x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ოთხი პროდუქტი სილამაზისთვის, ეს უნდა იცოდეთ!
image


რას წარმოადგენს საუზმე, სადილი და ვახშამი, რომლებსაც მივირთმევთ? ფაქტობრივად

პროდუქტებს, რომლებიც ხელთ გვაქვს, პლუს საკუთარი კულინარიული მიდრეკილებები

იშვიათ შემთხვევაში კი ყველაფერ ამას დამატებული ექიმის რჩევები კვებასთან დაკავში-


რებით. საკუთარი მიდრეკილებებიდან და ჯანმრთელობიდან გამომდინარე, საკვები შეი-

ძლება იყოს კალორიული, მსუყე ან პირიქით, მსუბუქი და ვეგეტარიანული. მიუხედავად

იმისა, თუ როგორ საჭმელს ანიჭებთ უპირატესობას, გირჩევთ, რაციონს შემდეგი პროდუ-

ქტები დაამატოთ, რომლებიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და სილამაზის

შესანარჩუნებლად.


image


შავი მოცვი-მდიდარია უჯრედისით, შაქარს კი მინიმალური რაოდენობით შეიცავს.შა-

ვი მოცვის რეგულარული მიღების შემთხვევაში უმჯობესდება მხედველობა, აზროვნება,

მეხსიერება. ტრადიციული ტკბილი დესერტი შავი მოცვით შეცვალეთ. შეგიძლიათ მას

ნაღებიც დაუმატოთ.


image


შვრია-ქარვის მჟავის, უჯრედისის და ცილების არაჩვეულებრივი საბადოა. შეგიძლიათ

მიირთვათ როგორც ფაფის სახით, ასევე გამოიყენოთ სალათებშიც.


image


კომბოსტო-თითქოსდა ვიზუალურად არამიმზიდველი კომბოსტო, ნამდვილი საგანძუ-

რია სასარგებლო ნივთიერებების, C ვიტამინისა და უჯრედისის შემცველობის თვალსა-

ზრისით. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების წყალობით,

კომბოსტო კიბოს პროფილაქტიკისთვის კარგი საშუალებაა.


image


სარდინები-დაკონსერვებული სარდინები იაფია, ხელმისაწვდომი და თანაც მომზადება

არ სჭირდება. მათი მთავარი პლუსი კი ისაა, რომ დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავა

ომეგა 3-ს შეიცავს, რომელსაც სილამაზის მჟავას უწოდებენ. თუ სარდინების რბილ ძვ-

ლებსაც მიირთმევთ, ორგანიზმს კალციუმითა და ცილებით უხვად მოამარაგებთ. ეს კი

სილამაზისა და მომხიბვლელობისთვის ნამდვილად შესანიშნავია.


3
240
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
240
  
2017, 11 მარტი, 9:37
აბა რას ვიზამ, კალოჩე :D მე ხო იცი ცოცხალი ენციკლოპედია ვარ :D
2017, 10 მარტი, 23:54
100 % იანი ხარ კალოჩე :))) კომბოსტოზე მოიპოვე ინფო უეჭველი :)))
2017, 10 მარტი, 21:50
მოცვი მხედველობას აუმჯობესებს, შვრია კუჭ-ნაწლავის ფუნქციას., თევზი ომეგა 3-ს შეიცავს, კომბოსტოზე ჯერ არ მაქ ინფორმაცია :D მოკლედ, ნამდვილად საჭირო პროდუქტებია.
0 1 3