x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134404
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
სუპერსასმელი-სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად
image

გოგრის თესლს სასარგებლო ელემენტების საცავი შეგვიძლია ვუწოდოთ. იგი შესანიშნავად არეგულირებს სისხლში შაქრის დონესაც, სასარგებლოა ჰიპერტონიის დროს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტყვიას და კადმიუმს. ეფექტური შარდმდენი საშუალებაა, გამოიყენებენ თირკმელების სამკურნალოდაც.

სისხლში მომატებული შაქრის დამწევი სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

გოგრის უმი და გასუფთავებული თესლი-1ჩ.ჭ


წყალი

1/2 ჩ.კ დარიჩინი

1/4 ჩ.კ მუსკატის კაკალი

3-4ცალი ფინიკი


მომზადება:

გოგრის თესლი ჩავალბოთ წყალში 8 საათით, შემდეგ გადავწუროთ წყალი და თესლი ბლენდერში გადავიტანოთ. დავასხათ 4 ჭიქა წყალი და ავთქვიფოთ. მიღებული “რძე" გავწუროთ დოლბანდში და ჩავასხათ ისევ ბლენდერში. დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები, ავთქვიფოთ ისევ. ჩაასხით მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ყავის ჭიქით, დილაობით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე, ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი.


0
468
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0