x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რასთან უნდა ვატაროთ ბოტასები და კედები - არ დაუშვათ შეცდომა, ეს ბევრმა არ იცის!
image

სპორტული ფეხსაცმლისა და ქალური სამოსის შეხამება უკვე დიდი ხანია არავის აკვირვებს, თუმცა კედები და ბოტასები ბევრ სხვა ტანსაცმელთანაც შეიძლება ვატაროთ. ქვემოთ წარმოგიდგენთ მიმდინარე საგაზაფხულო სეზონის 5 ყველაზე აქტუალურ და სტილურ შეხამებას ბოტასებისა და კედებისთვის.


1. ბოტასები/კედები + მიდი ქვედაბოლო


imageimageimage


მიდი სიგრძე წელსაც ფავორიტი ტრენდების სიაშია, სპორტული ფეხსაცმელი კი მას იდეალურად უხდება. მუხლს ქვემოთ კაბა და ქვედაბოლო ხაზს უსვამს კოჭების სილამაზეს და უხდება დაბალძირიან ფეხსაცმელს. ყურადღება გაამახვილეთ ბოტასების მაქსიმალურად ლაკონურ მოდელებზე ან პირიქით, უხეშ და მასიურზე.

2. ბოტასები/კედები + კაბა-შარვალი


imageimageimage

ძირითადად აქაც იგივე შეიძლება ითქვას, რაც მიდი სიგრძის ქვედაბოლოებზე, მაგრამ რამდენადაც კაბა-შარვალი, ე.წ. "კიულოტი" ერთგვარი "რთული" შარვალია (რომელიც, როგორ წესი, უმოწყალოდ "გიჭრით" და "გისუქებთ" ფეხებს), მათთვის სპორტული ფეხსაცმლის შერჩევა უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს.

გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის კაბა-შარვლისთვის ყველაზე წარმატებული არჩევანი იქნება უბრალო თეთრი კედები ან ბოტასები, ე.წ. "სუპერსტარის" სტილში.

3. ბოტასები/კედები საცვლების სტილი


imageimageimage

ბოტასების შეხამება მსუბუქ კაბა-კომბინაციებთან და აბრეშუმის პიჟამოებთან იგივე პრინციპით მოქმედებს, რაც მიდი ქვედაბოლოსთან: სპორტულ ფეხსაცმელსა და ქალურობას შორის კონტრასტი ჭეშმარიტად წარმატებული ვარიანტია. მაგრამ ამ შემთხვევაში მეტი ნიუანსია გასათვალისწინებელი: კომბინაციებს მოუხდება როგორც ოდნავ უხეში, ასევე მინიმალისტური მოდელები, ხოლო პიჟამოს სტილის შარვლებსა თუ პერანგებზე უფრო მეორე ვარიანტი წავა.

4. ბოტასები/კედები + ჯინსები


imageimageimage

სეზონის ყველაზე აქტუალურ დენიმად ითვლება დამოკლებული ჯინსი, მოჭრილი ბოლოთი. მასზე ბოტასებისა თუ კედების ნებისმიერი მოდელი კარგად მიდის - სარბენი, უხეში მოდელებიდან დაწყებული, მინიმალისტური ან პირიქით, რთული დეკორაციის მქონე კედებით დამთავრებული.


5. ბოტასები/კედები + კლასიკური პიჯაკი


imageimageimage


კლასიკური პიჯაკი და ბოტასები ბევრს სრულიად შეუთავსებელი ჰგონია. სინამდვილეში კი იდეალური წყვილია, რომელიც ანეიტრალებს პიჯაკის სიმკაცრეს.
თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, სად გადაწყვეტთ ამ ყველაფრის ჩაცმას: მეგობრებთა შეხვედრისთვის თავისუფლად შეგიძლიათ ჩაიცვათ ორიგინალური მოდელის ბოტასები თუ კედები, ხოლო სამსახურში საუკეთესო იქნება თუ "სუპერსტარის" სტილში გადაწყვეტილ, უბრალო თეთრ "სნიკერსების" გამოიყენებთ.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 ნიშანი იმისა, რომ გემოვნება არ გაქვთ - არ დაუშვათ ეს შეცდომები!

image


2. როგორ განვაახლოთ დახეული კედები და ბოტასები - ეს ძალიან მარტივია!

image


3. დაამატეთ ეს სამი ინგრედიენტი თქვენს შამპუნში და დაივიწყეთ თმის ცვენა!

image


4. როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ტყავის ფეხსაცმელს და ავეჯს - განაახლეთ საყვარელი ნივთები!

image


5. 10 მოდური სამოსი, რომელმაც შეიძლება დაგამახინჯოთ - როგორ ავირჩიოთ სწორად ან რით შევცვალოთ ისინი

image


და კიდევ ბევრი საინტერესო რჩევა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

0
6594
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
6594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0