x
ემპათია
ნათია კიკვაძე

05.02.2017

ემპათია არის უნარი იმისა, რომ გაგებულ იქნეს სხვა ადამიანთა ქცევა და დამოკიდებულება, რამდენადაც ისინი საკუთარ გამოცდილებაში შეიძლება არსებობდეს. სიმბოლისტ-ინტერაქციონისტები (ჯორჯ მიდი და სხვ.)

image

ემპათიას განიხილავენ, როგორც სხვათა როლების ათვისების პროცესს, რაც სოციალიზაციის არსს შეადგენს. ემპათიის შინაარსი ვებერთან მოიაზრება ცნებაში „ფერშტეენ“ (verstehen), რომელიც ნიშნავს გაგებას და თანაგანცდის მეშვეობით უზრუნველყოფს სხვათა ემოციური (არარაციონალური) ქმედებების საზრისთა ადეკვატურ წვდომას. ინტერაქციონისტებს სჯერათ, რომ ემპათიის განხორციელება თვისობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი. თუმცა, ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ემპათია სხვათა ქმედებებზე ობიექტური დაკვირვების შესაძლებლობას ამცირებს.
ემპათიის ბევრი განსაზღვრება არსებობს, რომლებიც მოიცავს ემოციური მდგომარეობების ფართო ვარიაციას. ემპათიის ტიპებია: კოგნიტური ემპათია, ემოციური ემპათია და სომატური ემპათია. ემპათიის განვითარების მხრივ არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები, ემპათიის საერთოდ არგამოვლენიდან დაწყებული თუ მაქსიმალური ხარისხით მისი გამოვლენიღ დამთავრებული, როდესაც ემპათია საზიანოა საკუთარი თავისა თუ სხვებისთვის, ბალანსირებული ემპათია კი მოიცავს შესაძლებლობას, საკუთარსა და სხვას შორის ზღვარი განსაზღვრო.
ემპათიის განსაზღვრებები მოიცავს ემოციური მდგომარეობების ფართო რიგს, მათ შორის სხვებზე მზრუნველობას, მათდამი ყურადღებასა თუ სხვების დახმარების სურვილს; იმ ემოციების განცდას, რომლებიც სხვების ემოციებს ერგება; მიხვდე, რას ფიქრობს ან გრძნობს სხვა პიროვნება და ნაკლებად მკაფიო გახადო განსხვავებები შენსა და სხვას შორის.
ეს აგრეთვე უნარია, იგრძნო და გაიზიარო სხვების ემოციები. ზოგს სჯერა, რომ ემპათია გულისხმობს სხვისი ემოციების მორგების უნარს, ზოგს კი სჯერა, რომ ემპათია სხვა პიროვნებისადმი კეთილ, დადებით, სენტიმენტალურად განწყობას ნიშნავს.
თანაგრძნობა (compassion) და სიმპათია, თანაგანცდა(sympathy) დაკავშირებულია ემპათიასთან, მაგრამ სამივე ეს ტერმინი უნიკალურია. თანაგრძნობა განისაზღვრება, როგორც ემოცია, რომელსაც გრძნობ გასაჭირში მყოფის მიმართ, რაც გამოტივირებს მისი დახმარებისკენ. თანაგანცდა (sympathy) მზრუნველობის შეგრძნება და გასაჭირში მყოფის გაგებაა. ზოგი sympathy-ში ემპათიურ ინტერესსაც მოიაზრებს, რასაც სწავლულები განმარტავენ, როგორც სურვილს, დაინახო სხვები უკეთესად და ბედნიერად.
ემპათია აგრეთვე განსხვავდება სიბრალულისა (pity) და „ემოციური გადამდებობისგან“ (emotional contagion). სიბრალული არის შეგრძნება იმისა, რომ სხვა გასაჭირშია, პრობლემებშია და მას არ შეუძლია მათთან გამკლავება, ითარგმნება როგორც მწუხარების განცდა (feeling sorry). ემოციური გადაცემა ნიშნავს, რომ პიროვნება ( განსაკუთრებით ჩვილი ან თავყრილობის, ბრბოს (mob ) წევრი ) იმიტაციურად „იჭერს“ სხვების ემოციებს იმის გაცნობიერების გარეშე, რა ხდება რეალურად ირგვლივ.
