x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"მე ძალიან მიყვარს საშინელებათა ფილმები" - რა შთაგონებას იწვევენ ისინი (+18)

image
ის მშვენიერი 19 წლის გოგონაა, ბიოტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი. თუმცა მისი სურათების ნახვა შეგაშფოთებთ. ეს გასაოცარი, საშინელი და რეალისტური ტრავმებია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავისივე ხელით იკეთებს. ყველაფერი კი საშინელებათა ფილმების ცქერით დაიწყო.

ფარა ფაკინი დუბაიში ცხოვრობს. მას ძალიან უყვარს კინომატოგრაფია. პირველი ექსპერიმენტები დედის საძინებლიდან მოპარული თვალების ჩრდილებით და ფერუმარილით ("რუმიანით") ჩაატარა. მას შეუძლია მომხიბლავი მოზარდიდან ზომბად გადაიქცეს და უნივერსიტეტის სტუდენტი, დამწყები გენეტიკი უკვე ფიქრობს სპეციალობის შეცვლაზე - იქნებ ღირდეს კარიერა სპეცეფექტების განხრით განაგრძოს.

"ძალიან მიყვარს საშინელებათა ფილმები და მათი ყურებისას ყოველთვის გაკვირდებოდი, თან ვფიქრობდი როგორ აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მოვძებნე ვიდეორგოლი YouTube -ზე და მაშინვე "ჩავძვერი ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში".

პირველი ეგრეთ წოდებული "ჭრილობის" ფოტო, რომელიც ხელზე გაიკეთა, მეგობარს გაუგზავნა და მაშინვე პოპულარული გახდა. ყველას ძალიან მოსწონდა, ბევრს კი ნამდვილი ეგონა. "მე თვითონაც არ მჯეროდა, რომ ეს პირველად გავაკეთე და ასეთი რეალური ჩანდა"- ამბობს ფარა. "მე არ მქონდა ბევრი სპეციალური პროდუქტი, პროფესიული ნივთები, ისინი დუბაიში არ იყიდებოდა, თანაც ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს. გადავწყვიტე მეხმარა უბრალო კოსმეტიკური საცხები, რომლებიც უკვე მქონდა".

თავიდან მხოლოდ თვალის ჩრდილებს იყენებდა, მერე თვითონვე მოიფიქრა ვაზელინში შერეული სიმინდის ფქვილი, რისგანაც კანის ეფექტი მიიღო.

"როცა პირველად მშობლებს ვაჩვენე, ძალიან შეშფოთდნენ. სახის ნახევარი ისე მოვიხატე, თითქოს ძლიერი დამწვრობა მქონდა და ჯერ მართლა შეეშინდათ, მერე მეკითხებოდნენ, თუ რატომ ვაკეთებდა ამას. მე კი უბრალოდ მიყვარს ვიყო შემოქმედებითი. ეს ჩემი ჰობია, თუმცა ვთვლი, რომ თავისებური ხელოვნებაცაა". ფარას ეს გართობა თუ ჰობი თვეში სულ მცირე 35 ფუნტი სტერლინგი უჯდება. ისე კი მხოლოდ პომადას ხმარობს.

ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები ფარას შემოქმედებაა:imageimageimageimageimageimageimageimage
image
imageimage
imageimage















0
251
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0