x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტრანსსექსუალი ქალები ციხიდან გააგდეს, თანასაკნელ ქალებთან სექსის გამო
image სკანდალი აგორდა ედინბურგის ქალთა ციხეში, სადაც იშვიათი გამონაკლისი დაუშვეს–ადამიანის უფლებადამცველების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების მერე მიიღეს პატიმრად პერის გრინი–ტრანსსექსუალი, რომელიც მკვლელობისა და წამების მუხლით იყო გასამართლებული.


პატიმარი გარეგნულად გამოიყურებოდა როგორც ქალი, რადგან წლების განმავლობაში იღებდა სპეციალურად შერჩეულ ჰორმონებს და ემზადებოდა სქესის შესაცვლელად საჭირო ოპერაციის გასაკეთებლად, თუმცა მანამდე ციხეში მოხვდა ადამიანის წამების და მკვლელობის მუხლით–იუწყება "Лайф"–ი.


ტრანსსექსუალის უფლებების დარღვევა არ მომხდარა, თან მის ქალთა ციხეში მოსახვედრად რეკომენდაცია შესაბამის უწყებებს ადამიანის უფლებადამცველებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაუწიეს. ხოლო ბრიტანეთის ეროვნულმა ჯანდაცვის სამსახურმა განცხადება გააკეთა: თუ აღნიშნული პატიმარი გარკვეული პერიოდის გარეშე არ დაარღვევდა ციხის რეჟიმს და მასთან ციხის ადმინისტრაციას არ ექნებოდა პრეტენზიები, მას უფასოდ გაუკეთებდნენ სქესის შესაცვლელად საჭირო ოპერაციას.


თუმცა 5 კვირის გასვლის მერე დაწესებულების ადმინისტრაციას გაუჩნდა პრეტენზიები გრინის მიმართ–იტყობინება "Daily Mail"–ი. როგორც აღმოჩნდა პერის გრინი სისტემატურად შედიოდა ინტიმურ კავშირში თანამოსაკნე ქალებთან.



"ქალებს უნდოდათ სექსი და პერისი იყო ერთადერთი პატიმარი, რომელსაც შეეძლო მათი სურვილების დაკმაყოფილება", -განუცხადა "The Daily Mail"–ს წყარომ ბრიტანეთის პენიტენციალური სისტემიდან.


როგორც კი ციხის ადმინისტრაციამ გამოავლინა ჰეტეროსექსუალური კავშირები დაკავებულთა შორის, გადაწყვიტეს პერისი გაეძევებინათ ქალების ციხიდან და პერისი აღნიშნული ციხიდან გადაიყვანეს მამაკაცების კოლონიაში.


სქესის შესაცვლელად უფასოდ ოპერაციის გაკეთებამ კი როგორც იტყვიან "ჩაილურის წყალი დალია".

3
167
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
167
  
2017, 5 მარტი, 22:20
)))))კარგად ვიხალისე
0 1 3