x
image
თეონა გორდეზიანი
" მამაკაცები ქალებისთვის" - 8 მარტს

image


8 მარტის ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებას, უკვე ყველასთვის ნაცნობი და მრავალჯერ დაწერილი ისტორია უდევს საფუძვლად...

რეალურად ეს დაიწყო 1910 წლის გაზაფხულზე... 8 მარტს... კოპენჰაგენში, ნავსადგურთან... როცა ოციოდე მეძავი გამოვიდა მათი შრომითი უფლებების დასაცავად. მათ საბოლოოდ იმდენს მიაღწიეს, რომ 8 მარტი ქალთა დღედ გადააქციეს.


რასაკვირველია, უნდა ვიცოდეთ რა და როგორ... ზოგისთვის ნაცნობია ეს ისტორია, ზოგისთვის ჯერ არა... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა, რომ ამ დღეს გულის სიღრმეში ყველა ქალბატონს სიამოვნებს ყურადღება და ყველა მამაკაცს სიამოვნებას ანიჭებს სასურველი ქალბატონის ბედნიერება...



ყველა თავისებურად ცდილობს გაილამაზოს ან გაულამაზოს ეს დღე... ზოგი საჩუქრით და დასამახსოვრებელი ნივთით ან უბრალოდ ყვავილებით შემოიფარგლება, ზოგი რომანტიულ გარემოში ამჯობინებს საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოებას...


...და აი მათ ვისაც სურთ მოიწყონ ორიგინალური და სასიამოვნო საღამო ვფიქრობ ბიბლუსი გალერეა სთავაზობს ყველაზე განსხვავებულ ივენთს. აქ იქნება ისეთი გარემო, რომ ქალბატონებს შეეძლებათ ისიამოვნონ, მიირთვან ღვინო, მოუსმინონ გემოვნებიან მუსიკას.


"მამაკაცები ქალებისათვის!" ღონისძიებაში, რომელიც 8 მარტს ბიბლუსი გალერეაში გაიმართება არ მიიღებს მონაწილეობას არც ერთი ქალბატონი, მათი მოვალეობა მხოლოდ საღამოთი ტკბობაა. საღამოს 4 მასპინძელი ეყოლება - გაგა ნახუცრიშვილი, ამირან არაბული, ზვიად კვარაცხელია და სოსო მეშველიანი.


ვიოლინო, პოეზია, ღვინო... და ყველაფერი ის რაც სასიამოვნო იქნება 8 მარტის აღსანიშნად. 7 საათიდან "ბიბლუსი გალერეა" ჭავჭავაძის 7-ში დაელოდება ყველა იმ რომანტიულ და განსხვავებულ წყვილს რომელსაც სურთ განსხვავებული და დასამახსოვრებელი დღე გაატარონ არაჩვეულებრივ და საყვარელ გარემოში.

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0