x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ უნდა გვეძინოს სრულ სიბნელეში

ძალიან სერიოზული მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ საძინებელში სქელი ფარდები ჩამოვკიდოთ, ღამე ყველა ნათურა ჩავაქროთ და არ ვიკითხოთ ძილის წინ პლანშეტზე. ძილი სრულ სიბნელეში, ახალგაზრდობას გვიხანგრძილებს, ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს და იმუნიტეტს გვიძლიერებს.


image


თანამედროვე საძინებლები სავსეა სინათლით: მონიტორის და ელ. საათის ეკრანების გამოსხივება, მქრქალი შუქები, ქუჩის განათება... საქმე იმაშია, რომ მუდმივად სინათლეზე ყოფნა, პრობლემას უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.
იმისთვის რომ გავიგოთ, თუ რატომ მოქმედებს უარყოფითად სინათლე ღამის საათებში, შეგვიძლია ისტორიას გადავხედოთ. ვიდრე კაცობრიობა ელ. ნათურას გამოიგონებდა, ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ ორი «მანათობელი» იყო: დღე — მზე, ღამე — მთვარე და ვარსკვლავები და კიდევ ცეცხლის სინათლე. ამან ადამიანის ცხოვრების ცირკადული ანუ წრიული რითმი ჩამოაყალიბა და მიუხედავად იმისა, რომ სინათლის ცვლილება მოხდა, ის მაინც არეგულირებს ჩვენს ძილ-ღვიძილს. დღეს არსებული ხელოვნური განათება არღვევს საუკუნეების მანძილზე, ადამიანებში დამკვიდრებულ ჩვევას. ის ნაკლებად ძლიერია ვიდრე მზის სინათლე, მაგრამ უფრო კაშკაშაა, ვიდრე მთვარის შუქი, რაც ორგანიზმში ბიოქიმიური რეაქციების მთელ კასკადს იწვევს, მათ შორის გავლენას ახდენს ისეთი მნიშვნელოვანი ჰორმონების გამომუშავებაზე, როგორიც არის მელატონინი და კორტიზოლი.


მელატონინი და კორტიზოლი


მელატონინის გამომუშავება — არის გასაღები იმის აღსაქმელად, თუ რატომ არის ხელოვნური სინათლე ჩვენი ორგანიზმისთვის ასეთი მავნე. მელატონინის გამომუშავება ეპიფიზში (გირჩისებური ჯირკვალი) ხდება. ჰორმონი იმ შემთხვევაში გამომუშავდება, თუ ოთახში სრული სიბნელე არის და ის ძილ-ღვიძილის ციკლს არეგულირებს. მელატონინი ამცირებს სისხლის წნევას, ქვემოთ სწევს სხეულის ტემპერატურას და გლუკოზის დონეს სისხლში ანუ ყველაფერს აკეთებს, რომ ორგანიზმი მშვიდი, ღრმა ძილით უზრუნველყოს.

image

image
რაც შეეხება ჰორმონ კორტიზოლის ანუ როგორც მას ეძახიან «სტრესის» ჰორმონს, რომელიც ჰიპოთალამუსში (შუამდებარე ტვინის ნაწილი) გამომუშავდება, ის პასუხისმგებელია ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიურ დროზე.

image

განათებულ გარემოში დიდი რაოდენობით კორტიზოლის ჰორმონის გამომუშავდება ხდება, ხოლო სიბნელეში – პირიქით, მისი რაოდენობა მცირდება. დღის მანძილზე ეს ჰორმონი ჩვენს ენერგიას ანაწილებს, ხოლო ღამე – გვატყობინებს, რომ ძილის დრო მოვიდა. ეს ბუნებრივ პირობებში ხდება. მაგრამ, როდესაც საქმეში ხელოვნური განათება ერთვება, სხეული სინათლეზე რიაგირებს და ღამის საათებში, კორტიზოლის რაოდენობა იზრდება. რაც თავის მხრივ, უძილობის მიზეზი ხდება. ღამის საათებში, «სტრესის» ჰორმონის მაღალი დონე, ასუსტებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ჰორმონი უდროო დროს გამომუშავდება, ძილის გარდა, მადის დაქვეითებაც ხდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჰორმონის დონე, მხოლოდ მოცემულ მომენტში არსებული სინათლის რაოდენობით არ რეგულირდება. მნიშვნელობა აქვს იმითაც, თუ რა რაოდენობის სინათლე მიიღო ორგანიზმმა ძილის წინ.

სინათლე ძილის წინ


კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ადამიანი ძილის წინ, დროს ხელოვნური შუქით განათებულ ოთახში ატარებს, მბჟუტავ სინათლეზე ძილთან შედარებით, მელატონინის გამომუშავების დრო, 90 წუთით მცირდება. ხოლო განათებულ ოთახში ძილის შემთხვევაში, მელატონინის რაოდენობა 50% მცირდება.
ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი სინათლე საძინებელში, ნამდვილი პრობლემა ხდება, ხოლო პლანშეტები, სმარტფონები და ენერგოეფექტიანი ღამის სანათები, ბევრად უფრო მავნებელია, ვიდრე ნათურები. საქმე იმაშია, რომ მანათობელი დიოდებიის ლურჯი შუქი, მელატონინის გამომუშავების ძლიერი შემაკავებელია.


