x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
წყვილს არაკანონიერი სექსუალური კავშირის გამო ციხე ელოდება დუბაიში
imageუკრაინელი ირინა ნოხაი და მისი საქმრო ემლინ კარველვერი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან დუბაში დააკავეს არაკანონიერი სექსუალური კავშირის გამო.


29 წლის მამაკაცი და 27 ქალის ქალი უკვე ორი თვეა დუბაის ციხეში იმყოფება არაკანონიერი სექსუალური კავშირის გამო, ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ქალსა და ვაჟს შორის აკრძალულია ქორწინებამდე სექსი.


ემლინმა და ირინამ გაერთიანებულ საემიროებში მუშაობის დროს გაიცნეს ერთმანეთი.როგორც წყვილი აცხადებს, ახალი წლების შემდეგ დაინიშნენ და უახლოეს მომავალში აპირებდნენ ოჯახის შექმნას.

image


ახალგაზრდა წყვილი 29 იანვარს დააკავეს, მას შემდეგ, როდესაც მუცლის არეში ტკივილების ჩივილით ირინამ ადგილობრივ კლინიკას მიმართა, ექიმმა აღმოაჩინა, რომ ქალი ფეხმძიმედ იყო და ამის შემდეგ მან სამართალდამცავებს გამოუძახა, რადგან ქალმა ქორწინების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა ვერ შეძლო.


საქმე პოლიციას გადაეცა, ბრალდება წყვილს ჯერჯერობით არ წაყენებია, ცნობილია, რომ ისინი ამჟამად უკვე ორ თვეა აბუ-დაბის Al Wathba Prison -ის საპყრობილეში იმყოფებიან.


პოლიცია არკვევს ფეხმძიმობის რომელ სტადიაში იმყოფება ირინა ნოხაი, აღსანიშანავია, რომ მათ საკმაოდ ხანგრძლივი პატიმრობა ელოდებათ.


ამჟამად უკრაინის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საელჩოები ცდილობენ მიიღონ მათი დაქორწინების ან დეპორტაციის ნებართვა, ამასთანავე სარ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წყვილმა დაარღვია სამხრეთ აფრიკის კანონებიც.სამინისტრომ ურჩია მათ იურიდიულ დახმარებას მიმართონ.


"ისიც კი არ ვიცით რა მდგომარეობაში არიან ისინი, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი გვირჩევს მოთმინება გამოვიჩინოთ, არა და საფრთხეშია სამი სიცოცხლე"-განაცხადა კარველვერის დედამ და იქვე დასძინა: "ერთადერთი მათი დანაშაული ის არის, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ".

image


იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

0
174
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0