x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
როგორ ჩავალაგოთ ჩანთა ლაშქრობისთვის
თუ ლაშქრობის წინ ჩანთას სწორად არ ჩაალაგებთ, იმის გარდა, რომ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, საფრთხის ქვეშაც იქნებით.

სტატიაში ნახავთ გამოცდილი მოლაშქრეების რჩევებს, ანუ იმ ადამიანების, რომელთა ცხოვრებაც კარგ ორგანიზებაზეა დამოკიდებული.

imageჩაალაგეთ მარშრუტის მიხედვით!

მთის გიდი ზაჰან ბილიმორია ამბობს, რომ მას 45 წუთი დასჭირდა ჩანთის ყურადღებით ჩასალაგებლად ტეტონის მთაზე ასვლის წინ, რომ კარგად დარწმუნებულიყო, მხოლოდ ის ნივთები მიჰქონდა, რაც ნამდვილად სჭირდებოდა.


მას არ მიაქვს ზედმეტი წყალი, თუ იცის, რომ დასალაშქრი ადგილის მიდამოებში წყლის წყაროები არსებობს. ზედმეტი ნივთებზე უარის თქმა ადგილს უთავისუფლებს სხვა საჭირო ნივთებს, მაგალითად საჭმელს. "მე არ ვფიქრობ კალორიებზე", - ამბობს ის, -"ყოველთვის ძალიან ბევრი საჭმელი მიმაქვს თან; იმის წარმოდგენაც კი, რომ შეიძლება, საკმარისი საჭმელი არ მქონდეს, განწყობას მიფუჭებს".

ქვედა ფოტოზე ხედავთ ზაჰან ბილიმორიას.

image


დაწერეთ სია!

მათ, ვინც ძალიან ორგანიზებულები ხართ, შეიძლება, ამ პუნქტს ყურადღება არ მიაქციოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ დიდი მთების პროფესიონალი მოთხილამურე ენჯელ კოლინსონიც კი წერს სიას. "ჩალაგებაში არაფრად ვვარგივარ", - ამბობს ის, - "ჩემი ოთახი თვეობით დაულაგებელ თეთრეულს ჰგავს". სიის დაწერით კოლინსონს აღარ ავიწყდება სალაშქროდ ფანრის ან სათხილამურო წინდების წაღება. შეიძლება, მისი ჩანთა შიგნიდან სულაც არ გამოიყურება ლამაზად, მაგრამ, რაც მთავარია, მან იცის, რომ ის ნივთები მიაქვს, რაც ნამდვილად სჭირდება და არაფერი ავიწყდება.

ქვედა ფოტოზე ხედავთ ენჯელ კოლინსონს.

image


პირველადი დახმარების ნივთებისთვის გამოყავით სხვა ჩანთა!

პროფესიონალი მოთხილამურე ბროდი ლევანი ყოველთვის ფორმაშია. ერთ დღეს ის მეგობრებთან ერთად სრიალებს თხილამურებით ვასატჩში, მეორე დღეს კი თვითმფრინავშია და ნორვეგიაში მიემგზავრება სათხილამურო შეჯიბრისთვის. ბილიმორიას მსგავსად, ლევანსაც მხოლოდ ის ნივთები მიაქვს თან, რაც ნამდვილად სჭირდება. მის სიაში კი ყოველთვის არის პირველადი დახმარების ნივთები, რომელსაც ყოველთვის სხვა ჩანთაში ათავსებს. "პირველადი დახმარების ნივთებს ერთლიტრიან პატარა ჩანთაში ვათავსებ", - ამბობს ის, - "და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სპორტისთვის ვემზადები". ყოველი თავგადასავლის შემდეგ ლევანი ანახლებს თავის სამედიცინო ჩანთას.

ქვედა ფოტოზე ხედავთ ბროდი ლევანს.

image


აკონტროლეთ ტვირთის წონა!

სემ თული არ არის პროფესიონალი ათლეტი, მაგრამ მან გაიარა ამერიკის ყველაზე ცნობილი სალაშქრო ბილიკები, წყნარი ოკეანის შვერილები და კონტინენტების საცალფეხო გზები, სულ 7, 950 მილი. ამიტომ, მან კარგად იცის, რას ნიშნავს ნივთების სწორად ჩალაგება. მისთვის მთავარი ტვირთის წონის კონტროლია. იმისთვის, რომ ბალანსი დაიცვას, თული ყველაზე მძიმე საკვებ პროდუქტებს და სხვა მნიშვნელოვან ნივთებს ჩანთის ცენტრში ათავსებს, მეორეხარისხოვან ნივთებს კი - დარჩენილ ცარიელ ადგილას. მას ერთი ტექნიკა აქვს: სასმელი წყლის ბოთლებს და ალტერნატიულ სასმელს ჩანთის ორივე მხარის ჯიბეში თანაბრად ათავსებს.

image


ყოველთვის, ყოველთვის თან წაიღეთ პროჟექტორი (თავზე დასამაგრებელი ფანარი)!

რიჩარდ ბოთველი არის ამერიკული დაწესებულების კვლევისთვის და განათლებისთვის (AIARE) აღმასრულებელი დირექტორი და ასევე, 20 წელზე მეტხნიანი გიდის გამოცდილება აქვს. "თქვენ ვერასდროს გაიგებთ ამბავს იმ ადამიანების შესახებ, ვინც ლაშქრობაზე წავიდა და ჰქონდა ფანარი, რომელიც უსაფრთხოდ დაბანაკებისთვის გამოიყენა, ეს მოსაწყენი ამბავი იქნებოდა", - ამბობს ბოთველი, - "მაგრამ თქვენ მოისმენთ ამბებს მათ შესახებ, ვინც დაიკარგა სიბნელეში ფანრის უქონლობის გამო და იძულებული გახდა, სამაშველო სამსახური გამოეძახებინა. ასე რომ, ყოველთვის თან ატარეთ ფანრები"!

image

0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0