x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
მსოფლიოს შვიდი წყალქვეშა საოცრება
1989 წელს წყალქვეშა მყვინთავების საერთაშორისო ასოციაციამ საკუთარი რეიტინგი შეიმუშავა, სადაც აღწერილია მსოფლიო ოკეანეების, ზღვების და ტბების ყველაზე შთამბეჭდავი ადგილები.

image


1. გალაპაგოსის კუნძულები

წყნარ ოკეანეში, ეკვადორიდან დასავლეთით მდებარე გალაპაგოსის კუნძულები ვულკანური ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა. მრავალრიცხოვანი მოგზაურები, მეცნიერები და ბუნების მოყვარულები სტუმრობენ ამ საოცარ ადგილს მთელი წლის განმავლობაში.


image

2. ჩრდილოეთის წითელი ზღვა.

ერთერთი ყველაზე ლამაზი მარჯნის რიფები განლაგებულია აზიასა და აფრიკას შორის მდებარე ჩრდილოეთის წითელ ზღვაში. ამ ადგილს წყალქვეშა სამოთხის ბაღსაც უწოდებენ. აქ ასზე მეტი სახეობის მარჯანია, ხუთასამდე სახეობის თევზი და ფლორისა და ფაუნის სხვადასხვა ნაირსახეობები.image


3. პალაუს კუნძულები

პალაუს კუნძულები ფილიპინებიდან 500 მილზეა. აქაურ რიფებში შეხვდებით მსოფლიოში ყველაზე ლამაზ თევზის სახეობებს. 550–ზე მეტი მარჯნის ნაირსახეობებს.

image


4 ბაიკალის ტბა

ბაიკალის ტბა მტკნარი წყლის მარაგით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. რუსეთში მდებარე 1642 მეტრის სიღრმის ტბა ყველაზე ძველ და ღრმა ტბად ითვლება.

image

5. დიდი ბარიერული რიფი.

ყველაზე დიდი მარჯნის რიფების სისტემა განლაგებულია ავსტრალიაში.2 900 ცალკეული რიფისა და 900 კუნძულისაგან შემდგარი სისტემა 1 600 მილზეა გადაჭიმული.image


6 ღრმა ზღვის წყაროები.

სხვაგვარად ცნობილია, როგორც ჰიპოთერმული ხვრელები, ბზარები ოკეანის ფსკერზე. რომლიდანაც ამოიფრქვევა ცხელი წყალი. ცხელი წყალი ამოფრქვევისას რეაქციაში შედის სასარგებლო წიაღისეულთან, ძირითადად სულფიდებთან, რომლებიც კრისტალდება. ოკეანის ცივ წყალთან შეხებისას ბევრი მინერალი გამონთავისუფლდება და დამახასიათებელ შავ ფერს წარმოქმნის.

ღრმა ზღვის წყაროები პირველად 1977 წელს აღმოაჩინეს გალაპაგოსის კუნულებთან. ისინი საშუალოდ 2100 მეტრის სიღრმეში მდებარეობენ როგორც წყნარ, ასევე ატლანტის ოკეანეში.image


7. ბარიერული რიფი ბელიზა.

მსოფლიოში მეორეა თავისი სიდიდით. ერთერთი საუკეთესო ადგილია ცურვისა და ყვინთვისათვის.

image

0
188
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0