x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
10 პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ და არ გასუქდებით!

imageარსებობს საკვები პროდუქტები, რომელთა მიღების შემდეგაც თქვენ არ მოიმატებთ წონაში. პირიქით, ეს პროდუქტები დაეხმარება თქვენს ორგანიზმს საჭმლის გადამუშავებაში. ისინი გამოირჩევიან დაბალი კალორიულობით და ხელს უწყობენ მეტაბოლიზმს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს პროდუქტები უნდა მიირთვათ. თქვენი დიეტა გაჯერებული უნდა იყოს ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. თუმცა, ამ პროდუქტებს შეუძლიათ შეგინარჩუნონ ლამაზი სხეული.


image


პოპკორნი-თუ მას ცხიმისა და შაქარის გარეშე მოამზადებთ, შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ. ერთ ულუფაში მხოლოდ 31 კილოკალორიაა. (ერთ ულუფად ითვლება იმ რაოდენობის პოპკორნი, რაც 200მლ ჭიქაში ჩაეტევა).



ნიახური- მისი შემადგენლობის 95% წყალია. იგი ეხმარება ადამიანს წონაში დაკლებაში. მას აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი.




image


ბადრიჯანი- ცხიმის გარეშე შემწვარი ბადრიჯანის ერთი პორცია 24კილოკალორიას შეიცავს. მისი მირთმევა სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლიათ, ის არავითარ შემთხვევაში არ გაგასუქებთ.




image


ფორთოხალი, გრეიფრუტი, მანდარინი- ბევრი ხილის ჭამის შედეგად, ადამიანი ნამდვილად იმატებს წონაში, მაგრამ ეს ციტრუსებზე არ ვრცელდება. მათუ უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ორგანიზმში რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა, იწვის ზედმეტი ცხიმი და იწმინდება შლაკებისაგან. ასევე თრგუნავს შიმშილის გრძნობას. ვიტამინი C ხელს უწყობს ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავებას, რაც უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას და ცელულიტი ნაკლებად შესამჩნევი ხდება.




საზამთრო და ნესვი- ისინი შეიცავენ სულ 60-70 კილოკალორიას. მათი მირთმევა მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ. ამით სითხის ბალანს შეივსებთ და დაიცავთ ორგანიზმს გაუწყლოებისგან. სითხის მიღება კი, თავისთავად უზრუნველყოფს ორგანიზმში დაგროვილი შლაკების გამოდევნას.


ზღვის პროდუქტები- ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ იოდს. რაც ეხმარება, ფარისებრ ჯირკვალს ნორმალურ ფუნქციონირებაში. მოგეხსენებათ, ამ ჯიკვლის ფუნქციის დარღვევა ძირითადად, წონის მკვეთრ ცვლილებას იწვევს.



image



ყაბაყი- შეიცავს 42კილოკალორიას. იგი უზრუნვეყლყოფს ორგანიზმის წყალ-მარილოვანი ბალანსის დაცვას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მათთვის, ვისაც სურს წონაში დაკლება. ყაბაყი აუჯობესებს ნაწლავთა პერისტალტიკას.



ჭარხალი-შესანიშნავი წყაროა მინერალებისა. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს, რაც ხელს უწყობს ცხიმების დაშლასა და კუნთების მუშაობას. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. მისგან წვენის მომზადებაც შეგიძლიათ და უმი სალათისაც. მის შემცველობაში 40 კილოკალორიაა.



კვერცხი- მისი მირთმევა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თუნდაც ღამით, როცა შიმშილი შეგაწუხებთ. რა თქმა უნდა, უმჯობესია მიირთვათ მოხარშული და არა შემწვარი.




image


კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო- დაჭრილი კომბოსტო შეიცავს მხოლოდ 7 კილოკალორიას. მისი მირთმევა როგორც უმად, ასევე სალათების, სუპებისა და სხვა კერძების სახით შეგიძლიათ. არ არის რეკომენდირებული ვთქვათ, მთელი დღის განმავლობაში, ყვავილოვანი კომბოსტოს ჭამა. იგი შეგიძლიათ კვირაში რამდენჯერმე ჩართოთ თქვენს რაციონში. მის შემცველობაში შემავალი იოდი, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.








იხილეთ აგრეთვე:

10 ჩვევა, რომელიც ხელს უწყობის ცხიმის დაშლასა და მეტაბოლიზმს!


როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები


ლიმონიანი წყალი - ჯანმრთელობის ელექსირი!


მაყვალი შაქრიან დიაბეტსა და სხვა უამრავ დაავადებას კურნავს!

0
13164
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
13164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0