x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ცოტნე გამსახურდია-ფიქრები სინოდის სხდომაზე
imageცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" გვერდიდან გუშინდელ სინოდის სხდომას ეხმაურება და მრევლს(გადატანითი მნიშვნელობით "ბრმევლს")მოუწოდებს გამოფხიზლებისკენ...მაგალითად მოჰყავს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის( დაბ.329 წელს კაბადოკიაში, ერთერთი გამოჩენილი კაბადოკიელ მამათაგანი) სიტყვები.



"ფიქრები სინოდის სხდომაზედ... მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ
გონშეზღუდული კამსამოლასავით მხოლოდ წმინდანების და ავტორიტეტების აზრებს
არ ჩამოვეკიდო, გრიგოლ ღვთისმეტყველის ეს სიტყვები შესანიშნავად, ყველაზე
კარგად ესაბამება ამ სიტუაციას. თანაც, იქნებ ქრისტიანი მოღვაწის სიტყვებმა
კიდევ ერთხელ უბიძგოს ბრმევლს გონების დაქოქვისაკენ...

image

"ყოველნაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა!
რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც, წარმწყმედელი ერთიანობა. უნდა გვიყვარდეს
მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა და ჭეშმარიტი ერთიანობა, კეთილმიზანდასახული და
ღმერთთან მიმყვანებელი. რადგან როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს,
მაშინ ცეცხლში შესვლასაც არ უნდა მოვერიდოთ... არც დროისა და ხელმწიფეთა
მოთხოვნებს უნდა დავემორჩილოთ... და არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს."



იქვე გამსახურდიას მოჰყავს მოციქულთა ის კანონი, რის მიხედვითაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავას ქმედება დაჰგმეს და აცხადებს, რომ სამართალი აქაც შერჩევითია:


კანონი 34
ყოველი ერის ეპისკოპოსები უნდა ცნობდნენ პირველს მათ
შორის, აღიარებდნენ მას, როგორც თავს და თავიანთ ძალაუფლებაზე აღმატებული
არაფერი მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე. მათ მხოლოდ ის საქმეები
აწარმოონ, რაც თავიანთ ეპარქიებსა და მათთან მიმდებარე ადგილებს ეხება.
მაგრამ პირველმაც არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად, ვინაიდან,
ასე აღესრულება ერთაზროვნება და განიდიდება ღმერთი სულიწმიდის მადლით.
(I მსოფლ. 4, 6, 7; II მსოფლ. 2, 3; III მსოფლ. 8; IV მსოფლ. 28; ტრულ. 36, 39; ანტიოქ. 9).
კანონი 55

�კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ
ნათქვამია: "...მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი" (საქმე 23, 5).�
ხომ აქვთ ჯიგრული დისციპლინა? ;)


მაგრამ არ გეგონოთ, რომ ეკლესია მართლაც კანონებით ხელმძღვანელობდეს.
მიდგმა აქაც შერჩევითია, რა თქმა უნდა, და პირველ რიგში ურჩის დასჯას და
იერარქიულ რიგებში შიშის დათესვას ემსახურება. დანარჩენ კანონებსაც
გადავხედოთ, რომ ვნახოთ და შევადაროთ სინამდვილეში როგორ სამართლიანნი
არიან ჩვენი ღვთისმსახურები ;)


ასე, მაგალითად:
კანონი 54

�თუ რომელიმე კლირიკოსი მხილებულ იქნება, რომ იგი დუქანში ჭამს,
განყენებულ იქნეს; გარდა იმ შემთხვევისა, როცა მგზავრობისას, საჭიროების
გამო, სასტუმროში დაისვენებს.��(ტრულ. 9; ლაოდ. 24; კართ. 40).


კანონი 73
�ოქროს ან ვერცხლის ნაკურთხ ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს, ნურავინ მიითვისებს
საკუთარი საჭიროებისათვის - ეს უსჯულოებაა. მხილებული კი ასეთ ქმედებაში,
ეკლესიიდან განყენებულ იქნეს.��(მოც. 25, 38, 72; ორგზ. 10; გრიგოლ ნოს. 8;
კირილე ალექს. 2).
��
კანონი 74
�ეპისკოპოსი, რომელსაც რაიმეში
ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას
იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ
წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია
განეწესოს; ხოლო თუ გამოიძახებენ და არ გამოცხადდება, მეორედ იქნეს
გამოძახებული, მასთან წარგზავნილი ორი ეპისკოპოსის საშუალებით. თუკი მაინც
არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ მასთან ორი ეპისკოპოსი, ხოლო თუ კვლავ
უპატივცემულობას გამოიჩენს და არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ განაჩინოს,
როგორც მას სათნოდ უჩანს; ნურავის ეგონება, რომ სასამართლოსაგან თავის
არიდებით, რაიმე სარგებელს მიიღებს.��(მოც. 34, 37, 75; II მსოფ. 6; IV მსოფ.
9, 17, 19, 21; ტრულ. 8; ანტიოქ. 14, 15, 20; ლაოდ. 40; სარდ. 4; კართ. 8,
10, 11, 12, 15, 18, 19, 59, 104, 107, 128, 129, 130, 132; ორგზ. 13; თეოფილე ალექს.
9).
როგორც ხედავთ, სამართალი აქ შერჩევითია...
და ბოლოს: "მოციქულთა კანონებში" ასეთ მარგალიტებსაც შეხვდებით, რომ იცოდეთ, რომელი ეპოქის სულით არის გამსჭვალული "წმინდა სინოდი":


კანონი 82
�მონების კლირში შეყვანას - მათი ბატონების ნებართვის გარეშე - ვკრძალავთ,
რათა არ მოხდეს მათი პატრონების განაწყენება, რადგან ეს სახლებში შფოთის
გამოწვევის მიზეზი ხდება. ხოლო თუ ვინმე მონათაგან ხელდასხმის ღირსი
აღმოჩნდეს, როგორც ჩვენი ონისმიე აღმოჩნდა, ბატონი კი ინებებს და

გაათავისუფლებს და სახლიდან დაითხოვს, ასეთ შემთხვევაში ხელდასხმულ
იქნეს.�(მოც. 6, 81, 83; IV მსოფ. 4; ტრულ. 85; ღანგ. 3; კართ. 64, 82).
არ გაანაწყენოთ ბატონები!


შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოში გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, სინოდის სხდომაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად ჭყონდიდის მიტროპილიტ პეტრეს მიერ ბოლო
პერიოდში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს.
სინდოსის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზია
„ერთსულოვნების“ ხელმძღვანელობის უფლება ჩამოერთვა.

image

იმავე დღეს საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლებმა ვიდეომიმართვა გააკეთეს, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს სთხოვენ დატოვონ "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობაზე მეუფე პეტრე.


0
358
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0