ემპათიას აუცილებლად აქვს „მეტი ან ნაკლები“ ხარისხი. ემპათიური პარადიგმა გულისხმობს, რომ პერსონა კომუნიკაციისას აღიარებს, იღებს სხვა პიროვნების მიმდინარე მიზნობრივი მოქმედებების მნიშვნელობებს, მასთან დაკავშირებულ ემოციურ მდგომარეობებსა და პერსონალურ მახასიათებლებს, რომელთა მოთმენაც შეგიძლია. შეგეძლოს აღიარებები, მიღება, ამტანობა, მოთმენა, ემპათიისთვის ცენტრალური მახასიათებლებია.
სხვისი სხეულებრივი შეგრძნებების მიხვედრის უნარი დაკავშირებულია იმიტაციურ უნარებთან. ესაა შინაგანი შესაძლებლობა სხვისი სხეულებრივი მოძრაობები და სახის გამომეტყველება დააკავშირო საკუთარ პროპრიოცეპტულ შეგრძნებებთან და შესაბამისი მოძრაობები და გამოხატულებები აწარმოო. ადამიანებს შეუძლიათ დაუყოვნებლივი კავშირის დამყარება ხმის ტონსა, სხვა ვოკალურ გამოხატულებებსა და შინაგან შეგრძნებებს შორის.
პოზიტიური ფსიქოლოგიის სფეროში, ემპათია აგრეთვე შედარებულია ალტრუიზმთან და ეგოიზმთან. ალტრუიზმი ქცევაა სხვა პიროვნებისთვის სარგებლობის მოტანისთვის, მაშინ, როდესაც ეგოიზმი მოქმედებაა საკუთარი პერსონალური მიზნის სასარგებლოდ. ზოგჯერ, როდესაც ვინმეს მიმართ ემპათიურად ვართ განწობილი, ალტრუისტული აქტივობები ხდება. თუმცა ბევრი სვამს კითხვას, არის თუ არა ეს ალტრუისტული მოქმედებები ეგოისტური შენაძენისთვის მოტივირებული. პოზიტიური ფსიქოლოგების მიხედვით, ადამიანები შეიძლება ემპათიამ მიიყვანოს ალტრუიზმამდე.

გენდერული განსხვავებები

image

ლიტერატურა მიგვითითებს, რომ ქალები უფრო ემპათიურები არიან, ვიდრე მამაკაცები.
Neuropsychologia-ს ჟურნალში გამოქვეყნდა, რომ ქალები უკეთესად ხვდებიან სახის ეფექტებს, გამოხატვის პროცესსა და ემოციებს ზოგადად. მამაკაცები ძირითადად ისწრაფვიან, გამოიცნონ სპეციფიკური ქცევები, რომლებიც მოიცავს სიბრაზეს, აგრესიასა და მუქარას. 2014 წელს მეტა-ანალიზის შედეგად ჟურნალში „cognition and emotion”, აგრეთვე გამოვლინდა ქალებში არავერბალური ემოციური შეტყობინებების წვდომის მხრივ წარმატება და გვიჩვენა, რომ ემპათიასთან დაკავშირებული ნეირონული პასუხები შედარებით დაბალია მამაკაცების შემთხვევაში, როდესაც აკვირდებოდნენ „უსამართლო“ ადამიანების მიერ მტკივნეულ რეაქციებს. ჟურნალ „Neuroscience & Biobehavioral Reviews” -ს ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ არსებობს სქესობრივი სხვაობები ემპათიაში დაბადების რიგის მიხედვით, იზრდება ასაკის მიხედვით და რჩება კონსისტენტური და სტაბილური ცხოვრების განმავლობაში. ქალებს მამაკაცებთან შედარებით საშუალოდ მაღალი ემპათიურობა ახასიათებთ, მაშინ როდესაც მაღალი ემპათიის მქონე ბავშვები მიუხედავად გენდერული სხვაობისა აგრძელებენ მთელი განვითარების მანძილზე ემპათიის ზრდას. ქალები ავლენენ მაღალ სოციალურ მგრძნობელობას, აქვთ მაღალი ემოციური და კოგნიტური ემპათია. რაც მკვლევრების მიერ ახსნილია, როგორც გარემოს გავლენის შედეგი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ევოლუციისა და მემკვიდრეობის გავლენას.
