x
image
მთვრალი12
"ძაღლის ყმუილი, მოშორებით მცხოვრებ მოსახლეობას 10 დღე-ღამის განმავლობაში ესმოდა..."

image"ლისის ტბის ზემოთ, ე.წ. თხილნარას აგარაკებზე, ძაღლი პატრონმა დამბული დატოვა და გაუჩინარდა. დაახლოებით სამი წლის ხვადი როტვეილერი ისე დასუსტდა, რომ საბელი მოიძრო, მაგრამ უარეს დღეში აღმოჩნდა - სავარაუდოდ, თავისუფლების შეგრძნებამ ისე გაახარა, რომ მოულოდნელად დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლის ორმოში აღმოჩნდა.
ადამიანის ოთხფეხა მეგობარი აგარაკზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა, სავარაუდოდ, სამშენებლო მასალების საყარაულოდ, შემოღობილ ტერიტორიაზე დააბეს. ორმოში ჩავარდნილი ძაღლის ყმუ...ილი, მოშორებით მცხოვრებ მოსახლეობას დაახლოებით 10 დღე-ღამის განმავლობაში ესმოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ საიდან მოდიოდა ხმა.
3 მარტს კი ადგილობრივმა მოსახლემ, გაგა კოხრეიძემ ძაღლი ორმოში იპოვა და ჩვენს თავშესაფარს დაუკავშირდა. ჩვენი ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადაა და საშინელი სურათის მოწმე გახდა. კვირეების ნაშიმშილარი ძაღლი საშინლად დაუძლურებულია. ადგილზე გამოვიძახეთ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და საპატრულო ეკიპაჟი. შედგა შესაბამისი აქტი და დავაფიქსირეთ ძაღლის მდგომარეობა - შიმშილითა და წყურვილით დაუძლურებული. საპატრულო პოლიციამ დააფიქსირა, რომ იმ ადგილას, სადაც ცოცხალი არსება დაბმული ჰყავდათ, ჯამში წყალიც კი არ იყო. შესაბამისად, პატრონი ვერავის დააბრალებს, რომ ჩვენ მის კერძო საკუთრებაში უკანონოდ შევიჭერით და ძაღლი მოვპარეთ. უკვე გადაწყვეტილია ძაღლის ბედიც - ასეთ უყურადღებო და სასტიკ პატრონს ის კანონის ძალით ჩამოერთმევა!
ასევე კანონის სრული დაცვით, როტვეილერი თავშესაფარში გადავიყვანეთ, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება. იმედი გვაქვს, რომ პატრონისგან ასე სასტიკად გაწირული ძაღლის გადარჩენას შევძლებთ.
" - აქვეყნებს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი სოციალურ ქსელში და თან ვიდეოსაც ურთავსimage

0
218
2-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0