x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
საღეჭი რეზინის, პლუს-მინუსები
image


საღეჭი რეზინი ჭამის შემდეგ პირის ღრუს გასუფთავება-დეზოდორაციას ახდენს, ნერწყ-

ვის გამოყოფას აძლიერებს, რაც, თავის მხრივ, კუჭ-ნაწლავის მუშაობას ეხმარება. გარდა

ამისა, საღეჭი რეზინის დახმარებით მეხსიერების გაუმჯობესებაც შეიძლება, ყოველ შემთ-


ხვევაში, ასე ფიქრობენ ბრიტანელი მეცნიერები. მათი მტკიცებით, ღეჭვის პროცესში გუ-

ლისცემა ხშირდება, რის შედეგადაც ტვინში ჟანგბადის მიწოდება იზრდება.ეს კი, თავის

მხრივ, ტვინის გააქტიურებას იწვევს. ამერიკელ მეცნიერთა უკანასკნელმა გამოკვლევებმა

გვიჩვენა, რომ უშაქრო საღეჭი რეზინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული ოპერაციის

შემდეგ ნაწლავის მუშაობას აღადგენს. რაც შეეხება საღეჭი რეზინის მავნე თვისებას, ის

სრულად გამოვლინდება, თუ მას მუდამ და მით უფრო, თუ ცარიელ კუჭზე ღეჭავთ. სა-

ქმე ისაა, რომ საღეჭი რეზინი კუჭის წვენის ძლიერ გამოყოფას იწვევს. როგორც გასტრო-

ენტეროლოგები ამტკიცებენ, ცარიელ კუჭზე ღეჭვამ შეიძლება გასტრიტის განვითარება

ან მისი გამწვავება გამოიწვიოს. ასე რომ, გახსოვდეთ:

საღეჭი რეზინი ჭამის შემდეგ და არაუმეტეს 15 წუთისა ღეჭეთ!

0
74
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0