x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება
ნათია კიკვაძე


05.02.2017


ყველა ისწრაფვის მაღალი თვითშეფასებისკენ - მაგრამ მისი
გამომუშავება შეიძლება საოცრად რთული იყოს. ფსიქოლოგი გაი ვინჩი ხსნის, რატომ ხდება ასე და აღწერს მოკლე გზებს თვითშეფასების ასამაღლებლად.
image

ყველა ჩვენგანმა იცის თვითღირებულების შეგრძნების გაუმჯობესების
მნიშვნელობა. როდესაც ჩვენი თვითშეფასება მაღალია, ჩვენ არა მხოლოდ გვრძნობთ თავს კარგად, უფრო სტაბილურებიც ვართ. ტვინის სკანირება აჩვენებს, რომ როდესაც ჩვენი თვითშეფასება მაღალია, ჩვენ შეიძლება განვიცადოთ ისეთი „ემოციური ჭრილობები“, როგორიცაა უარყოფა და მარცხი, ნაკლებ მტკივნეულად, მათგან თავის დაღწევა შედარებით ადვილი ხდება. მაღალი თვითშეფასებისას, ნაკლებად მოწყვლადი ვხდებით შფოთვის მიმართ; ასეთ დროს ნაკლებად ხდება კორტიზოლის გამომუშავება
სისხლში და სტრესის თანმხლები ეფექტებიც ნაკლებად ნარჩუნდება ჩვენს ორგანიზმში.


მიუხედავად მაღალი თვითშეფასების დადებითი მხარეებისა, მისი გაუმჯობესება არაა ადვილი საკითხი. მრავალი სტატიის, პროგრამის მიუხედავად რეალობაა, რომ ბევრი მათგანი არ მუშაობს ან პირიქით შეიძლება უარეს მდგომარეობაშიც ჩაგვაგდოს.

პრობლემის ერთი მხარე ისაა, რომ ჩვენი თვითშეფასება
დასაწყისში გაცილებით არასტაბილურია, და ის მერყეობს დღიურად, თუ საათობრივად არა. სხვა სირთულეები ისაა, რომ ჩვენი თვითშეფასება მოიცავს როგორც ჩვენს გლობალურ გრძნობებს, შეხედულებებს საკუთარ თავზე, ისე იმას, რას
ვფიქრობთ ჩვენს თავზე ცხოვრების სხვადასხვა განზომილებაში ( როგორც მამა, ძიძა, ათლეტი...), ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თვითშეფასების ის განზომილებაა, რომელიც ჩვენს მთლიანპიროვნულ შეფასებაზე ახდენს გავლენას. მზარეულის
თვითშეფასებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს ადამიანი, ვისაც არ მოეწონება მის მიერ მომზადებული სადილი, მაგრამ საჭმლის დაწუნება უმნიშვნელო ფაქტი იქნება იმისთვის, ვისი იდენტობისთვის მეორეხარისხოვანია სადილების მომზადება.


და ბოლოს, მაღალი თვითშეფასების ქონა ნამდვილად შესანიშნავია,
მაგრამ მხოლოდ ზომიერების ფარგლებში. ძალიან მაღალი თვითშეფასება, როგორიც აქვთ ნარცისებს, ხშირად საკმაოდ მყიფეა, ადვილად მსხვრევადი. ამ ადამიანებს შეიძლება საკუთარ თავზე განსაკუთრებული წარმოდგენები ჰქონდეთ, მაგრამ ისინი მოწყვლადნი არიან კრიტიკისა და ნეგატიური უკუკავშირების მიმართ და პასუხობენ
მათ იმგვარად, რაც აფერხებს მათ ფსიქოლოგიურ თვითზრდას.
image

ნამდვილად შეიძლება თვითშეფასების ამაღლება, თუ ჩვენ მივუდგებით მას სწორად. არსებობს რამდენიმე გზა მის ასამაღლებლად:

1) გამოიყენე პოზიტიური განმტკიცებები სწორად
პოზიტიური განმტკიცება, როგორიცაა „მე მინდა გავხდე წარმატებული!“, საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ მას აქვს ერთი პრობლემა - მან შეიძლება დაბალი თვითღირებულების მქონე ადამიანებს საკუთარ თავზე გაუარესებული წარმოდგენა შეუქმნას. რატომ? როდესაც ჩვენი თვითშეფასება დაბალია, მსგავსი განაცხადი, დეკლარირება არის უბრალოდ საკმაოდ საპირისპირო ჩვენი არსებული რწმენების
მიმართ. პოზიტიური მტკიცება მუშაობს მხოლოდ ადამიანთა ნაწილის მიმართ - ვისი თვითშეფასებაც უკვე მაღალია. მტკიცებებისთვის მუშაობა, როდესაც შენი თვითშეფასება ჩამორჩენილია, დაბლადაწეულია, ბიძგი მიეცი მას, რომ უფრო დამაჯერებელი გახდეს, უფრო სარწმუნო. მაგ., ჩაანაცვლე „ მე ვაპირებ, გავხდე დიდად წარმატებული!“ ფრაზით „ მე ვაპირებ, ვიყო შეუპოვარი, სანამ წარმატებული
გავხდები!“

2) გაიგე შენი კომპეტენციები და განავითარე ისინი
თვითშეფასება ვითარდება რეალური უნარებისა და მიღწევების დემონსტრირებით ჩვენი ცხოვრების ჩვენთვის მნიშვნელოვან სფეროებში. თუ შენ ამაყობ კარგი მზარეულობით, გამართე მეტი სადილობის წვეულებები. თუ შესანიშნავი მორბენალი ხარ, დარეგისტრირდი რბოლებზე და ივარჯიშე მისთვის. მოკლედ, მკაფიოდ უნდა გაიგო შენი ძირითადი კომპეტენციები და იპოვო შესაძლებლობები და კარიერა მათი გამოსავლენად.


