x
image
მოზამბიკელი
10 რამ, რაც ბავშვმა უნდა იცოდეს, სანამ 10 წლის გახდება
10 წელი-ეს ის ასაკია, რომელიც ორი ციფრისგან შედგება, ბავშვები კი ამას განსხვავებულად აღიქვამენ, ამ დროს თავი უკვე ზრდასრულ ადამიანად წარმოუდგენიათ. ისინი როგორც წესი მოწიფილებივით იქცევიან, ითხოვენ დამოუკიდებლობას.

იმისთვის რომ ბავშვი თავდაჯერებული, შეგნებული და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი გაიზარდოს თქვენ უნდა შეუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც დაარწმუნებს, იმაში რომ იგი ნამდვილად მზად არის ჩააქროს ტორტზე 10 სანთელი.

ფსიქოლოგების აზრით არსებობს 10 რამ, რაც ბავშვმა უნდა იცოდეს 10 წლის ასაკში:


image


1. იზრუნოს საკუთარ თავზე და ტანსაცმელზე.

ბავშვს შეიძლება დახმარება სჭირდებოდეს წვეულებისთვის მოსამზადებლად, სადღესასწაულოდ ვარცხნილობის დასაყენებლად, მაგრამ ყოველდღიურად ის დამოუკიდებლად უნდა ახერხებდეს თავის მოწესრიგებას.


2.რა არის ფული

ალბათ არ არსებობს მსოფლიოში მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც არ ჰგონოა რომ ფული ხეებზე იზრდება. მას აუცილოებლად უნდა დაელაპარაკოთ ფულის შესახებ და მისი მნიშვნელობა სწორად აუხსნათ, განუმარტეთ რამდენი და როგორი სახის შრომა გჭირდებათ იმისთვის, რომ ფული იშოვოთ.


3.როგორ იცვლება სხეული

სკოლაში სიარულის დროს ბავშვი ყოველთვის ამჩნევს, როგორ იცვლება მისი თანაკლასელეის გარეგნობა თანდათან, შემდეგ საკუთარ თავზე დაკვირვებას იწყებს და ხვდება, რომ მასთანაც იგივე პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ მას ლოგიკურად გაუჩნდება კითხვები და მოგმართავთ, თქვენ კი მაქსიმალურად ეცადეთ კითხვებს თავი არ აარიდოთ.


4.როგორ მოიმზადოს საუზმე ან სენდვიჩი

დილით ადრე ადგომა თითქმის ყველა ბავშვს ეზარება, მაგრამ შეეცადეთ დილით მარტივი საუზმის მომზადება ასწავლოთ, კიდევ უფრო კარგია, თუ სენდვიჩის მომზადებას ისწავლის, რათა სკოლის საგზალი თავადვე მოიმზადოს.


5. როგორ გაუმკლავდეს პრობლემებს

მიეცით ნება თქვენს შვილს თავად ეცადოს პრობლემების მოგვარებას. 10 წლის ბავშვი ყოველთვის თქვენ არ უნდა გთხოვდეთ დახმარებას. პრობლემებთან გამკლავების უნარი-ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ცხოვრებაში, მითუმეტეს თუ გსურთ რომ თქვენი შვილი დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბდეს.


image

6.ყველა ადამიანი არ არის კარგი

10 წლის ბავშვმა უკვე უნდა იცოდეს, რომ სამყარო იდეალური არ არის, რადგან არსებობენ ბოროტი ადამიანებიც და ეს მათი არჩევანია. მაგრამ ბავშვა უნდა იცოდეს, ისიც რომ არსებობენ კარგი, სამართლიანი და პატიოსანი ადამიანებიც, რომელთა სიტყვები და ქმდებები მნიშვნელოვანია.


7.როგორ მოიქცეს სტუმრად (სახლის გარეთ)

აუცილებელია ბავშვმა იცოდეს, როგორ მოიქცეს სახლისგან განსხვავებულ სიტუაციებში,

მაგალითად საზოგადებრივი თავშეყრის ადგილას ან სტუმრად ყოფნის დროს.


8. რა არის თავმოყვარეობა და პატივისცემა

პატივისცემა-ეს არის ერთ-ერთი რთული რამ, რაც ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა ისწავლოს, საუკეთესოა გზაა საკუთარი მაგალითი აჩვენოთ: როგორ იქცევით მეგობრებთან, მშობლებთან, აჩვენეთ რას ნიშნავს სხვების დახმარება.

image


9.რა არის თვითორგანიზება და დროის მართვა

შექმენით ყოველდღიური დღის გრაფიკი თქვენი შვილისთვის, შეეცადეთ ასწავლოთ დროის სწორად გამოყენება. ასწვლეთ, როგორ გადაანაწილის დრო საშინაო დავალებების კეთებაზე, თამაშზე, ჭამაზე და დასვენებაზე. ასევე დაიხმარეთ სახლის საქმეებშიც.


10. როგორი ძლიერია შვილის სიყვარული


თქვენმა შვილმა უნდა იცოდეთ, როგორ ძლიერად გიყვართ. აჩვენეთ მას თქვენი სითბო და მხარდაჭრა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.

გახსოვდეთ, რასაც ახლა თქვენი შვილებისთვის აკეთებთ, მომავლის დიდი ინვესტიციაა

0
161
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0