x
მეტი
  • 18.08.2017
  • სტატია:68434
  • ვიდეო:320945
  • სურათი:421308
ოთახის მცენარეების მწერებთან ბრძოლის და პროფილაქტიკის მეთოდები (და არანაირი ქიმია)

ძნელია ისეთი ბინის წარმოდგენა, რომელშიც ოთახის მცენარეები არ არის. მაგრამ, კოლოსალური დადებითი ემოციების გარდა, რომელსაც მათთან ურთიერთობისას ვიღებთ, ხან ისეც ხდება, რომ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან მათი გადარჩენაც გვიხდება. ხშირად, ყვავილების მოყვარულები ისეთ არასასიამოვნო სიტუაციაში ვარდებიან, როგორიც ქოთნის ყვავილის ქინქლების შემოსევა არის. ჩნდება კითხვები: როგორ ჩნდებიან ქოთანში მწერები და როგორ მოვაშოროთ ისინი მცენარეს?


სახლის პირობებში მცენარეების მოვლა და გამრავლება – არ არის ადვილი საქმე და მხოლოდ მცენარეების სიყვარული ნამდვილად არ არის საკმარისი – საჭიროა დიდი ყურადღება და მონდომება. ვიდრე ყვავილების გამრავლებას დაიწყებთ, ერთ მნიშვნელოვან კითხვას უნდა უპასუხოთ: მოუვლით, თუ არა მათ ან იქნებ საამისოდ მეტისმეტად გადატვირთული ბრძანდებით? თუ პასუხი დადებითია და ოთახის მცენარეებით გინდათ ბინაში სიმყუდროვის შექმნა, უნდა გააცნობიეროთ, რომ ყვავილებით მხოლოდ თქვენ კი არა, ქინქლებიც ისისმოვნებენ. ისინი მცენარის მიწას მატლების გამოსაჩეკად იყენებენ, რომლებიც შემდგომში, მცენარის ფესვებს შეესევიან და მის ჭამას დაიწყებენ. შედეგად, ფესვი ლპობას დაიწყებს, რასაც შეუქცევადი პროცესი – მცენარის გახმობა მოჰყვება.


image


ქოთანში ქინქლების გაჩენის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს და აუცილებელია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია მწერების შემოსევა. მიზეზებს შორის, ყველაზე ხშირად, ეს სამი სახელდება:


* მიწის ჭარბი ტენიანობა – წლის ცხელ პერიოდში, მათი გახმობის შიშით, უმრავლესობა ხშირად რწყავს მცენარეებს. ამიტომ, წყალი დიდი ხნის მანძილზე რჩება ქოთანში. ხოლო მუდმივად სველი ნიადაგი, ხელსაყრელი გარემო არის მავნე მწერების გაჩენა-გამრავლებისთვის;

* ღია ფანჯარა – სოკოს მფრინავ კოღოებს შეუძლიათ შემოფრენა ბინაში და თუ ნესტიან გრუნტს აღმოაჩენენ, აღარსად წავლენ და სიამოვნებით დარჩებიან თქვენთან საცხოვრებლად;

* არადეზინფიცირებული მიწა – უხარისხო გრუნტის მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ სუბსტრატში ბოლომდე არ არის დასრულებული გარკვეული პროცესები (მაგ. ფოთლების ლპობა). ასეთი მიწა საუკეთესო ადგილი არის მწერების გასამრავლებლად.


ქოთნის მწერების ყველაზე გავრცელებული სახეობები


image


* დროზოფილი, რომელსაც ნაყოფის ან ხილის ბუზსაც ეძახიან. ის გარეგნობით, მართლაც პატარა ბუზს მოგაგონებთ.

* სციარიდი – ყვავილების ქინქლა ან სოკოს კოღო.

* ფრთათეთრა, იგივე ალეიროდია, რომელიც ძირითადად მცენარის ფოთლებზე სახლდებიან.


ბრძოლის მეთოდები


რადგან მავნებლების ერთი ნაწილი ნიადაგში ბინადრობს, ხოლო მეორე – ფოთლებზე, შესაბამისად, მათთან ბრძოლის მეთოდები ერთნაირი ვერ იქნება. ამიტომ, ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ მათთან ბრძოლის მეთოდები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს საშუალებები ერთნაირად მოქმედებს როგორც შავი, ისე თეთრი ფერის მავნებლებზე.


