x
image
თეონა გორდეზიანი
ეს საინტერესოა 6:

image

გიორგი ლეონიძე 7 წლის იყო დედას ილიას დაკრძალვაზე, რომ წაუყვანია და დაუნახავს, ილიას შუბლზე, ნატყვიარზე მუხის ფოთოლი ედო... მას მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ავიწყდებოდა ეს ფაქტი, ამბობდა მუხა ხომ სიძლიერის სიმბოლოა და ილიაც მუხა იყოო...




image



მიხეილ ჯავახიშვილის ერთ წინაპარს კაცი მოუკლავს, ამიტომ ქართლიდან ქიზიყში გადასულა და გვარი ადამაშვილად გადაუკეთებია... ერთი პერიოდი სწორედ ამ გვარით აქვეყნებდა მიხეილ ჯავახიშვილი ნაწარმოებებს.

იგი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საკუთარი გვარის დაბრუნება მოინდომა და გამოუვიდა კიდეც...



image


გალაქტიონ ტაბიძე ჭადრაკის დიდი მოყვარული ყოფილა და ბავშვებთან თამაშით ერთობოდა ხოლმე...

იგი ამ დროს მოწინააღმდეგეს ფიგურას მოპარავდა და ისე აგრძელებდა თამაშს... თუ ბავშვი მოპარულ ფიგურას შეამჩნევდა, გალაქტიონს უხაროდა, თავზე ხელს გადაუსვავდა და შეაქებდა ხოლმე.

მას ძალიან უყვარდა ბავშვები, მოსწონდა სტუდენტებთან ურთიერთობა და მათთან საუბარი...

0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0