x
image
K.P.
"ჩემმა მკერდმა დიეტაზე დაგსვა, ეს სიკეთე გავაკეთე"-მაკო კობერიძე თიკა ჯამბურიას მიმართავს
image
ფოტომოდელმა მაკო კობერიძემ გადაცემა "18+"-ში მკერდი მოიშიშვლა და ამტკიცებდა, რომ მამაკაცებს სწორედ ეს სურთ. მომღერალი თიკა ჯამბურია კი მას შეეკამათა და განაცხადა, რომ მამაკაცებს ნამდვილად არ სურთ ისეთი ქალი, რომელიც მკერდს ტელეეკრანის წინ ასე მოიშიშვლებს. მოგვიანებით სოციალურ ქსელში კი დასძინა, რომ ამ სანახაობის შემდეგ დიეტაზეა.

ამ ყველაფერს მაკო "Musik box"-ის მეშვეობით ეხმაურება და თიკას მიმართავს: "თიკა საყვარელო, ძვირფასო, ვიცი რომ მამაკაცებს სურთ სახლში იდეალური დიასახლისი, მოსიყვარულე ცოლი, მაგრამ მამაკაცებს ასევე სურთ ლამაზი მკერდი, ლამაზი სხეული, ჯანმრთელი სექსი. თიკა საყვარელო, თუ ჩემი მკერდის მოშიშვლებით, მე კომენტარებს ვეხმაურები და არ მინდა ეს გამაღიზიანებლად მიიღო, ძალიან კეთილად მოგმართავთ, როგორც ანრიმ თქვა მინდა რომ დებივით იყოთო, ჩვენ დებივით ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ჩემმა მკერდმა დიეტაზე დაგსვა და ძალიან ბედნიერი ქალი ვარ, რომ მე ეს შევძელი და ეს სიკეთე გავაკეთე."image

მაკო პირველად 18 წლის ასაკში ჟურნალ "ფლეი ბოიში" გამოჩნდა, რამაც მას ცნობადობა და პოპულარობა მოუტანა. ფოტომოდელი ამ ყველაფერს ხელოვნებად აღიქვამს. მაკო ერთხელ იყო დაქორწინებილი, თუმცა ოჯახი დაენგრა. მან შოთიკო კალანდაძის ფილმში მიიღო მოაწილეობა, სადაც პარტნიორობას 89 წლის მხატვარი ედმონდ კალანდაძე უწევდა.

მომღერალი თიკა ჯამბურია მაკო კობერიძის ამ მიმართვას არ გამოხმაურებია. როგორც მისი "ფეისბუქის" გვერდიდან ირკვევა, მომღერალი საზღვარგარეთ ისვენებს, დროს შესანიშნავად ატარებს და მსგავს მიმართვებზე პასუხის გაცემად დროს არ კარგავს.image



imageimageimage


0
543
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
543
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0