x
კანონგარეშე
რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალები სირიაში: ექსკლუზიური კადრები

image რუსეთმა საქართველოსთან 2008 წლის მერე სწრაფი ტემპებით დაიწყო თავისი შეიარაღებული ძალების გადაიარაღება, ბევრად გაუმჯობესებული მძიმე ტექნიკით, საფრენი აპარატებით და მთლიანობაში შეიარაღებით.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალები, რომელიც თანამედროვედაა ჩაცმულიც, დახურულიც და რაც მთავარია შეიარაღებულია სათანადოდ.
რუსული ტელეკომპანია "Звезда"-ს ოპერატორებმა სირიაში გადაიღეს, ექსკლუზიური კადრები რუსეთის სპეციალური ძალების რაზმზე, რომელიც მოქმედებს საბრძოლო მოქმედებების ზონაში.
6 წუთიანი ვიდეორგოლი ეძღვნება რუსული არმიის ელიტის–სპეციალური ძალების მოქმედებას სირიაში.
კადრში კარგად ჩანს სპეცრაზმელების კარგი შეიარაღება და თანამედროვე ეკიპირება. ვიდეოში სპეცრაზმელები მოქმედებენ ალეპოში და ჰომსის პროვინციის უდაბნოს რელიეფში.
ოპერტორებმა გარკვევით, მკაფიოდ გადაიღეს და დააფიქსირეს რუსი სპეცრაზმელების შეიარაღება, "კამუფლირებული" იარაღები თანამედროვე კოლიმატორებით და სნაიპერული სამიზნეებით, უხმაურო სროლისათვის გათვალისწინებული მაყუჩებით. კადრში ჩანს ასევე ჯავშანმანქანა "Тигр", ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და სნაიპერული შაშხანები.
27 თებერვალს რუსეთმა აღნიშნა სპეციალური ოპერაციების დღე, რომელიც აღინიშნება 2015 წლის 26 თებერვლის პრეზიდენტის ბრძანებულებიდან გმომდინარე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, სპეციალური ოპერაციების ძალები–ესაა საუკეთესოდ მომზადებული და ეკიპირებული ყველა საარმიო სპეცრაზმებს შორის რუსეთში. მათ ამოცანაში შედის დივერსიულ–სადაზვერვო ოპერაციები.
თავად რუსეთის თავდაცვის უწყებამ კი მათ უწოდა–თანამედროვე ბრძოლის "ქირურგები", რომლებსაც შეუძლიათ "იმუშაონ" ყველა მიმართულებით.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage























0
590
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
590
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0