x
მეტი
  • 13.12.2017
  • სტატია:71881
  • ვიდეო:325041
  • სურათი:427194
14 ქვეყანა, რომელსაც განადგურება ემუქრება

ჩვენ მოულოდნელობებით აღსავსე, ქაოტურ დროში ვცხოვრობთ. მსოფლიო ებრძვის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს და, ამასთან ერთად, გლობალურ დათბობასაც. ამიტომაც, ბევრისთვის სრულიად ნორმალურია სამყაროს დასასრულის წარმოდგენა. დღევანდელი სიტუაცია მსოფლიოში, ალბათ, თქვენც გიჩენთ კითხვას, რომელი ქვეყნები შეიძლება გადარჩნენ და რომლები წაიშლებიან რუკიდან სამუდამოდ.


იუთუბის ერთ-ერთმა არხმა დაასახელა 14 ქვეყანა, რომლებიც, შესაძლოა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში სრულიად განადგურდნენ, სიაში შესულია ქვეყნები, რომლებშიც ეკონომიკური და პოლიტიკური არეულობაა, ასევე, ის ერებიც, რომლებსაც გლობალური დათბობა ემუქრებათ.


მაშ, ასე. ქვეყნების სია, რომლებსაც რუკიდან წაშლა ემუქრებათ, ასე გამოიყურება:


1. ჩრდილოეთ კორეა

მცირე აზიის ერი კვლავ დაჟინებით მოითხოვს ავტორიტარიზმს. ქვეყანაში შიდა რესურსების გარდა მხოლოდ რუსეთისა და ჩინეთის, მათი ერთადერთი მოკავშირეების დახმარებას იყენებენ.

imageთუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში რაღაც ეტაპზე ჩრდილოეთ კორეელები შეაჩერებენ იზოლაციას, ნელა გახსნიან საზღვრებს და გააფართოებენ საგარეო საქმეთა წარმოებას, დაამყარებენ ურთიერთობას რუსეთისა და ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებთანაც.

image


2. ბელგია

ეს პატარა ევროპული ქვეყანა გაიყო ფლენდერსის და ველონიის რეგიონებად, რეგიონებად, რომლებსაც ძალიან ცოტა აქვთ საერთო. 2007 წლის ბელგიის კრიზისის დროს ქვეყნის გაყოფის საკითხი აქტიურად განიხილებოდა.

imageხალხი ველონიის რეგიონში ძირითადად ფრანგულად საუბრობს და მათ სურთ, საფრანგეთის ნაწილი გახდნენ, მაშინ, როცა ფლენდერსის რეგიონში ფლამანდიელები არიან და დამოუკიდებელ ქვეყანად აღიარება, თავიანთი ფრანკოფონი თანამემამულეებისგან გამოყოფა სურთ.

image

3. ჩინეთი

ეს ერი ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილად მიიჩნევა და ჩინეთის არმიასთანაც არაფერი გვაქვს სახუმარო. ჩინეთიც სიაში საგარეო მიზეზების გამო კი არა, გარემოზე მიყენებული ზიანის გამო შვიდა, რომელიც ერზე დიდი გავლენა იქონია.

imageისეთ ქალაქებში, როგორიცაა პეკინი, დაბინძურებული ჰაერის პრობლემა იმდენად დიდია, რომ მოსახლეობა ხშირად დღისითაც სახლში დარჩენას ამჯობინებს. სუფთა ჰაერის პრობლემის გარდა, აღსანიშნავია ქარხნების საქმიანობის გამო დაბინძურებული წყალსაცავები და მდინარეები. ჩინეთის მთავრობის პროგნოზით, ერს სასმელი წყალი 2030 წლისთვის უკვე ამოეწურება.

image4. ერაყი

ახლო აღმოსავლეთის ეს ერიც ისეა გაყოფილი, რომ პრობლემის მოგვარება ადვილი ნამდვილად არ იქნება. ქვეყანაში სამი ჯგუფი დომინირებს: ქურთები ჩრდილოეთში, სუნიტები დასავლეთში და შიიტები სამხრეთში.

imageექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერაყის გასაერთიანებლად აუცილებელია, ქურთებმა ჩრდილოეთში ბატონობაზე უარი თქვან და გაყოფილი ერის სამივე ნაწილმა მოძებნოს გზა სიტუაციის დასაბალანსებლად.

image


5. გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი)

საიდუმლო არ არის, რომ შოტლანდიას ყოველთვის სურდა დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფა, თუმცა, ბოლო რეფერენდუმმა აჩვენა, რომ ერს ჯერ კიდევ არ აქვს ერთხმად გადაწყვეტილი, გაერთიანებაში დარჩენა უნდა თუ დამოუკიდებლობა სურს. 2016 წლიდან ინგლისი აღარ არის ევროპის კავშირის წევრი, რამაც ქვეყანას ბიძგი მისცა პოლიტიკურად და სოციალურად დაყოფისკენ.

imageუელსში და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც არსებობს ძლიერი ორგანიზაციები, რომლებსაც დამოუკიდებლობა სურთ. თუ გაერთიანებიდან რომელიმე ქვეყანა შეძლებს დამოუკიდებლობის მოპოვებას, მაშინ დიდი ბრიტანეთი დაიშლება და ქვეყნები, უბრალოდ, ცალ-ცალკე განაგრძობენ არსებობას.

image6. ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკელები დაყოფილები არიან სოციალური და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ეს ქვეყანაც მოხვდა სიაში. ერი თითქოს სხვადასხვა შეხედულებების შტატების კრებულია და თუკი არსებობს ქვეყანა, რომელსაც რამდენიმე უფრო პატარა ქვეყანად დაყოფა უწერია, ეს აშშ იქნება.

image2012 წელს 50-მა შტატმა უკვა გააგზავნა განცხადება ასობით ათასი ხელმოწერით და მოითხოვა გაერთიანებისგან გამოყოფა, ყველაზე მეტად ეს ალასკას და ტეხასს სურთ.

image

7. ესპანეთი

ესპანელი ერი უკვე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. 2008 წლიდან მშპ-ის ვალი 94%-ს შეადგენს, რაც სახიფათო მაჩვენებელია.

2015 წლის იანვარში ეპანეთის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი იყო უმუშევარი. ეს მაჩვენებელი ახალგაზრდებმა შექმნეს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში თავს უიმედოდ გრძნობენ და საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებენ.

image

ეკონომიკური პრობლემების პარალელურად ქვეყანაში თავს სხვა პრობლემებიც იჩენს. ესპანეთის ორ რეგიონს - კატალონიას და ბასკას დამოუკიდებლობა სურს. ბასკა ნაციონალისტური მოძრაობის ETA-ის თავშესაფარია, მოძრაობის, რომელიც პასუხისმგებელია ტერაქტებზე და 829 ადამიანის მკვლელობაზე 1968 წლიდან.

image


8. ლიბია

ერაყის მსგავსად, ლიბიას ჩამოყალიბებაც კოლონიური ეპოქის შედეგია. ქვეყანა დაყოფილია სამ განსხვავებულ ჯგუფად, რომლებიც ერთმანეთს თითქმის არაფერში ეთანხმება.

imageშიდა არეულობების გარდა, ლიბიაში გეოპოლიტიკური მოვლენებიც სწრაფად ვითარდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომი შეწყდება და ლიბიაში მშვიდობა დამყარდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ერთიანი ქვეყნის სახელი შეინარჩუნოს.

image

9. მალდივის კუნძულები

ბევრი თანხმდება იმაზე, რომ მალდივის კუნძულები ერთ-ერთია იმათგან, რომელსაც განადგურება ემუქრება. ეს პატარა ტროპიკული ერი ინდოეთის ოკეანეში ბინადრობს და ოკეანის დონის მომატების საფრთხის ქვეშაა. მალდივის მოსახლეობა თითქმის 350 000 ადამიანია.

image2012 წელს მალდივის პრეზიდენტმა მუჰამედ ნაშიდმა გამოიკვლია მოძრავი მატერიკი სამხრეთ აზიაში და ავსტრალიელებს განუცხადა, რომ ისინი უნდა მოემზადონ დევნილების მისაღებად მომდევნო 20 წლის განმავლობაში.

