x
image
K.P.
ფრთხილად ტაქსი!!! "დამცირებას, შიშს და უმწეობას იწვევს, ბევრი ისეთ შოკში ვარდება, მანქანის ნომერსაც კი ვერ იმახსოვრებს., "
image
ბევრი ადამიანი გადაადგილების საუკეთესო საშუალებად ტაქსს მიიჩნევს, განსაკუთრებით კი გვიან ღამით, როცა მგზავრობა ნაკლებად უსაფრთხოა. ბოლო როს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი ტაქსის მძღოლების შეიცავენ გგარკვეულ საფრთხეს. სოციალურ ქსელი შემდეგი ინფორმაცია ვრცელდება: "რამდენიმე თვის წინ, ტაქსის მძღოლი, რომელსაც სახლიდან სამსახურში მივყავდი, მას***რებდა... ვერც ვიყვირე, ვერც გაჩერება მოვითხოვე. ვისაც ეს არ შემთხვევია, ვერ მიხვდება, როგორი დამაბნეველი და გულისამრევია ეს ამბავი. მისამართზე როგორც კი მივედი, ფული დავუგდე უკან და მანქანიდან რაც შეიძლება სწრაფად გადმოვედი. მაშინვე იმ კომპანიაში დავრეკე, ვისი ტაქსიც იყო. ხუთი წუთი ვუხსნიდი ოპერატორს, რისი თქმა მინდოდა. სანამ არ ვუთხარი, ან***ვდა-მეთქი, სხვა განმარტებების მნიშვნელიბას ვერ მიხვდა... ბოლოს, კომპანიის ერთ-ერთმა ხლმძღვანელმა დამირეკა და ბოდიში მომიხადა... რამდენიმე დღე შეშინებული დავდიოდი გარეთ, სადმე არ დამხვდეს სამსახურიდან გამოგდებული ტაქსისტი-მეთქი, მაგრამ გადავრჩი.... ან არ გაუგდიათ სამსახურიდან, ან კონფიდენციალობა დაიცვეს და არ გამთქვეს... იმედია, მეორე ამბავია...

ნუკა ორჯონიკიძე, 29 წლის"

ამ ყველაფერს "ქალთა მოძრაობის" ლიდერი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება: "უკვე მეხუთე ამბავს ვისმენ იმაზე, რომ ტაქსის მძღოლები მგზავრი ქალების თანდასწრებით მას***ბირებენ. რამდენიმე ჩვენ გვერდზე დაიდო და რამდენიმე ისე მაქვს მოსმენილი. კაცები ალბათ ვერასოდეს მიხვდებიან ზუსტად რას ნიშნავს და როგორ დამცირებას, შიშს და უმწეობას იწვევ ეს ქალებში. (შეეცდებიან წარმოიდგინონ, მაგრამ სულ სპექტრს ვერ მიხვდებიან, მაგალითად ვერ მიხვდებიან გაუპატიურების შიშს).

ტაქსიდან ვერ გადმოხტები, თუ არ გაგიჩერეს. (თუმცა ამ გვერდზე არის ამბავი, როცა გოგო დაძრული მანქანიდან გადმოხტა, გაუმართლა რომ შუქნიშანთან იყვნენ და ნელა მოძრაობდა მანქანა). მოკლედ ტაქსიდან გადმოხტომა ცუდი იდეაა, რამე დაგემართება. ვერც მძღოლს ვერ დაესხმები თავს, იმიტომ რომ საჭესთანაა და შეიძლება ავარია გამოიწვიო. ნებისმიერ შემთხვევაში მან უნდა გააჩეროს მანქანა, რომ გაიქცე. უმეტესად გახევებულებივით სხედან ქალები და მარტო იმას ნატრულობენ, რომ მალე დააღწიონ თავი ამ მდგომარეობას. ვერაფერს აკეთებენ, ტელეფონითაც ვერ ითხოვენ შველას - ვაი და, გაბრაზდეს ეს მძღოლი და გააქანოს მანქანა, სარისკოა. ბევრი ქალი ისეთ შოკში ვარდება, მანქანის ნომერსაც კი ვერ იმახსოვრებს.


პ.ს. შეგახსენებთ, სექსუალური შევიწროვება არ არის დასჯადი საქართველოში.

ჩვენ გვჭირდება ეს კანონი, რომ გამოვუძახოთ პატრულს და გვჭირდება ისეთი პატრული, რომელიც მიხვდება, რას ვეუბნებით და რა გააკეთოს".

imageimage

0
180
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0