ძირითადი თეორიები და ემპირიული აღმოჩენები
ბუნებრივ კატასტროფებზე სოციალური პასუხების კვლევისას აკვირდებოდნენ იმ ინდივიდების მახასიათებლებს, რომლებიც მსხვერპლს ეხმარებოდნენ. მკვლევრებმა მიიჩნიეს, რომ კოგნიტური ემპათია, ვიდრე ემოციური ემპათია, წინასწარმეტყველებდა მსხვერპლის მიმართ დამხმარე ქცევებს. სხვები აღნიშნავდნენ, რომ სხვების პერსპექტივის მიღება(კოგნიტური ემპათია) ინდივიდებს ემპათიურად განაწყობს დიდი სტრესის გარეშე, მაშინ როდესაც მსხვერპლის ემოციების გაზიარებას (ემოციური ემპათია) შეუძლია გამოიწვიოს ემოციური დისტრესი, დაუხმარებლობა, მსხვერპლის დადანაშაულება და შეიძლება თავიდან აირიდონ დახმარების შემთხვევები
დახმარების გაწევის მოტივები: ემპათია და პიროვნული მწუხარება
(personal distress)
ნამდვილი ალტრუისტული ქცევა ადამიანის განზრახვით განისაზღვრება: ალტრუისტულად მხოლოდ მაშინ ვიქცევით, როდესაც სანაცვლოდ ჯილდოს არ ველით. ამ განმარტებამ მკვლევრებს უბიძგა შეესწავლათ ის მიზეზები, რომლებიც ადამიანებს დახმარებისკენ უბიძგებს (Batson, Van Lange, Ahmad, & Lishner, 2003).
მნიშვნელოვანი განსხვავება შეიძლება აღმოვაჩინოთ დახმარებას შორის, რომელიც ეფუძნება პიროვნულ წუხილსა და ემპათიას. იმისთვის რომ უკეთ აღიქვათ ეს
განსხვავება, ერთი წუთით წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ადამიანები სერიოზულ გასაჭირში არიან: მატარებლის ავარიის შედეგად მგზავრების დასახიჩრებული სხეულები, მშიერი ბავშვი დაგლეჯილ ტანსაცმელში ან გაუბედურებული მამა, რომელმაც შვილი დაკარგა.
პიროვნული მწუხარება (personal distress) გულისხმობს სხვების
გაჭირვებულ მდგომარეობაზე ჩვენს პირად ემოციურ რეაქციებს – შოკური
მდგომარეობა, ძლიერი შიში, მღელვარება, დამწუხრება ან უმწეობა. პიროვნული
წუხილი ჩნდება მაშინ, როდესაც შემთხვევის მომსწრეებს იპყრობთ საკუთარი ემოციური რეაქციები. ემპათიის შემთხვევაში კი ჩვენ ვიზიარებთ და პირდაპირ ან ირიბად განვიცდით სხვის მდგომარეობას. ემპათია ჩნდება, როდესაც დამკვირვებელი სხვის ემოციებსა და საჭიროებებზე ფოკუსირდება. პიროვნული მწუხარება ჩვენში იწვევს მწუხარებასა და შიშს, ხოლო ემპათია თანაგრძნობასა და სიბრალულს. კვლევის მიხედვით, პიროვნულ მწუხარებასა და ემპათიით გამოწვეულ ემოციებს შესაძლოა თან ახლდეს ისეთი ფიზიოლოგიური რეაქციები, როგორიცაა, მაგალითად, გულისცემის აჩქარება და სახის მიმიკის ცვლა (Eisenberg & Fabes, 1990).
