x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
კონსტანტინე გამსახურდიას ერთი თავგადასავალი... ეს საინტერესოა 4:
image

კონსტანტინე გამსახურდიას რამდენიმე შეყვარებული ჰყავდა, რომელთაგან ორი - რებეკა ვაშაძე და მირანდა ფალავანდიშვილი ცოლად შეირთო.

ამის გარდა იყო ერთი უცნაური ქორწინება ცნობილ ქართველ მსახიობთან მეგი წულუკიძესთან.


ამ დროს კონსტანტინეს კონფლიქტი ჰქონდა მირანდასთან. ეს მოხდა 40-იან წლებში... ახალგაზრდა ლამაზმა მეგიმ ისე მოხიბლა თურმე კონსტანტინე მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა.

კონსტანტინე რეგისტირებულ ქორწინებაში იყო მირანდასთან, ამიტომ მეგისთან ჯვარი დაიწერა. ჯვრისწერას, რომელსაც ესწრებოდნენ შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე აბაშელი, პაატა გუგუშვილი და მეგის ნათესავები, სიონში შედგა.

იმ დროისთვის კონსტანტინესთან ცხოვრობდა მისი ქალიშვილი, რომელსაც მამამ სთხოვა ახლადდაქორწინებული წყვილი ცოტა ხნით მარტო დაეტოვებინა. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მწერალმა ქალიშვილი სახლში დაიბარა და დაბრუნება სთხოვა. მოგვიანებით გაირკვა რომ კონსტანტინესა და მეგის შორის რაღაც კონფლიქტი მოხდა და მწერალმა ქალი ოჯახიდან გაუშვა, თუმცა ეს ამბავი ესე მარტივად არ დასრულებულა - კონსტანტინე ცეკაში დაიბარეს.


კონსტანტინე რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მირანდა ფალავანდიშვილთან, თანაც მოგეხსენებათ მაშინ ჯვრისწერა რას ნიშნავდა, თუმცა კონსტანტინემ გამოსავალი მაინც იპოვა: " დავით აღმაშენებელში" ჯვრისწერის სცენა მაქვს აღსაწერი და უფრო რეალისტური, რომ გამომსვლოდა, ამიტომ გავაკეთე, თორემ ის ქალი უკვე გავუშვი სახლიდანო."


კომუნისტების დროს რეალიზმი ძალიან ფასობდა, მოეწონათ მწერალი რეალისტურად რომ აღწერდა მოვლენებს და ამიტომ კონსტანტინეს თავი დაანებეს...

0
742
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
742
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0