x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პალმირასთვის ბრძოლაში ნაღმზე აფეთქდა რუსი გენერალი, რომელმაც ორივე ქვედა კიდური და ცალი თვალი დაკარგა

image რუსეთის, დასავლეთის სამხედრო ოლქის შტაბის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ–მაიორი პეტრე მილიუხინი სპეციალური რეისით სირიიდან მოსკოვში იქნა ჩაყვანილი "ბურდენკოს" კლინიკაში, სადაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ გენერალს ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა.
გენერალ–მაიორი სირიაში პალმირასთვის გამართულ ბრძოლაში ნაღმზე აფეთქდა, აფეთქების შედეგად მაღანჩინოსანმა რუსმა სამხედრომ ორივე ქვედა კიდური და ერთი თვალი დაკარგა. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა დღეს რუსულმა გამოცემამ "Фонтанка.ру"–მ რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.
"პეტრე მილიუხინი ჩვენთანაა. უფრო მეტის თქმის უფლება ჩვენ არა გვაქვს", —განუცხადეს ჟურნალისტებს კლინიკის ერთერთ განყოფილებაში. გენერალ–მაიორს ადგილზევე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იძულებულნი გახდნენ სპეციალური რეისით გადაეყვანათ მოსკოვში.
პორტალის ცნობით მილიუხინი ჯერჯერობით ერთადერთი გენერალია, რომელიც მძიმედ დაიჭრა სირიაში.
საჯარო წყაროების ინფორმაციით, მილიუხინი სირიაში იმყოფებოდა სირიაში მოქმედი რუსული დაჯგუფების სარდლის გენერალ–პოლკოვნიკის ანდრეი კარტაპალოვის დაქვემდებარებაში. ის იყო პასუხისმგებელი საბრძოლო მოქმედებების დაგეგმარებაში და კურატორობდა აღნიშნულ საბრძოლო ოპერაციების მსვლელობას.
როგორც "EADaily" წერს პალმირა 2016 წლის მარტში გაანთავისუფლეს ისლამისტი ტერორისტებისაგან, თუმცა გასული წლის დეკემბრის თვეში მათ შესძლეს აღედგინათ კონტროლი პალმირაზე, რა დროსაც გაანადგურეს რუსული ბაზა და ხელში ჩაიგდეს დიდძალი საბრძოლო მასალა, ტექნიკა და სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი.
გუშინ 2 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უპატაკა რუსეთის პრეზიდენტს პალმირას რუსული დანაყოფების მიერ განთავისუფლებაზე.









0
218
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0