ზოგადად რომ ვთქვათ, პიროვნული მწუხარება საკუთარი დისკომფორტის
გრძნობის შემცირებისკენ გვიბიძგებს. ამის მიღწევა შეიძლება გასაჭირში მყოფი ადამიანის დახმარებით – როგორც გვთავაზობს უარყოფითი მდგომარეობის შემსუბუქების მოდელი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიტუაციის იგნორირებით ასევე შეიძლება შვება ვიგრძნოთ. არ არსებობს აუცილებელი კავშირი პიროვნულ მწუხარებასა და შეთავაზებულ დახმარებას შორის. გარდა ამისა, საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გაწეული დახმარება ეგოისტურია და არა ალტრუისტული. ამის საპირისპიროდ, ემპათიური დამოკიდებულება ჩვენში სხვისი დახმარების სურვილს აღძრავს; მისი მთავარი დანიშნულება სხვისი კეთილდღეობის გაზრდაა და დახმარება განპირობებულია ალტრუისტული მოტივით.
როგორც ჩრდილო ამერიკაში, ასევე სხვა ქვეყნებში ჩატარებულმა მრავალმა
კვლევამ აჩვენა, რომ ემპათია ზრდის პროსოციალურ ქცევას (Batson, 1998;Hoffman, 2000). კვლევაში გამოიკვეთა ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ემპათიას (Miller, Kozu, & Davis, 2001). სავარაუდოა, რომ ჩვენი მსგავსი ადამიანების მიმართ მეტი ემპათიის გრძნობა გვქონდეს; ასევე, იმ ადამიანის მიმართ, ვისი მდგომარეობაც განპირობებულია არაკონტროლირებადი და არაპროგნოზირებადი ფაქტორებით,
როგორიცაა ავადმყოფობა ან უბედური შემთხვევა, ვიდრე მათ მიმართ, ვინც გასაჭირში საკუთარი სიზარმაცის ან უპასუხისმგებლობის გამო იმყოფება. და ბოლოს, ემპათია ძლიერდება, როდესაც ადამიანი მეტ ყურადღებას აქცევს გასაჭირში მყოფ პიროვნებას, ვიდრე სიტუაციის ობიექტურ ფაქტორებს. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში სტუდენტებმა შეიტყვეს, კოლეჯის სტუდენტის, ქეროლის გასაჭირი, რომელსაც ავტოკატასტროფაში ორივე ფეხი მოტყდა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა სწავლის პროცესს (Toi & Batson, 1982). აუდიოკასეტაზე ჩაწერილი ქეროლის ინტერვიუს მოსმენის შემდეგ, თითოეულ მონაწილეს ჰკითხეს, ისურვებდნენ თუ არა ისინი ქეროლის დახმარებას. განსხვავებული დონის ემპათიის გამოსაწვევად ექსპერიმენტატორი მონაწილეებს სხვადასხვა ინსტრუქციას აძლევდა. „მაღალი ემპათიის“ სიტუაციაში ცდისპირს ეუბნებოდნენ: „შეეცადე კეროლის გადასახედიდან შეხედო სიტუაციას; წარმოიდგინე როგორ გრძნობს ის თავს და როგორ იმოქმედა უბედურმა შემთხვევამ მის ცხოვრებაზე“. „დაბალი ემპათიის“ სიტუაციაში კი ცდისპირებს შემდეგ ფრაზას ეუბნებოდნენ: „ეცადე, იყო მაქსიმალურდ ობიექტური და მიაქციო ყურადღება ყველა წარმოდგენილ ინფორმაციას; შეეცადე, გულთან ახლოს არ მიიტანო იმ ადამიანის გრძნობები, რომელის ინტერვიუს უსმენ“.
როგორც ვარაუდობდნენ, „მაღალი ემპათიის“ სიტუაციის შემთხვევამ მეტ
ადამიანში გამოიწვია ემპათიის გრძნობა; მათ შორის უფრო მეტმა გამოთქვა
დახმარების სურვილი, ვიდრე „დაბალი ემპათიის“ სიტუაციის ცდისპირებმა. „მაღალი ემპათიის“ სიტუაციის მონაწილეების 71%-მა გამოთქვა დახმარების სურვილი, „დაბალი ემპათიის“ სიტუაციაში მყოფი ცდისპირებიდან კი მხოლოდ 33%-მა. გასაჭირში მყოფი ადამიანის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენამ, შეიძლება გაზარდოს ემპათიის გრძნობა და დახმარების გაწევის სურვილი.
