x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
72 წლის დედას ახალშობილი შვილი თავსატეხად ექცა
image
72 წლის ასაკში შვილის გაჩენა არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. ხანდაზმული დედა განიცდის, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ის ახლა 73 წლის გახდა. დაინჯერ კაუპი ცხოვრობს ჩრდილოეთ ინდოეთში, პენჯაბში, ამრისტარში. თავისი პირველი შვილი გასულ წელს 19 აპრილს გააჩინა, როცა მაღალი წნევა და სახსრების სისუსტე აწუხებდა. ძუძუს წოვება მხოლოდ სამ თვეს შეძლო. დაინჯერი ამტკიცებს, რომ მშობიარობის შემდეგ მაღალი წნევა აწუხებს და საყვედურს გამოთქვამს, რომ ექიმები მის შველას სრულფასოვნად ვერ ახერხებენ - "ისინი მიწერენ მხოლოდ წამლებს და მირჩევენ დიეტაზე ყოფნას".

ის ძალიან ჯავრობს, რადგან უჭირს პატარა არმანის მოვლა, როცა თვითონაც ავადაა. ბავშვი პატარაა, მან უკვე ხოხვა დაიწყო, ქალს კი აღარ შეუძლია სულ უკან სდიოს.

ბავშვი ქორწინებისან 46 წლის მერე დაიბადა. მისი მეუღლე, მოხინდერ სინგხ გილი 80 წლისაა. ადრეც რამდენჯერმე უშედეგოდ იმკურნალეს, რომ შვილი ჰყოლოდათ.

პატარა არმან სინგხი ისედაც მცირე წონის დაიბადა და ერთ თვეში წლისაც გახდება, მაგრამ ისევ ძალიან გამხდარია. ბავშვი ისეთი სუსტია, რომ მისი ასაკის შესაფერისი საფენები ძალიან დიდი აქვს. დედა თავს იდანაშაულებს, რადგან ვერ შეძლო სრულფასოვნად მისი გამოკვება. ექიმებს წამლებსაც კი სთხოვდა, რომ ბავშვი ცოტა მოსუქებულიყო, რაზეც პასუხობენ, რომ ეს თავისთავად უნდა მოხდეს. image


დაინჯერი აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა ძალიან რთული ყოფილა. "მხოლოდ მაშინ ვახერხებ დასვენებას, როცა პატარას სძინავს. მეც და ჩემი ქმარიც ხშირად ავადვმყოფობთ ასაკის გამო, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ბავშვს ხომ უნდა მოვლა. საქმის დიდ ნაწილს მე ვაკეთებ, თუმცა ქმარიც მეხმარება რაც შეუძლია".image

ამ ყველაფრის მიუხედავად დაინჯერი ბავშვის გაჩენას არ ნანობს. პატარამ ძალიან შეაყვარა თავი, ძალიან მშვიდია, ყველას უღიმის. ცოლ-ქმარი მთელ დღეებს მასთან ატარებენ და არ სურთ, შვილის გაზრდაში ვინმე დაეხმაროთ. image
19 აპრილს, როცა არმანს ერთი წელი შეუსრულდება გეგმავენ წაიყვანონ არმისტარში "ოქროს ტაძარში", სადაც ბავშვი ღვთის დალოცვას მიიღებს. წვეულების გამართვის ნაცვლად ასე ურჩევნიათ, რადგან პატარას უფლის საჩუქარს უწოდებენ.






დაიბადა კუდიანი ბავშვი. გამწარებული დედა შველას ითხოვს(+ ფოტოები)


ქალი მობილურით-80 წლის წინ. საიდუმლო You Tubu-ს მომხმარებელმა ამოხსნა


შხამიანი ობობების შემოსევა, რომლებიც ბრაზილიიდან ბანანებს შემოჰყვნენ და 2 საათში კლავენ ადამიანს

0
380
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0