დროზოფილის და სციარიდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები


I ნაბიჯი. მიეცით გრუნტის ზედა ფენას კარგად გამოშრობის საშუალება – თუნდაც 2 სმ-ზე რომ იყოს მშრალი.


II ნაბიჯი. დაიჭირეთ ყვალა დიდი ზომის მწერი. ამის გაკეთება რამდენიმე საშუალებით შეიძლება:


* ხაფანგი: სპეციალური (н-р, ჩვეულებრივი ბუზის საჭერი ლენტა) ან ხელნაკეთი.

ხელნაკეთი ხაფანგის დასანზადებლად, საჭიროა ყვითელი ან ყვითლად გაფერადებული მუყაო და თაფლი: მუყაოს წაუსვათ თაფლი და ქოთნის ირგვლივ განათავსოთ. მუყაოს გამოცვლა საჭიროების მიხედვით უნდა მოხდეს.


image


* მტვერსასრუტი: მოხსენით მტვერსასრუტს ჯაგრისის საქშენი და ისე დაამუშავეთ მიწა და ფანჯრის რაფები. თუ ტომარ ერთჯერადია, გადააგდეთ, თუ არა, გარეთ გაიტანეთ და ისე გამობერტყეთ. ხოლო შემდეგ, მწერების საწინააღმდეგო აეროზოლით დაამუშავეთ.

III ნაბიჯი. ზრდასრული მწერების განადგურების შემდეგ, მატლების მოსაშორებლად, საჭიროა მიწის დამუშავება. ამისთვის, მიწა ზედა ნაწილი გააფხვიერეთ და ქვემოთ ჩამოთვლილი ხსნარებიდან, მცენარის და მიწის დასამუშავებლად, ერთ-ერთი გამოიყენეთ:

image

* ნივრის ნაყენი: ერთი ქოთნისთვის ნაყენის მოსამზადებლად: 1 თავ გახეხილ ნიორს 600 მლ. მდუღარე წყალი დაასხით. გააჩერეთ ნაყენი 4 საათი და პულვილიზატორით მიასხურეთ მცენარის ფოთლებს და გრუნტს დაასხით. რაც შეიძლება ღრმად ჩაფლეთ მიწაში ნივრის რბილობი. გარდა ამისა, შეგიძლიათ ნივრით მიწის ზედაპირი მთლიანად დაფაროთ: რამდენიმე კბილი ნიორი გაჭერით სიგრძეზე და დააწუეთ მიწის ზედაპიერზე, გადანაჭერით ქვევით.


image


* კალიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკა) ხსნარი: ის იმდენად სუსტი უნდა იყოს, რომ ხელის გულზე უფერული ჩანდეს. მორწყეთ და მიასხურეთ მცენარეს კვირაში ერთხელ, ერთი თვის მანძილზე.

* საპნის ხსნარი: გახეხეთ სახეხზე 20 გრ. სარეცხი საპონი და გახსენით 1 ლ. თბილ წყალში. შემდეგ მიასხურეთ და დაასხით მცენარეს.

* გოგირდი: თანაბარი დაშორებით, ჩაარჭეთ მიწაში 4 ასანთი, თავით ქვევით და ცოტა წყალი დაასხით. ერთი კვირეის მანძილზე, ასანები ყოველდღე გამოცვალეთ.

image

ფრთათეთრას წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები


I ნაბიჯი. ჯერ უნდა დაიჭიროთ ყველა დიდი მწერი. ამის გაკეთება შემდეგი მეთოდებით შეიძლება:


* გააკეთეთ პირველ ინსტრუქციაში აღწერილი ხაფანგები.

* დაიჭირეთ მტვერსასრუტით.

* ჩაასხით პატარა თასში მურაბა და დაელოდეთ, ვიდრე ფრთათეთრები არ მიფრინდებიან და ჩაეწებებიან მასში.