თუმცა, ამჟამად არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ როგორ
შეიძლება კვლევის ამ შედეგების ახსნა – კავშირი ემპათიასა და დახმარებას შორის. ერთი შეხედულების მიხედვით, ინსტრუქცია, რომელიც აქცენტს ემპათიაზე აკეთებს, ზრდის დახმარების ალტრუისტულ მოტივებს (Batson, 1998); თუმცა, არსებობს ალტერნატიული ახსნაც. არსებობს მოსაზრებები, რომ ექსპეტიმენტატორის ინსტრუქციები, რომლებიც ფოკუსირებული იყო ემპათიაზე, ზრდის არა მარტო ცდისპირის გულისტკივილს განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ, არამედ, მასში იწვევს ისეთ ემოციებსაც, როგორიცაა მწუხარება, დეპრესია და სასოწარკვეთა (Maner,
2002). ამ ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ემპათიაზე დაფუძნებული დახმარება არ არის ბოლომდე ალტრუისტული, რადგან მისი მიზანი საკუთარი გუნება-განწყობილების გაუმჯობესებაც შეიძლება იყოს. აღნიშნულ აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, ხშირად საკმაოდ რთულია დახმარების მოტივების გაგება. ჩვენს ქცევებს, ხშირად, ერთდროულად, რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. თუმცა, ამ თეორიულმა დებატებმა, არ უნდა შეამციროს ჩვენი აღტაცება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სხვის დასახმარებლად საკუთარ
უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ. მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ მოტივზე, რომელმაც მათ მშველელებს დახმარებისკენ უბიძგა; დაზარალებულებისთვის ისინი გმირები არიან, მიუხედავად იმისა, მათ მიერ გაწეული დახმარება გამოწვეული იყო ემპათიითა თუ პიროვნული წუხილით.
თანამედროვე ნეირომეცნიერება საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ ადამიანის აზროვნების უნარის ბაზისური ნერვული საფუძველი, გავიგოთ და გამოვიწვიოთ ემოციები. კველევები დღესითვის საშუალებას გვაძლევს, ვნახოთ სარკისებური ნეირონების აქტივაცია და ვსცადოთ, ავხსნათ ემპათიის პროცესის საფუძველი. ნეირომენიერებმა უკვე აღმოაჩინეს, რომ ემპათიის სკალაზე მაღალი ქულის მქონე ადამიანებს ჰქონდათ საკმაოდ აქტიური სარკისებური ნეირონების სისტემა თავის ტვინში. ემპათია არის იმ ეფექტის სპონტანური გაზიარება, რომლებიც გამოწვეულია სხვისი ემოციური მდგომარეობის ნახვითა და თანაგანცდით. ისე, რომ ჩვენ ვირეკლავთ ემოციურ პასუხებს, რომელსაც მოველით რომ უნდა განვიცდიდეთ მოცემულ პირობასა თუ კონტექსტში, უმეტესწილად როგორიცაა თანაგრძნობა.
ემპათიის დროს ჩვენ ვგრძნობთ იმას, რაც გვჯერა, რომ სხვების ემოციაა. რომელიც ბევრი ფსიქოლოგის მიერ განიხილება როგორც აფექტური და კოგნიტური. ამ შემთხვევაში შფოთვა და ემპათია წაახალისებს პროსოციალურ ქცევას, როგორც ჩვენ ვეგუებით ერთმანეთს მსგავსი ემოციების განცდის მხრივ. სოციალური არსებებისთვის ინტერპერსონალურ გადაწყვეტილებებში მოლაპარაკება არის ძალიან მნიშვნელოვანი გადარჩენისთვის. ემოციები ამოტივირებს ინდივიდის ქცევას, რომლებიც ეხმარება მას დაბრკოლებების გადაჭრაში, ისე, როგორც ჯგუფური გადაწყვეტილებების მიღებაში სოციალური გაცვლის პროცესში. პოზიტიური ემოციები, როგორიცაა ემპათია და მადლიერება, დაკავშირებულია პოზიტიურ მდგომარეობასთან და ეს ადამიანები დიდი ალბათობით არიან მზად, დაეხმარონ სხვებს, ვიდრე ისინი, ვინც დადებით ემოციებს არ განიცდიან. ემპათიის გაზომვა აჩვენებს, რომ სარკისებური ნეირონები აქტივირდება თანამგრძნობით პასუხებზე შფოთვის დროს და განგრძობადი აქტივაცია აჩვენებს სხვების დახმარების ალბათობის ზრდას.