სიმსივნის საშიშროება


სამწუხაროდ, ჰორმონების გამომუშავების დარღვევა მხოლოდ უძილობას კი არა, უფრო სერიოზულ შედეგს იწვევს, მაგ., სიმსივნეს. 10 წლის მანძილზე ტარდებოდა კვლევები, რომლის შედეგები ამტკიცებს, რომ სინათლეზე ძილი ზრდის სიმსივნით დაავადების რისკებს.

ექსპერიმენტში მონაწილეები, რომლებსაც სინათლეზე ეძინათ, სარძევე ჯირჯვლების სიმსივნით დაავადების შანსი 22% უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც სრულ სიბნელეში იძინებდნენ. გარდა ამისა, დამტკიცდა, რომ იზრდება პროსტატიტით დაავადების რისკებიც. მეცნიერები თვლიან, რომ ამ დაავადებები წარმოქმნის მიზეზი პირდაპირ კავშირში არის მელატონინის გამომუშავების რაოდენობასთან. უფრო ადრე in vitro-ს კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ მელატონინი აფერხებს მელანომის უჯრედევის ზრდის პროცესს.
ამ და კიდევ სხვა კვლევებზე დაყრდნობით, შეიძლება იმის თქმა, რომ სიბნელეში ძილი, არის სიმსივნის დაავადებების პროფილაქტიკა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ ის ადამიანები არიან, ვინც ღამის ცვლაში მუშაობენ.


მბჟუტავი და ცისფერი სინათლე, დეპრესია და იმუნიტეტი


სამწუხაროდ, ღამის საათებში, ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს მხოლოდ ძლიერი სინათლე კი არა, მბჟუტავი ნათებაც აყენებს. კვლევამ, რომელიც ზაზუნებზე ჩაატარეს, დაამტკიცა, რომ სუსტი სინათლე, რომელსაც უმრავლესობა ღამე ანთებს – დეპრესიას იწვევს.
ზაზუნები, რომლებსაც ძალიან უყვართ ტკბილი წყალი, ღამის საათებში სუსტი ნათების ჩართვის შემდეგ, ინტერესს აღარ იჩენდნენ საყვარელი სასმელისადმი, ხოლო მას შემდეგ რაც სინათლე მოაცილეს, ისევ დაუბრუნდნენ ძველ მდგომარეობას. გარდა ამისა, მუდმივი მქრქალი ნათება ცუდ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, რადგან მელატონინის დონე მცირდება, ხოლო მასთან ერთად, უარესდება იმუნოლოგიური მაჩვენებლები.
ანუ თუ საძინებელში, არის ელ. ნივთები (მაგ., საათი ნათებით) რომელიც მთელი ღამის მანძილზე ჩართულია, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რამდენად საჭიროა იქ მათი არსებობა.

image

და სხვა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით


ორგანიზმში მელატონინის საკმარისი რაოდენობა, დაბერების პროცესს აფერხებს. ის ტვინის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს და ხელს უშლის მათ დეგენერაციულ ცვლილებებს. ჰორმონი ანტიოქსიდანტის ფუნქციას ასრულებს, იცავს რა ტვინის შინაგან უჯრედებს და მისი საჭირო რაოდენობით არსებობა, ადამიანს იცავს პარკინსონის დაავადების განვითარებისგან.
დამტკიცებულია, რომ მელატონინის ნაკლებობას კიდევ ერთი პრობლემა — ჭარბი წონა უკავშირდება. სინათლე ღამის საათებში, არღვევს ორგანიზმის ბუნებრივ რითმს, რაც წონის მატებას იწვევს. თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მღრღნელები, რომლებსაც ღამე შუქს უნთებდნენ, უფრო სწრაფად იმატებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვისაც სიბნელეში ეძინათ. თუმცა, საკვების რაოდენობა ორივე შემთხვევაში, ერთნაირი იყო.


რა უნდა გავაკეთოთ?


ყოველივე ზემოთ თქმულის შეჯამებით, შეგვიძლია რამდენიმე წესი ჩამოვაყალიბოთ:


1. უნდა მოვაცილოთ საძინებლიდან ყველაფერი, რაც სინათლეს გამოსცემს, თუნდაც ეს სპეციალური მომადუნებელი სინათლეები. მაგ., ე. წ. «ვარსკვლავოვანი ცა» იყოს, რომელიც მთელი ღამის მანძილზე ჩართული არის.

2. უნდა ჩავაქროთ ღამე შუქი, თუნდაც ეს მბჟუტავი ღამის ლამპა იყოს.

3. ჩამოვკიდოთ სქელი ფარდები ან დავხუროთ ჟალუზები, რომ ქუჩის სინათლე არ შემოვიდეს.

4. არ უნდა შევიტანოთ პლანშეტი საძინებელში.

და კიდევ, ღამის ცვლაში მუშაობაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე!

1
984
14-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
984
  
2017, 11 მარტი, 0:35
სხვისი არ ვიცი, მაგრამ ღამით კანდელის დაბალი, მბჟუტავი ნათება ყველაზე მეტად მამშვიდებს. ისევე, როგორც ადამიანს ცეცხლის ტკაცა-ტკუცი და წყლის (ნაკადულის) ჩუხჩუხის ხმა.
0 1 1