x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დაამატეთ ეს სამი ინგრედიენტი თქვენს შამპუნში და დაივიწყეთ თმის ცვენა!
image

იცით რა არის თმის ცვენის მიზეზი? ექსპერტები ამბობენ, რომ თმის ცვენა დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან, როგორიცაა სტრესი, ორსულობა, მენოპაუზა, წონის კლება და ა.შ.

თუმცა სხვა მიზეზებმაც შეიძლება ეს პროცესი დააჩქაროს და თმის კარგვას შეუწყოს ხელი. სტრესმა შეიძლება ჰორმონული დისბალანსი გამოიწვიოს და შედეგად დიდი რაოდენობით თმის კარგვა მოჰყვეს.

ქვემოთ შემოგთავაზებთ სახლში მომზადებული შამპუნის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ თმის ცვენის პრობლემის მოგვარებაში.

პირველ რიგში შეიძინეთ ბუნებრივი შამპუნი рН-ის ნეიტრალური შემცველობით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ბავშვის შამპუნი. ეს იქნება ძირითადი ინგრედიენტი, რომელსაც დავუმატებთ კიდევ სამ ინგრედიენტს.

აუცილებელია შამპუნს დავუმატოთ როზმარინის ეთერზეთი. იგი იდეალურად მუშაობს თავის კანში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ამით უზრუნველყოფს თმის სიძლიერეს. დაგჭირდებათ ასევე ლიმონის ეთერზეთი - მას შესანიშნავი ანტისეპტიკური მოქმედება ახასიათებს.

მესამე ინგრედიენტი იქნება ვიტამინი Е, რომლის შეძენაც აფთიაქში შეიძლება. ეს ვიტამინი აჩერებს თმის ცვენის პროცესს და, აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი დანამატია.


image

შამპუნის მომზადება:

შამპუნში დაამატეთ 10 წვეთი როზმარინის ეთერზეთი და ამდენივე ლიმონის ეთერზეთი. შემდეგ დაამატეთ 2 კაფსულა Е ვიტამინი. გამოყენებამდე შამპუნი კარგად შეანჯღრიეთ.

გამოყენება:


image
ამგვარად მომზადებული შამპუნის გამოყენება უნდა მოხდეს დღეგამოშვებით. დაიტანეთ იგი თმაზე და ნაზი, მასაჟისებრი მოძრაობით შეიზილეთ თავი კანში რამდენიმე წუთის მანძილზე. დატოვეთ 10 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით. რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თმამ ზრდა დაიწყო და აღარც ცვივა.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. დაიტანეთ ეს ნახარში თმაზე, გააჩერეთ 5 წუთი და ჭაღარას სამუდამოდ დაემშვიდობეთ!

image

2. ქალი დღეში 3 ფინჯან ყავას სვამდა და წარმოუდგენელი რამ დაემართა! - ეს ბევრს გამოადგება

image

3. რას ნიშნავს სხეულზე გაჩენილი ეს წითელი წერტილი და როდის არის საშიში - ეს ბევრმა არ იცის!

image

4. 10 ნიშანი იმისა, რომ გემოვნება არ გაქვთ - არ დაუშვათ ეს შეცდომები!

image

5. იცით ამ ქათმის ფილეებიდან რომელია საშიში? - ხორცის ყიდვისას ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწონოთ!

image

0
1334
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0