x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი ჯინსი?
imageჯინსები ყველაზე მოდური და პოპულარული ტანსაცმელია, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს პოპულარობას. ჯინსით დადიან ყველგან, მას იცვამენ როგორც ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმის დროს, ასევე გამოსასვლელად.

პირველად ჯინსები 1953წელს გამოჩნდა, 26 თებერვალს კი "ჯინსების საერთაშორისო დღეს" აღნიშნავენ, სწორედ ამ დღეს დაიბადა ლევის სტრაუსი. თავიდან ჯინსებს იცვამდნენ მუშები, ოქროს მაძიებლები, ფერმერები იმიტომ, რომ მისი ქსოვილი გამძლეობით გაოირჩეოდა.პოპულარული კი გახდა 1965 წელს "ჰიპების"ეპოქაში.წლების განმავლობაში მისი დიზაინი იმდენად იცვლებოდა და იხვეწებოდა, რომ დღეს ძალიან ძნელია კარგად გაერკვე თუ რა ხარისხისაა ჯინსი. ჩვენ შემოგთავაზებთ საინტერესო რჩევებს, რომელიც ჯინსის ხარისხის გარჩევაში დაგეხმარებათ.

ჯინსი უნდა იყოს მჭიდრო, მძიმე და რა თქმა უნდა 100 % ბუნებრივი ქსოვილისაგან შეკერილი, ხშირად ნახავთ სხვადასხვანაირი ქსოვილისაგან შეკერილ ჯინსებს ამ ქსოვილების ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ ადვილია.ჯინსი არ უნდა ბზინავდეს, თუ კარგად დავაკვირდებით თითქოსდა "ნაწიბურები" დიაგონალურად უნდა იყოს განლაგებული მარჯვნიდან მარცხნივ.

image


ელასტიური ჯინსის ქსოვილის შემადგენლობა არ არის 100% ბუნებრივი მასში დამატებულია 2-7% ელასტინი. აქსესუარები, იარლიყი,

ბრენდირებული ზოლები, "კნოპკები"ყველაფერი ეს მაჩვენებელია ჯინსის ხარისხის. აქსესუარები, ღილები, ელვა შესაკრავი, "კნოპკები" აუცილებლად უნდა იყოს მეტალის და არავითარ შემთხვევაში პლასტმასის.

იარლიყზე წარწერა უნდა იყოს აუცილებლად ამოქარგული, ის ჯინსზე უნდა იყოს მჭიდროდ მიკერებული.მასზე უნდა იყოს ინფორმაცია დამამზადებლის შესახებ აგრეთვე ქსოვილის შემადგენლობა და რეცხვის პირობები.

ეგრეთწოდებული"მარკა"აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური ტყავის, მასზე წარწერა კარგად უნდა იკითხებოდეს. თუ ეს "მარკა" არ არის ნატურალური ტყავის უმჯობესია თავი შევიკავოთ ასეთი ჯინსის ყიდვისას.

ჯინსის ზომები შემდეგნაირად განისაზღვრება W -ასოთი აღინიშნება წელის გარშემოწერილობა, ხოლო L-ასოთი ჯინსის სიგრძე.თუ ჯინსზე არის წარწერა W32/L34 ამ ფორმით ის კარგი ხარისხისაა და თუ მხოლოდ ასოები ან რიცხვები წერია შესაბამისად არ არის დასაჯერებელი ეს ზომები.







0
636
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
636
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0