x
Maia kordzadze
როგორ აღინიშნავს მსოფლიოს ქვეყნები ქალთა საერთაშორისო დღეს

“ ოთხშაბათს მსოფლიო ქალთა დღეს აღნიშნავს, -გვამცნობს ლინდა კინსტლერი ფორტუნაში.-თუმცა საერთაშორისო ქალთა დღე- გლობალური დღესასწაულია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვანაირად აღინიშნება.ზოგიერთ ქვეყანაში ის ძალიან გავს წმინდა ვალენტინის დღეს.ქალები ღებულობენ საჩუქრებს და ყვავილებს მამაკაცებისგან.ზოგიერთ ქვეყანაში ქალები ქუჩაში გამოდიან და მოითხოვენ რეალურ ცვლილებას პოლიტიკაში, - განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ქალთა უფლებები საფრთხის ქვეშაა . .ამ “პუტინის მილოცვა
აშშ-ში ქალები მოაწყობენ გაფიცვას, სახელწოდებით: “დღე ქალების გარეშე"-ნათქვამია სტატიაში.ეს დღე პროტესტის და გენდერული თანაწორობის დაცვის დღედ არის ცნობილი.ამის ორგანიზება მოახდინა იმ საპროტესტო აქციის აქტივისტებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ მარშზე ვაშინგტონში, 21 იანვარს. ისინი მოითხოვენ უკეთეს სამუშაო პირობებს.იგივე მოთხოვნებით ჩატარდა გამოსვლები პირველი ქალთა საერთაშორისო დღეს, 1908 წელს.''

“ირლანდიელი ქალები ამ დღეს პროტესტით აღნიშნავენ და მოითხოვენ კონსტიტუციაში ცვლილებას აბორტის აკრძალვის შესახებ -განაცხადა კინსლერმა. -ლონდონში, კვირას შედარებით მშვიდობიანი ქალთა მარში ჩატარდა, რომელსაც ქალაქის მერი-სადიკ ხანი ესწრებოდა.ოთხშაბათს ქალთა დღის საპატივცემულოდ ბრიტანელი ქალები წითლებში გამოეწყობიან.დაგეგმილია დემონსტრაცია პარლამენტის და ეროვნული გალერეის წინ -გენდერული ცრურწმენების წინააღმდეგ ხელოვნების სამყაროში. ოთხშაბათს შოტლანდიაში პრემიერ-მინისტრი ნიკოლა სტერჟენი მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 ქალს მიიღებს შოტლანდიის პარლამენტში. "

“იტალიაში ქალებს ექნებათ საშუალება უფასოდ ეწვიონ მუზეუმებს და ღირსშესანიშნაობებს, სადაც ჩატარდება გამოფენები, “მსოფლიოს ქალთა სადიდებლად."

"რუსეთში, სადაც ქალთა დღე - მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვალენტინობის დღე, მამაკაცები ეცდებიან, რომ ექსტრავაგანტული დღე მოუწყონ -ცხოვრებაში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ქალებს'', - ამბობს კინსტლერი

0
17
1-ს მოსწონს
1-ს არა
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0