* შექმენით ოთახში გრილი ატმოსფერო. ტემპერატურის ვარდნის შემთხვევაში, მწერები ფოთლებიდან აფრინდებიან და მათ დაჭერას მტვერსასრუტით შეძლებთ.

image

II ნაბიჯი. მას შემდეგ, რაც ზრდასრულ მწერებს მოაცილებთ, მცენარე აბაზანაში შეიტანეთ და ფოთლები საფუძვლიანად გაურეცხეთ (მათზე კვერცხი არ უნდა დარჩეს).


image


III ნაბიჯი. გამოიყენეთ პირველი ინსტრუქციაში აღწერილი ნივრის ნაყენი.

image

IV ნაბიჯი. სურვილის შემთხვევაში, მცენარე ახალ გრუნტში გადარგეთ, ხოლო დაავადებული მიწა გადაყარეთ.

image
შენიშვნა: სახლის მცენარეების ფრთათეთრას განადგურების კიდევ ერთი მეთოდი არსებობს. თუ მცენარეს შეუძლია 14 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის გადატანა, უბრალოდ დადგით ის 10-12 დღე გრილ ადგილზე და მწერები ერთიანად დაიხოცებიან, როგორც ზრდასრულები, ისე მატლები.

image

მწერების ქოთანში გაჩენის პროფილაქტიკა

image

მცენარესთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემები რომ არ შეგექმნას, საჭიროა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება.
1. ყურადღება მიაქციეთ მორწყვის პროცესს – ჭარბი წყალი და მუდმივად ნესტიანი ნიადაგი მწერებს ყოველთვის იზიდავს;

2. არ შეიძლება მცენარესთვის ჩაის ნაყენის დასხმა;

3. ნიადაგი ქოთანში ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. ამოიღეთ ქოთნიდან ჩამოვარდნილი ფოთლები და ყვავილები;

4. გრუნტის ყიდვის შემდეგ, არ დაგავიწყდეთ მისი ორთქლზე გატარება ან გაყინვა;

5. მცენარის გადარგვის წინ, ქოთანი მდუღარე წყლით ან მარგანცოვკის ხსნარით დაამუშავეთ;

6. არ შეიძლება ისეთი ნიადაგის გამოყენება, რომელშიც ფოთლების ლპობის პროცესი დასრულებული არ არის;

7. გრუნტის ზედაპირი მსხვილი ქვიშით დაფარეთ;

8. მორწყვის წინ, აუცილებლად გააფხვიერეთ მიწის ზედაპირი, რომ წყალი ზედაპირზე არ გაჩერდეს.

9. რამდენიმე კბილი ნიორი თხელ ფენებად დაჭერით და მიწაზე მოთავსეთ;
10. მწერები ვერ იტანენ ციტრუსის სუნს და თუ ფორთოხლის ან ლიმონის ქერქის ნაწილებს მიწაზე მოაბნევთ, ახლად მოსული «სტუმრები» მაშინვე დატოვებენ ქოთანს;

11. არ უყვართ მწერებს თამბაქოს სუნიც;
12. პროფილაქტიკის კარგი საშუალება არის ხის ნაცარი. საკმარისია ნაცარი ფოთლებზე და მიწის ზედაპირზე დრო და დრო მოაყაროთ და მცენარეს მწერი აღარ გაეკარება. ამასთან, ნაცარი სასარგებლო სასუქიც არის;
image

P. S. თუ ყველა საშუალება გამოსცადეთ და სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, შეგიძლიათ ბრძოლა ქიმიური საშუალებებთ გააგრძელოთ. მაგ., : დიხლოფოსი – Raptor, Raid, Нео. ეს არის უნივერსალური საშუალება რომელიც მომენტალურად ხოცავს როგორც თეთრ, ისე შავ მწერებს. გარდა ამისა, არის სპეციალური ხსნარები, რომლებიც მწერების მოსაცილებლად გამოიყენება.

ქიმიური ხსნარების გამოყენების შემთხვევაში, მინიმუმ 3 დღის მანძილზე არ უნდა მორწყათ მცენარე.

შენიშვნა: ქიმიკატების გამოყენებისას, ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა. მცენარის დამუშავებისა აუცილებელია რეზინის ხელთათმანების, რესპირატორის, დამცავი სათვალეების და ხალათის გამოყენება.

0
652
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
652
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0