x
image
natia.a
10 ნიშანი იმისა, რომ გემოვნება არ გაქვთ - არ დაუშვათ ეს შეცდომები!
image

სწორი გარდერობის შექმნა არც თუ ისე ადვილი საქმეა. ამისათვის დიდი ძალისხმევა და ცოდნაა საჭირო. სტილი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ძვირფასი ტანსაცმელი. ისიც კი, თუ მხოლოდ ძვირ, ბრენდულ სამოსსა და აქსესუარებს იძენთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კარგი გემოვნება გაქვთ. ქვემოთ ვისაუბრებთ რამდენიმე ნიშანზე, რომლებიც უგემოვნობაზე მიუთითებს. გაითვალისწინეთ ისინი და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალეთ თქვენი გარდერობი.

1. ზედმეტი სიმკაცრე


image
ბოლო დროს "შერეული სტილი" მოდის სამყაროში ძალიან პოპულარული მიმართულება გახდა. დიზაინერები სულ უფრო მეტად იხრებიან შეუსაბამოთა შესაბამებისკენ - სხვადასხვა ფაქტურებისა და ფერების შეხამებისკენ. ერთი სტილის სამოსი დიდი ხანია აქტუალური აღარ არის.

2. მოსაწყენი


image

არ ღირს მოდას ზედმეტად სერიოზულად მიუდგეთ! გაანეიტრალეთ მოსაწყენი საქმიანი პიჯაკი საინტერესო ბროშითა და თეთრი კედებით, ან საღამოს კაბა "ტრაქტორის" ძირიანი უხეში ფეხსაცმლით.

3. აქსესუარების უქონლობა



image

ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ ყველაზე მცირე დეტალებს შეუძლიათ მთლიანად შეცვალონ ვიზუალი. კარგად შერჩეულმა საყურეებმა შეიძლება აბსოლუტურად შეცვალს თქვენი სახე. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, თუმცა არც გადაჭარბებაა საჭირო. ზოგიერთი ქალბატონი, პირიქით, აქსესუარების გამოყენებაში საზღვარს ვეღარ გრძნობს, რაც მათ სახეს მოუქნელობასა და უგემოვნობას სძენს.

4. სტერეოტიპები


image

სანამ მოდა წინ მიდის და გოგონები უკვე დიდი ხანია მსუბუქ კაბებს უხეშ ბოტასებს უხამებენ, თქვენ ისევ ძველებურად საყვარელი "ქალური" ფეხსაცმლით მიაბიჯებთ, რადგან "თქვენ ხომ ქალი ხართ!" - ასეთი სტერეოტიპები აზიანებს როგორც სტილს, ასევე თქვენსავე კომფორტულობას.

5. რუჯისფერი კოლგოტები


image
როცა სამსახურში მკაცრი დრეს-კოდია, კოლგოტების გარეშე არაფერი გამოვა. მაგრამ მათი სწორად არჩევაა საჭირო. დაივიწყეთ ისეთი კოლგოტები, რომლებიც თქვენს ფეხებს "გარუჯულის" ფერს აძლევს. სამაგიეროდ აირჩიეთ თქვენივე კანის ფერი. ბადე-კოლგოტებზე ხომ საერთოდ აღარ უნდა იყოს საუბარი.

6. სტრიპტიზის ფეხსაცმელი


image

მაღალქუსლიანი, მაღალ პლატფორმაზე ფეხსაცმელი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისის ჰიტად იქცა, დღემდე იკავებს საპატიო ადგილს ბევრი გოგოს გარდერობში. მაგრამ უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ კლასიკურ "ნავებს", თუ რა თქმა უნდა, საღამოს სტრიპტიზის ცეკვას არ აპირებთ.

7. მხოლოდ ძვირფასი ბრენდები


image

ეს არის ბევრის მთავარი შეცდომა და სრული სნობიზმი! მთავარია არა ძვირი ტანსაცმლის არჩევა, არამედ სხვადასხვა კატეგორიის ფასის სამოსების შეხამების უნარი. ბევრი ქალბატონი, რომელიც სტილის ხატად არის აღაირებული, წარმატებით უხამებს ერთმანეთს მას-მარკეტში შეძენილ ტანსაცმელსა და ძვირი ბრენდების პროდუქციას.

8. ერთი ფერის ჩანთა და ფეხსაცმელი


image

ეს ტენდენცია ოდესღაც მართლა პიკში იყო, მაგრამ დღეს მოდის ინდუსტრიაში ის ცუდ ტონად ითვლება. ამჟამად არსებული ტენდენციები მოდის მიმდევრებს სრულ თავისუფლებას სთავაზობს აქსესუარებისა და მათი ფერის არჩევაში.

9. სიყალბე


image

მოდს სამყაროს ერთ-ერთი მთავარი აქსიომაა - "ნუ შეიძენთ ყალბს!"

10. არასწორი ზომა


image

ზოგი უპირატესობას ერთი ზომით პატარა ტანსაცმელს ანიჭებს, ზოგი კი პირიქით, უფრო დიდს იცმევს - ორივე შემთხვევა მოუღებელია და აფუჭებს ქალის ვიზუალს. ამიტომ, შეიძინეთ მხოლოდ თქვენი ზომის სამოსი.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 12 ტიპის სამოსი, რომელიც გარეგნულად 10 წელს მოგაკლებთ - ეს ბევრმა არ იცის!

image

2. ქალი დღეში 3 ფინჯან ყავას სვამდა და წარმოუდგენელი რამ დაემართა! - ეს ბევრს გამოადგება

image

3. რას ნიშნავს სამი ასო, რომელიც ყველა ჯინსის ელვა-შესაკრავს აწერია? - ეს ბევრმა არ იცის!

image

4. მოამზადეთ ტონალური კრემი საკუთარი ხელით - უმარტივესი მეთოდი

image

5. როგორ განვაახლოთ დახეული კედები და ბოტასები - ეს ძალიან მარტივია!

image




0
18650
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
18650
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0