ბევრი თეორიის მიხედვით, გარემო ფაქტორები, როგორიცაა აღზრდის სტილი და ურთიერთობები, თამაშობს მნიშვნელოვან როლს ბავშვებში ემპათიის განვითარებაში. ემპათია წაახალისებს პროსოციალურ ქცევებს, ეხმარება აგრესიის დარეგულირებაში და გვეხმარება ჩვენ, ვიურთიერთოთ სხვებთან.
კაროლინე ტისოტის კვლევითაც გახდა ცხადი, რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები ბავშვებში ემპათიის განვითარებისთვის. აღზრდის სტილი, მშობლის ემპათია და წინარე სოციალური გამოცდილება. მნიშვნელოვანია აღზრდითი პრაქტიკის წვლილი: ბავშვების გამხნევება, წარმოიდგინონ სხვების პერსპექტივა და სწავლება, რომ, სხვების გრძნობები ასახონ. მშობლის სითბო ასევე მნიშვნელოვანია და პოზიტიურადაა დაკავშირებული ემპათიასთან ბავშვებში, განსაკუთრებით ბიჭებში.
ემპათია -ალტრუიზმის დამოკიდებულებას ახლავს აგრეთვე ფართო და პრაქტიკული შედეგები. იმის სწავლით, რომ ემპათიური გრძნობები აღვიძებს ალტრუისტულ მოტივაციას, ხალხმა შეიძლება სამწუხაროდ ჩაახშოს ან თავიდან აიცილოს ეს გრძნობები. ემპათიის უნარის დაკარგვა შეიძლება კლიენტებთან მომუშავეებში პროფესიული გადაწვის მიზეზი გახდეს სხვების დახმარების პროცესში.იმ სიმძიმის ცოდნის გამო, რაც ახლავს მაგ., პაციენტების, უსახლკარო მოსიარულეთა დახმარებას, შეიძლება ინდივიდები ეცადონ ემპათიის გრძნობების თავიდან არიდებას, რათა ალტრუიზმი აირიდონ.
მეორე პოზიტიური ხედვით, ემპათიურად განწყობილი ადმიანები შეიძლება ფოკუსირდნენ დიდხნიან კეთილდღეობაზე, ვიდრე საკუთარ საჭიროებებზე. ემპათიაზე დაფუძნებული სოციალიზაცია ძალიან განსხვავდება ეგოისტური იმპულსების შეზუდვისკენ მიმართული მიმდინარე პრაქტიკებისგან, რაც გულისხმობს დანაშაულის გრძნობის ფორმირებას, მოდელირებასა და ინტერნალიზებას. სოციალურ დონეზე, კვლევები გვიჩვენებს, რომ ემპათიით გამოწვეულ ალტრუიზმს შეუძლია გააუმჯობესოს სტიგმატიზებული ჯგუფების მიმართ დამოკიდებულებები, რასობრივი დამოკიდებულებები, შიდსის მქონეთა მიმართ აქტივობები, უპატრონოთა თუ მსჯავრდებულების მიმართ დამოკიდებულებები. ასეთი შედეგობრივი ალტრუიზმი აგრეთვე ზრდის კოოპერაციას კონკურენციულ სიტუაციებში.
ემპათიის ტიპები
ემპათია იყოფა 2 ძირითად კომპონენტად:
აფექტური ემპათია/ემოციური ემპათია- უნარი სხვიას მენტალურ მდგომარეობას შესაბამისი ემოციით უპასუხო. ემოციური პასუხის უნარი დაფუძნებულია ემოციური გადამდებობის პოტენციაზე, რომ სხვისმა ემოციურმა თუ მშფოთვარე მდგომარეობამ შენზე გავლენა მოახდინოს.
