x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
8 სიმპტომი, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს ადრეულ სტადიაზე მიგვანიშნებს

image

ყოველ წელიწადს აშშ-ში 50 000 ადამიანს უსვამენ კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს დიაგნოზს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადების ადრეული სტადიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ცოდნა, რადგან ხშირად დიაგნოზს შეცდომით სვამენ. საბოლოოდ კი სიმსივნის აღმოჩენა უკვე ბოლო სტადიებზე ხდება. კუჭქვეშა ჯირკვალი გამოყოფს ფერმენტებს, რომლებიც საკვების გადამუშავების პროცესში მონაწილეობენ, ამიტომ ჯირკვლის დაავადება და ფუნქციის მოშლა საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც უარყოფითად აისახება.


1. მოულოდნელად შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაგისვეს
image

დიაბეტი ერთერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, მაგრამ მისი მოულოდნელი დიაგნოზი შესაძლოა სწორედ კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს საწყის სტადიაზე მიუთითებდეს. სწორედ ეს ჯირკვალი გამოიმუშავებს ინსულინს, რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.



2. ხელების და ფეხების ქავილი
image

კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეს შეუძლია ნაღვლის სადინარის ბლოკირება მოახდინოს. შედეგად, სისხლში დიდი რაოდენობით დაგროვილი ნაღველი წარმოშობს წარმონაქმნებს, რომლებიც კიდურებში ლოკალიზდებიან და ტერფების ან ხელის გულების ქავილს იწვევენ.



3. თვალების სიყვითლე
image

სისხლში დაგროვილი ნაღველის ღია ყვითელმა პიგმენტმა შესაძლოა თვალის შეფერილობაზეც იქონიოს გავლენა. არ დატოვოთ ეს სიმპტომი უყურადღებოდ.



4. მუცლის ტკივილი
image

ის ადამიანები, რომელთაც ეს დაავადება აქვთ, აღწერენ კუჭის “მღრღნელ" ტკივილს, რომელიც შიმშილის დროს წარმოქმნილ ტკივილს გავს და ქრება იმ შემთხვევაში, როცა წელში მოიხრებით.



5. ფეკალური მასების ცვლილება.
image

თუ ფეკალური მასები ყავისფერის ნაცვლად ღია შეფერილობისაა და თიხისებრია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.



6. წონაში უეცარი კლება.
image

წონაში კლება მხოლოდ მაშინაა კარგი, როცა ზედმეტი კილოგრამები გაწუხებთ და აქტიურად ვარჯიშობთ. სხვა შემთხვევაში კი ეს საგანგაშო ნიშანია. კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო გავლენას ახდენს საჭმლის გადამუშავებაზე. შედეგად, ცხიმებს, შაქარს და სხვა მკვებავ ნივთიერებებს ორგანიზმი ვეღარ ითვისებს.



7. სყვარელი პროდუქტი აღარ გიზიდავთ.
image

თუ თქვენ შოკოლადი ან ყველი გიყვარდათ, მოულოდნელად კი მათ მიმართ გულგრილი გახდით, ეს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებდეს.
როცა კუჭქვეშა ჯირკვალი ფერმენტს ვეღარ გამოიმუშავებს, ეს თქვენს მადაზეც აისახება.



8. მადის დაკარგვა.
image

კუჭქვეშა ჯირკვლის კიბომ შესაძლოა მადის დაკარგვა გამოიწვიოს, თუმცა ამ დროს გრძნობთ, რომ გშიათ, მაგრამ 2-3 კოვზის შემდეგ ჭამის სურვილი გიქრებათ.

0
2124
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0