x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სად და როგორ ამზადებენ მანქანას, რომელიც 2,4 მილიონი ევრო ღირს

2016 წლის 1 მარტს ჟენევის ავტოსალონზე შედგა ჰიპერკუპე Bugatti Chiron ის დებიუტი. ახალი ავტომობილი თავის წინამორბედთან Bugatti Veyron თან შედარებით ყველა პარამეტრით უკეთესია. გარეგნობას კი ვერცერთი ავტომოყვარული ვერ დაუწუნებს.საინტერესოა ვნახოთ თუ როგორ აწყობენ ამ შეუდარებელ ავტომობილებს,
თუ რა ყურადღებას აქცევენ ყოველ დეტალს.
image

2017 წელს კომპანია Bugatti მხოლოდ 70 ცალ Bugatti Chiron გამოუშვებს. ამჟამად 12 ჰიპერკარის აწყობა მიმდინარეობს. უკვე 220 ცალის შეკვეთაა მიღებული. ერთი ავტომობილის ფასი 2, 4 მილიონი ევროა.image
მთელი პროცესი – აწყობიდან მფლობელთან მიყვანამდე– 6 თვე გრძელდება. ავტომობილებს აწარმოებენ საფრანგეთში, ობერნეს ქარხანაში. აქ რობოტები არ არის. 20 ინჟინერი ხელით აწყობს მანქანას 1800 ზე მეტი ცალკეული დეტალისაგან. შეღებვაც ხელით ხდება და სამ კვირამდე სჭირდება. ზოგიერთი ფერი 8 ფენა ესმება და ყოველი ფენა ცალკე შრება და პრიალდება.image
2005 წელს აშენებული ქარხნის ფართობი 1000 კვადრატული მეტრია. იატაკი ქარხანაში ეპოქსიდური ფისისაგან არის დამზადებული, რაც ხელს უშლის ელექტრონული მუხტების წარმოქმნას.image
ბუგატის დიზაინერები მანქანას ქმნიან შემკვეთის გემოვნების მიხედვით, არჩევანი მრავალფეროვანია. კომპანია გვთავაზობს 23 ემალის ფერს, ექსტერიერის კარბონის დეტალების 8 ვარიანტს, 30 ზე მეტი ფერის ტყავს. ნოხების 18 ნაირსახეობას, 11 ფერის უსაფრთხოების ქამარს.image
როცა ყველაფერი საბოლოოდ შეთანხმდება შემკვეთთან, იწყება მანქანის აწყობა. ყოველ ნაწილს თავისი აწყობის ნომერი ენიჭება, შემდეგ მანქანა სამღებროში გადადის, შეღებვას სამი კვირა მიაქვს.image
ძრავი ჩამოაქვთ ზალცგიტტერეს ქარხნიდან, სადაც ის წინასწარ გადის რვასაათიან ტესტირებას. ერთი ავტომობილის შასის სამი უმაღლესი კვალიფიკაციის მუშა აწყობს. 8 ლიტრი მოცულობის, W16 ძრავის სიმძლავრე 1500 ცხენისძალაა. მაბრუნი მომენტი 1600 ნიუტონმეტრს აღწევს. წონა 627 კილოგრამია. ასეთი ძრავის ტესტირებისათვის კომპანია ბუგატიმ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი დინამომეტრული სტენდი გააკეთა.image
აწყობის შემდეგ, სანამ ტრეკზე გააგზავნიან, მანქანას კიდევ ერთხელ ამოწმებენ. ათვალიერებენ შეერთების ადგილებს, ამოწმებენ შეღებვის ხარისხს, ელექტრონული სისტემების გამართულობას. კორპუსის ჰერმეტულობის შესამოწმებლად მანქანას ათავსებენ მოწყობილობაში, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში ასველებს მანქანას მუსონური წვიმების ძალით.image
ინტერიერის მონტაჟის შემდეგ მანქანა მიჰყავთ 300 კილომეტრის დაშორებით მდებარე კოლმარას აეროპორტში. სადაც ასაფრენ ზოლზე ტარდება ტესტები 250 კმ/სთ ზე მეტი სიჩქარით. ამის შემდეგ ქარხანაში აბრუნებენ, უცვლიან საბურავებს და ზეთს. და კიდევ 50 კილომეტრიან საფინალო გამოცდას გადის. საბოლოოდ ასუფთავებენ მანქანას, ამოწმებენ შეღებვის ხარისხს და გადასცემენ შემკვეთს.image

0
155
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0