კოგნიტური ემპათია - უნარი, გაიგო სხვისი ხედვა და მენტალური მდგომარეობა. ტერმინები კოგნიტური ემპათია და გონების თეორია ხშირად სინონიმურად მოიხსენიება, მაგრამ მათ ურთიერთშედარებაზე მიმართული კვლევების ნაკლებობის გამო არაა ცხადი, რამდენად ეკვივალენტურია ისინი.
აფექტური ემპათია შეიძლება დავყოთ შემდეგ ქვესკალებად: ემპათიური შეშფოთება, ინტერესი( Empathic concern): თანაგრძნობა, თანაგანცდა სხვების ტანჯვის, მწუხარების მიმართ.პერსონალური დისტრესი (Personal distress) - სხვების ტანჯვის გამო საკუთარ დისკომფორტსა და შფოთვაზე ცენტრირებული გრძნობები. არაა შეთანხმებული აზრი, არის თუ არა პერსონალური დისტრესი ემპათიის ბაზისური ნაწილი თუ არ ქმნის ემპათიას. ჩვილები სხვების დისტრესზე პასუხობენ დისტრესით. მხოლოდ 2 წლის ასაკში იწყებენ სხვა მხრივ ორიენტირებულ პასუხებს, ცდილობენ დახმარებას, კომფორტის შექმნასა და გაზიარებას.
კოგნიტური ემპათია შეიძლება დავყოთ შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
პერსპექტივის მიღება : ტენდენცია, სპონტანურად მიიღო სხვების ფსიქოლოგიური პერსპექტივები, ხედვები.
ფანტაზია: ტენდენცია, თავი გააიგივო გამონაგონ, ფიქტიურ პერსონაჟებთან
აფექტირ და კოგნიტურ ემპათიას შორის განსხვავებას შეიძლება დავაკვირდეთ სხვადასხვა მდგომარეობაში. ფსიქოპათია და ნარიციზმი ასოცირდება აფექტურ მხარეში სისუსტეებთან, მაგრამ არა კოგნიტურ ემპათიაში, მაშინ როდესაც ბიპოლარული აშლილობა და მოსაზღვრე პიროვნული აშლილობეები დაკავშირებულია კოგნიტური და არა ემოციური ემპათიის დეფიციტთან. აუტიზის სპექტრის დარღვევები დაკავშირებულია სხვადასხვა კომბინაციასთან, მათ შორის კოგნიტური ემპათიის დეფიციტთან, ისე, როგორც ორივე, კოგნიტური და ემოციური ემპათიის დეფიციტთან, შოზოფრენია ორივე სახის ემპათიის დეფიციტთან. მიუხედავად ამისა ადამიანებში, აღნიშნული მდგომარეობების გარეშე, კოგნიტურ და აფექტურ ემპათიას შორის ბალანსი ცვალებადობს.
FMRI-ს ემპათიის კვლევის მეტა ანალიზის მიხედვით, აფექტურ-აღქმითი და კოგნიტურ-შეფასებითი ემპათიის დროს ტვინის განსხვავებული უბნები აქტივირდება. ინტერპერსონალური რეაქტიულობის ინდექსი (IRI) გამოიყენება ემპათიის მრავალგანზომილებიანი შეფასებისთვის. ის მოიცავს თვითგაცხადების კითხვარის 28 პუნქტს, დაყოფილია 4 შვიდპუნქტიან ქვესკალად და მოიცავს ორივე სახის ემპათიას.
სომატური ემპათია - ესაა ფიზიკური რეაქცია, სავარაუდოდ სარკისებური ნეირონების პასუხებზე დაფუძნებული.
როდესაც ბავშვებს აჩვენებენ ვიდეოკლიპებს იმ სიტუაციებით, სადაც ადამიანები იტანჯებიან ტკივილისგან, ტკივილთან დაკავშირებული ნერვული სქემები აქტივირდება ტვინში.