3) ისწავლე, მიიღო კომპლიმენტები


ერთ-ერთი სახიფათო ასპექტი თვითშეფასების გაუმჯობესებისთვის არის ის, რომ როდესაც ჩვენ ცუდად ვფიქრობთ საკუთარ თავზე, კომპლიმენტების მიმართ წინააღმდეგობრივნი ვხდებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი ძალიან გვჭირდება.
ასე, რომ შენს თავს მიზანად დაუსახე, მოითმინო კომპლიმენტები მათი მიღებისას, არაკომფორტულობის შეგრძნების მიუხედავად. საუკეთესო გზა კომპლიმენტების მოსაშორებლად მიმართული რეფლექსური რეაქციების თავიდან ასარიდებლად იქნება, მოამზადო პასუხების კომპლექტი და გაწვრთნა საკუთარი თავი მათ ავტომატურ გამოყენებაში კარგი უკუკავშირების მიღებისას ( მაგ., „მადლობა“ ან „რა კეთილი ხარ, ამას რომ ამბობ“). დროდადრო უარყოფის, კომპლიმენტების არიდების შენი მცდელობები შემცირდება - რაც ძალიან სასარგებლო ინდიკატორი, მაჩვენებელი
იქნება იმისა, რომ შენი თვითშეფასება თანდათან იზრდება.

4) გამორიცხე, აღმოფხვერი თვითკრიტიკა დ ჩაანაცვლე თვითთანაგრძნობით
სამწუხაროდ, როდესაც ჩვენი თვითშეფასება დაბალია, გვაქვს ტენდენცია, დავაზაინოთ ის დამატებით თვითკრიტიკით. მას შემდეგ, რაც ჩვენი მიზანი გახდება თვითშეფასების ზრდა, გვჭირდება შევცვალოთ თვითკრიტიკა(რაც სავსებით უსარგებლოა, თუკი ის საინტერესოდ განიცდება), შევცვალოთ თვითთანაგრძნობით.კონკრეტულად, როდესაც
შენი თვითკრიტიკული შიდა მონოლოგი გეწყება, გაიხსენე რას ეტყოდი შენს საუკეთესო მეგობარს მსგავს სიტუაციაში ( ჩვენ ხომ გაცილებით თანაგანმცდელი ვართ მეგობრებისადმი, ვიდრე საკუთარი თავისადმი) და მსგავსი კომენტარებით
მიმართე საკუთარი თავისადმი. ამის კეთება შენს თვითშეფასებას დაიცავს კრიტიკული ფიქრებით დაზიანებისგან, ნაცვლად ამისა დაგეხმარება მის გაუმჯობესებაში.


5) დაამტკიცე შენი ნამდვილი, რეალური ღირებულება
შემდეგი სავარჯიშო დაგეხმარება აამაღლო დაწეული თვითშეფასება : ჩამოწერე შენი თვისებები, რომლებიც მოცემულ მომენტში გაქვს. მაგ., ჩამოწერე ის თვისებები,
რომლებიც მოგცემს კარგ საურთიერთო პერსპექტივას (მაგ., იყო ლოიალური ან ემოციურად გაწონასწორებული); თუ სამუშაოზე დაწინაურების მხრივ დამარცხდები, ჩამოწერე ის თვისებები, რომლებიც ღირებულ დასაქმებულად გაქცევს (მაგ., თუ გაქვს ძლიერი პროფესიული ეთიკა ან ხარ პასუხისმგებლიანი). შემდეგ ამოირჩიე შენი სიის პუნქტებიდან ერთ-ერთი და დაწერე მოკლე ესე(ერთი ან ორი პარაგრაფი),
რატომაა აღნიშნული მახასიათებელი ფასეული და რატომ იქნება მომავალში სხვებისგან დაფასებული. გააკეთე ეს სავარჯიშო ყოველდღე და მაშინ, როდესაც გჭირდება თვითშეფასების ზრდა.
თვითშეფასების გაუმჯობესება მოითხოვს მუშაობას, რამდენადაც ის გულისხმობს განვითარებასა და ჯანსაღი ემოციური ჩვევების შენარჩუნებას, მაგრამ ამის სწორად შესრულებას მოაქვს დიდი ემოციური და ფსიქოლოგიური შედეგიც გაღებულ
ინვესტიციაზე.


გამოყენებული წყაროები:

https://psychcentral.com/blog/archives/2011/10/30/6-tips-to-improve-your-self-esteem/

http://www.nhs.uk/Livewell/mentalhealth/Pages/Dealingwithlowself-esteem.aspx

http://www.positivityblog.com/index.php/2013/09/11/improve-self-esteem/





0
342
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0