x
image
თეონა გორდეზიანი
სამაგალითო ადამიანი. ეს საინტერესოა 3:
image


დავით სარაჯიშვილმა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 1910 წლის 10 ივნისს დონის როსტოვში შეადგინა ანდერძი.


ანდერძის მიხედვით 3 მილიონი იყო შემდეგნაირად განაწილებული:


1. 500 ათასი მანეთი - წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.



2. 150 ათასი მანეთი - ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.


3. 200 ათასი მანეთი - ისტორიულ -

ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.


4. 50 ათასი მანეთი - თბილისში რაიმე უმაღლესი სასწავლებლის დაარსებისთვის.


5. 30 ათასი მანეთი - ვლადიკავკავის

ღარიბი მოსწავლეების სწავლის დასაფინანსებლად. განურჩევლად ეროვნებისა...


6. 25 ათასი მანეთი - საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადოებას წიგნების გამოსაცემად.


7. 25 ათასი მანეთი - ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას.


8. 100 ათასი მანეთი - თბილისის დრამატულ საზოგადოებას.


9. 10 ათასი მანეთი - სამიწათმოქმედო

სახელოსნოს და თავშესაფართა საზოგადოებას.


10. 170 ათასი მანეთი - სარაჯიშვილის

ფირმის მუშებისთვის


11. 5 ათასი მანეთი - ქართული ფილარმონიის საზოგადოებისთვის.


12. 20 ათასი მანეთი - ქართული

სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას.


13. 50 ათასი მანეთი - ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.


14. 10 ათასი მანეთი - მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.


15. 10 ათასი მანეთი - დიდუბის ტაძარს.


16. 5 ათასი მანეთი - რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.


17. 200 ათასი მანეთი - ქირურგიული საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.


დავითი ანდერძის დაწერიდან დაახლოებით ერთ წელიწადში 1911 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა რა თქმა უნდა აღაფრთოვანა ქართველი საზოგადოება, მისი დიდი ნაწილი ქართველი ერის სხვადასხვა კუთხით განვითარებას უნდა მოხმარებოდა.

" თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედი შეიმოსა" .

1
85
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
85
  
2017, 7 მარტი, 5:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1