვების დეფიციტზე ან მზისგან არასათანადო დაცვაზე და გარემოში არსებულ ტოქსინებზე.
შესაძლოა არ იცით, მაგრამ ელასტინსა და კოლაგენზე, რომელიც სახის კანშია, დიდ გავლენას ახდენს დეჰიდრატაცია. ასევე კანზე უარყოფითად მოწმედებს ულტრაიისფერი სხივები, რომლებიც თვალით უხილავია.
გარდა ამისა, ბიოლოგიური ცვლილებები, მაგ. დაბერება იწვევ დასუსტებას სახის კუნთებისა და ნელ-ნელა კანი კარგავს სიმტკიცეს, რომელიც ახალგაზრდობაში ჰქონდა.
საბედნიეროდ, არსებობს ბევრი კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალება, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე და ებრძვის სახის კანის მოდუნებას. ასევე არსებობს რამდენიმე სახლში დამზადებული საშუალება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ სრულიად ბუნებრივი ინგრედიენტები და იაფიც დაგვიჯდეს.imageხართ თუ არა მზად, რომ სცადოთ?
1. კვერცხის ცილა სახის კანის მოდუნებასთან საბრძოლველად
კვერცხის ცილა ერთ-ერთო საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა ზედმეტი და მოდუნებული კანის მოსაშორებლად.
ჰიდროლიპიდები, რომელიც უხვადაა კვერცხის ცილაში, ღრმად კვებავს კანის ფენებს და აღადგენს დაკარგულ კოლაგენსა და ელასტინს.imageინგრედიენტები:
2 კვერცხის ცილა
1 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი
გამოყენების წესი:
გათქვიფეთ კვერცხის ცილა და აურიეთ ის იოგურტში.
გაიწმინდეთ წყლით ის ტერიტორიები, რომლის მკურნალობაც გსურთ. შემდგომ ნარევის თხელი ფენა დაიტანეთ კანზე.
გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ.
გაიმეორეთ კვირაში სამჯერ.
2. ალოე ვერა
მცენარე ალოე ვერას გელი არის ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტი, რომელიც შველის გამომშრალ კანს.
იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ვაშლის მჟავას, რომელიც ებრძვის ნაადრევ ად გაჩენილ ნაოჭებს და ამცირებს უმნიშვნელო ნაკლოვანებებს, როგორიცაა დაზიანებები და ნაწიბურები.
შემადგენლობა:
1 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი
1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
1 სუფრის კოვზი თაფლი
მომზადება და მოხმარება:
შეურიეთ ალოეს ვერას გელს ქოქოსის ზეთი და თაფლი.
მას შემდეგ, რაც მიიღებთ რბილი კონსისტენციის მასას, დაიტანეთ პრობლემურ ადგილებზე და გაიჩერეთ 20 წუთი.
ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
გაიმეორეთ მკურნალობა ყოველ ორ დღეში.image3. კიტრი
კიტრი შედგება 90% -ზე მეტი წყლისგან და დამცავი ანტიოქსიდანტებისგან. კანისათვის მას აქვს გამაცოცხლებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, რომელიც ხელს უშლის ნაადრევი ნაოჭების გაჩენას.
იგი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ტონიკი, იდეალურად არბილებს კანს, ამკვრივებს მოშვებულ კანს. ის ასევე აშორებს მკვდარ უჯრედებს.
შემადგენლობა:
½ ახალი კიტრი
1 სუფრის კოვზი არაჟანი
მომზადება და მოხმარება:
აიღეთ ნახევარი კიტრი და გამოწურეთ წვენი.
აურიეთ კოვზ არაჟანთან ერთად ისე, რომ მიიღოთ სქელი პასტა.
წაისვით მიღებული მასა სახეზე.
გაჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გაიმეორეთ კვირაში ორჯერ ან სამჯერ.image4. თაფლი
სუფთა თაფლი არის ძლიერი ბუნებრივი დამატენიანებელი, რომელიც სასარგებლოა როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი კანისთვის.
მაღალი შემცველობის ანტიოქსიდანტები, ვიტამინები და მინერალები, უზრუნველყოფს იმას, რომ თაფლი საუკეთესო საშუალებაა მოდუნებულ კანთან და ნაოჭებთან საბრძოლველად.imageინგრედიენტები:
8 ჩაის კოვზი თაფლი
¼ ლიმონის წვენი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
მომზადების და მოხმარების წესი:
შეურიეთ თაფლი და ლიმონის წვენი ზეითუნის ზეთს.
დაიტანეთ ნაზავი სახეზე და შემდგომ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გაიმეორეთ კურსი ყოველ ღამე, მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

image

0
3463
2-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
3463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0