2 წლის ასაკისთვის, ბავშვები ჩვეულებრივ გვიჩვენებენ ემპათიის ფუნდამენტურ ქცევებს სხვისი ემოციური მდგომარეობის შესაბამისი ემოციური პასუხების ჩვენებით. ერთი წლის ასაკში აქვთ ემპათიის გარკვეული ნიშნები იმ განცდის სახით, რომ სხვებს უგებენ, როგორც საკუთარი ქმედებების ესმით. ზოგჯერ ჩვილები კომფორტს ანიჭებენ სხვებს ან წუხდებიან მათ გამო 2 წლის ასაკში. მეორე წლის განმავლობაში აგრეთვე ისინი თამაშობენ სიცრუის თამაშებს, ცდილობენ, მოატყუონ სხვები და ეს მოითხოვს, ბავშვმა იცოდეს, რისი სჯერათ სხვებს, სანამ ისინი დაიწყებენ ამ რწმენების მანიპულირებას. ამ ნიშნების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, ბავშვს მიეცეს საშუალება პირდაპირი ინტერაქციებისა, იგი უნდა ავარიდოთ უმოძრაო ცხოვრების სტილს.
ჩიკაგოს უნივესიტეტის კვლევების მიხედვით, სადაც გამოიყენეს ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული გრაფიკა (fMRI), დადგინდა, რომ 7-დან 12 წლამდე ბავშვებს მიდრეკილება აქვთ სხვების ტკივილის მიმართ ემპათია განიცადონ. ეს აღმოჩენები კონსისტენტურია ემპათიის მაჩვენებლებისა ზრდასრულებში. კვლევები აგრეთვე გვიჩვენებს ტვინის დამატებითი ასპექტების გააქტივირებას, როცა ახალგაზრდები ხედავენ, რომ პიროვნება ზიანდება სხვის მიერ.
ინდივიდუალური განსხვავებები
ემპათია ვრცელ გრძნობის სახით წარმოადგენს სხვის ემოციურ მდგომარეობაზე ინდივიდის რექციას. მიმდინარე წლებში გაძლიერდა იდეა, რომ ემპათია ვითარდება მოტორული ნეირონული იმიტაციის შედეგად. მაგრამ, როგორ გავარკვიოთ ინდივიდებს შორის ემპათიაში სხვაობები? არსობრივად, ყოველი ინდივიდი არ პასუხობს თანაბრად და ერთფეროვნად ერთსა და იმავე მდგომარეობებს. The Empathic Concern scale აფასებს თანაგრძნობის „სხვაზე ორინტირებულ“ გრძნობებს, the Personal Distress scale ზომავს „საკუთარ თავზე ორიენტირებულ“ გრძნობებს პერსონალური შფოთვისა და არასასურველობის. ამ სკალების კომბინაცია გვეხმარება აღმოვაჩინოთ ის, რაც არ შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ემპათიური. ამ მიდგომის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ემპათიის ხარისხის გადიდება.
ქცევითი და ნეიროგრაფიკული კვლევები გვიჩვნებს, რომ ორი პერსონალური განზომილება :ექსტრავერსია და თანხმობა (თბილ-ალტრუისტული პიროვნების პროფილი) ასოცირდება ემპათიურ სიზუსტესთან და ტვინის გაზრდილ აქტივობასთან ორ რეგიონში, რომლებიც მნიშნელოვანია ემპათიური პროცესებისთვის.

ემპათია არის უნარი იმისა, რომ გაგებულ იქნეს სხვა ადამიანთა ქცევა და დამოკიდებულება, რამდენადაც ისინი საკუთარ გამოცდილებაში შეიძლება არსებობდეს. სიმბოლისტ-ინტერაქციონისტები (ჯორჯ მიდი და სხვ.) ემპათიას განიხილავენ, როგორც სხვათა როლების ათვისების პროცესს, რაც სოციალიზაციის არსს შეადგენს. ემპათიის შინაარსი ვებერთან მოიაზრება ცნებაში „ფერშტეენ“ (verstehen), რომელიც ნიშნავს გაგებას და თანაგანცდის მეშვეობით უზრუნველყოფს სხვათა ემოციური (არარაციონალური) ქმედებების საზრისთა ადეკვატურ წვდომას. ინტერაქციონისტებს სჯერათ, რომ ემპათიის განხორციელება თვისობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი. თუმცა, ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ემპათია სხვათა ქმედებებზე ობიექტური დაკვირვების შესაძლებლობას ამცირებს.

გამოყენებული წყარო:
https://en.wikipedia.org/wiki/Empathy

0
1009
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
1009
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0