image

10. ბაჰამის კუნძულები

ისეთი პატარა კუნძულისთვის, როგორიც ბაჰამაა, სანაპირო ხაზის 1, 2 გრადუსით ცვლილებაც კი კატასტროფულია. იმ შემთხვევაში, თუ ოკეანის დონე კიდევ მოიმატებს ხუთი ფუტითაც კი, ბაჰამა დაკარგავს მიწის 80%-ს.

imageბაჰამის კუნძულების მოსახლეობის გადასარჩენად რადიკალური ზომების განხორციელებაა საჭირო. ყველაზე მეტ საფრთხეს კუნძულს გლობალური დათბობა უქმნის. ე.წ. ზღვის კედლები დაიცავდა მოსახლეობას ძლიერი ტალღებისგან.

image


11. წყნარი ოკეანის მარშალის კუნძულები

ეს კუნძულები ახლოსაა იაპონიასთან, ავსტრალიასთან და ე.ი. ეკვატორთანაც. მოსახლეობა დაახლოებით 50 000 ადამიანია. 2015 წელს ნიუ იორკ თაიმსმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "მარშალის კუნძულები ქრებიან". ისეთი ქვეყნები, როგორიც მარშალის კუნძულებია, ძალიან განუვითარებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით და მსოფლიო ხშირად აიგნორებს მათ პრობლემებს.

imageმარშალის კუნძულების მომავალი აშკარაა. პარიზში კონფერენციაზე შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ერი ჩაძირვისგან უნდა გადაერჩინა, მაგრამ ზოგმა დიდმა ქვეყანამ, როგორიცაა ინდოეთი, კუნძულის საქმეებს ყურადღება არ მიაქცია, რას იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში კუნძულის მიწის მასა შეიძლება საერთოდ გაქრეს, თუ მსოფლიო მას არ დაეხმარა.

image12. ფიჯის კუნძულები

"პროგრესულად ფიქრის" სტატიის მიხედვით, ზღვის დონის გაზრდამ ფიჯის კუნძულების სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სახლებში ათასობით ადამიანი დატბორა. მოსახლეობა იძულებული გახდა, ახალი სახლი მატერიკზე ან ისეთ დიდ კუნძულზე ეძებნა, როგორიც ავსტრალიაა. ფიჯის მოსახლეობა ყველანაირად ცდილობს, გადარჩეს. თუმცა, მათი შიდა ინიციატივა, რომელიც საცხოვრებლების რეკონსტრუქციას გულისხმობს, ყოველ 30 სახლზე 800 000 დოლარი ჯდება.

imageისევე, როგორც სხვა კუნძულების მოსახლეობის, ამ კუნძულის მოსახლეობის მომავალიც დაფინანსების არარსებობის და მხოლოდ ზომიერი ზომების გამო ავბედითად გამოიყურება.

image

13. სოლომონის კუნძულები

იტყობინებიან, რომ 2016 წელს ზღვის დონის მომატების გამო 6 სოლომონის კუნძული დაიტბორა. წელიწადში წყლის დონე 10მილიმეტრით იწევა, რაც კუნძულისთვის ძალიან სახიფათოა. ერთ-ერთ დატბორილ კუნძულზე, ნუატამბუზე 25 ოჯახი ცხოვრობდა.

imageწყლის დონის მომატება მხოლოდ სანაპირო ზოლს არ აქრობს. ის ასევე აფუჭებს მეურნეობას და ნათესებს, რაც საკვების უსაფრთხოების პრობლემასაც უმატებს ამ პატარა კუნძულების პრობლემებს.

image

14. ტოკიო, იაპონია

ქალაქ ტოკიოს, სადაც 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, განადგურება ემუქრება. "ჯეპან თაიმსის" თქმით, მაშინაც კი, თუ გლობალური ტემპერატურა 2 გრადუს ცელსიუსით შეიცვლება, 4 მილიონი ტოკიოელი სახლის გარეშე დარჩება.

image

0
1152
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0