x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰერტას ,,სამშობლო იყო ვაშლის კურკა,,
image

გერმანულენოვანი რუმინელი ავტორის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰერტა მიულერის ნაწარმოებები ერთ ღერძზე ტრიალებს, თუმცა ეს ავტორს ბანალურ მწერლად ნამდვილად არ აქცევს და მეტიც საკუთარ შარმს ძენს. ტოტალიტარული სახელმწიფოს კრიტიკა ჰერტას ნაწარმოებების ლაიტმოტივია. ნაწარმებში “ ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა“ მწერალი საკუთარ თავთან ინტერვიუს რეჟიმში წარმოგვიდგენს საბჭოთა სახელმწიფოს სიბეცესა თუ კომუნისტური რეჟიმის სისასტიკეს . აღსანიშნავია, რომ მან ყველაფერი საკუთარ თავზე გამოცადა . რეჟიმი ძალიან დიდხანს დევნიდა მას და მის ოჯახს, თვალყურს ადევნებდნენ იმ ადამიანებსაც, ვისთანაც ჰერტას თუნდაც უმნიშვნელო კავშირი ჰქონდა.

ნაწარმოებში უმნიშვნელოვანესი პუნქტი და ტოტალიტარული სახელმწიფოს ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი მოძალადე პოლიციაა. სეკურატეს სახეს მწერალი იმდენად რეალისტურად გვიხატავს, რომ ნებისმიერ რიგით მკითხველს, რომელსაც მსგავს სახელმწიფოში უცხოვრია წაკითხული თვალით ნანახი ჰგონია. ჰერტა პოლიციის მხრიდან უდიერი მოპყრობის ჩვეულებრივი რიგითი მსხვერპლია. რა თმქა უნდა, რთულად წარმოსადგენია იმ ადმიანთა რიცხვი, რომელთაც სახელმწიფოსგან წაქეზებული და გალაღებული პოლიციის უვიცი და მოძალადე თანამშრომლების ხელში გაიარეს.

დაშინებული მოქალაქეები ამგვარი სახელმწიფოს კიდევ ერთი მკვეთრი ნიშანია. სეკურატატესგან აზროვნების გამო ათვალწუნებულ ჰერტას, რომელიც ქარხნიდან რეჟიმისთვის საფრთხის აცილების მოტივით გამოაგდეს, სტაბილური სამსახურის შოვნა უჭირს. ბოლოს ხელი რეპეტიტორობას მიყო, საიდანაც მდიდარმა ჩინოვნიკმა საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მალე გამოისტუმრა “ ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი“ ჩინოვნიკი რეჟიმის ეღთგულებისთვის საკმაოდ უხვადაა დაჯილდოვებული. მის სახლსში ყველაფერს უძვირფასესი ბეწვი ფარავს. კორუფცია კი თავისთავად “შენდობილი“ აქვს რეჟიმისთვის ქედუდრეკი, ერთგული მსახურების გამო.


ჰერტასთან მეგობრობის ეშინიათ, მტრები კი ბლომად ჰყავს . ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიციას ყველაფერი ევალება მოქალაქეების სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე ზრუნვის გარდა. ის ტოტალიტარული რეჟიმის სათამაშოა, ძალადობრივი პოლიტიკის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტი. მისი თანამშრომლები გაბოროტებული, დაკომპლექსებული ადამიანები არიან, რომლებიც გასაოცარი სიხარბით იყენებენ არსაიდან მოფრენილ ძალაუფლებას. ერთ-ერთ ეპიზოდში აღწერილია დაკითხვის პროცესი, რომელიც დასაკითხის ღირსებისშელახვის რეჟიმში მიმდინარობს. მას ბრალად არაბებთან ფიზიკური კონტაქტში ედება ბრალი. გამომძიებელი უშვერი სიტყვებით ლანძღავს და ჯიუტად ცდილობს ბრალი დასდოს “აკრძალულ სქესობრივ ცხოვრებაში“, რომელშიც ერთდროულად ვლინდება ქსენოფობიაც და პირადი ცხოვრების უფლების უგულებელყოფაც.

“ სეკურტატე კრიმინალური ორგანიზაცია იყო. მისი დანაშაულებისთვის პასუხი არავის მოუთხოვია არც მანამდე და არც მის შემდეგ“ - ვკითხულობთ ნაწარმოებში

როგორც ნებისმიერი დიქტატურა, ჩაუშესკუს რეჟიმიც ეფემერული იყო, თუმცა მისმა ქურუმებმა ეს არ იცოდნენ. რეჟიმი დაემხო, მაგრამ წარსული არავის უკვლევია. ადამიანების ბედით, რომლებიც ტოტალიტარული სახელმწიფოს აბსურდის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, დიდად აღარავინ დაინტერესებულა.

ჩაუშესკოს რეჟიმი საბჭოთა კავშირის მინიმოდელი იყო. ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული, რაც ამ სახელმწიოფოებს სჭირდათ, ეს იყო დოვლათის ილუზია. კომუნისტურ სახელმწიფოში იყო სრული დეფიციტი ერთჯერადი მოხმარების ნივთებსა თუ საკვებ პროდუქტებზე, თუმცა ყველა, თითქმის ყველა მაინც ერთი ოპტიკური ილუზიით იყო შეპყრობილი : მათ ყველაფერი ჰქონდათ.

რეჟიმი დაემხო, ჰერტა არაერთგზის გადააწყდა მის მწვალებლებს გზად და თითქმის ყველა მათგანი თვალს არიდებდა . ეს ის ხალხი იყო, რომელიც დევნიდა, აწამდებდა, ცილს სწამებდა, სამშობლოდან გადახვეწას აიძულებდა, ჰერტა კი რკინის ნებისყოფის გამოდგა. ეს ნებისყოფა და შეუდრეკლობა იყო, ასე რომ სძულდათ კომუნისტურ სახელმწიფოში. იმ “კომუნიზმის“ რეჟიმში, რომელსაც ვერასდროს მიაღწიეს, ყველაზე მეტად მოაზროვნე, გონიერ და პრინციპულ ადამიანებს ვერ იტანდნენ. განსხვავებული აზრისადმი შიშნარევმა ზიზღმა ისინი მონსტრებად აქცია, მოქალაქეები კი ზომბებად.

ამთავრებ წიგნს და ხვდები, რომ “კომუნისტებმა“, საბჭოთა ლიდერებმა ეს სახელმწიფოები მართლაც ვაშლის კურკებად აქციეს. ჰერტას სამშობლო “ იყო ვაშლის კურკა“ შენიც სულ ორიოდე დღის წინimage


, პლანეტაზე კიდევ უამრავი სახელმწიფო კი დღემდე ჩამოგავს ვაშლის კურკას და ასეც იქნება, ვიდრე მოქალაქეები ამ კურკაში დაეტევიან.




0
34
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0