x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
არაბი ქალი მწერლების შესახებ

image
XX საუკუნის არაბულ ლიტერატურაში არაბ ქალთა შემოქმედება ცალკე შესწავლის საგნად იქცა. მათ გააჩნდათ ძალიან საინტერესო, ორიგინალური და გამორჩეული ნაწარმოებები. ამ პერიოდში მამაკაცი მწერლები ძირითად ყურადღებას ამახვილებდნენ პოლიტიკაზე, ქალი მწერლები კი გვერდს უვლიდნენ პოლიტიკას და საუბრობდნენ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობებზე, ოჯახზე, სიყვარულზე, საზოგადოებაზე. ეს მართლაც რომ ძალიან საინტერესო საკითხებია, რომელსაც გვერდს გულგრილად ვერავინ ვერ აუვლის.
არაბულ ქვეყნებში ქალები სამწერლობო ასპარეზზე გამოდიან მე-19 საუკუნის ბოლოს. მოგვიანო პერიოდში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩაღებული ფემინისტური სულისკვეთება სხვა ქვეყნებსა და ქალაებსაც მოედო. ამას თან დაემატა არაბულ ქვეყნებში განმანათლებელთე გამოჩენაც, რომლებიც მუსლიმური ჩამორჩენის უმთავრეს მიზეზად ქალის როლის დაკნინებას მიიჩნებდნენ.
ქალები თავდაპირველად თავიანთი შეზღუდული მდგომარეობის შესახებ წერდნენ, შემდგომ იმატა ფემინისტურმა იდეებმა. მკითხველთა არეალიც გაიზარდა.არაბ ქალთა ლიტრეატურა არ არის მხოლოდ მათი გასაცოდავებული მდგომარების აღწერა და ჩივილი, ეს არის ნამდვილად მაღალი ხარისხის, დონის მხატვრული ლიტერატურა, რომელსის თითოეული დეტალი თავს საუცხოო გარემოშ გაგრძნობინებთ, ეს არის აღმოსავლეთი მთელი თავისი დიდებულებით, სილამაზით, ორიგინალურობით, სიუცხოვით. იზოლდა გრძელიძემ ტარგმნა შესანიშნავად ოცდასამი თანამედროვე არაბი ქალი მწერლის ნოველები. კრებულს ეწოდება "გრძელია ზამთრის ღამე". ამ თარგმანმა გაცხოველებული ინტერესი გაუღვივა თითოეულ მკითხველას აღმოსავლეთისადმი. image

0
65
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიჯაკაძე
ნინო ხიჯაკაძე
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0